მედიკო

ზინგიბერი - Zingiber 30 ტაბლეტი

30 ტაბლეტი

ჩვენებები: • ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი) • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები • საყლაპავის რეფლუქსი • ზღვისა და ჰაერის დაავადება....

შემადგენლობა:
კოჭას ფესვების ექსტრაქტი-75მგ (375მგ მშრალი ფხვნილი)
ვიტამინ B6-5მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზინგიბერში შემავალი კოჭას ექსტრაქტის (ძინგიბერ ოფფიცინალე) ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული 5-Hთ-3 სეროტონინული რეცეპტორების და ასევე დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. შესაბამისად კოჭას ექსტრაქტს გააჩნია პროკინეტიკური, ანტი-ქოლინერგული, ანტი-ნეიროკინეტიკური და ანთების საწინააღმდეგოდა ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება:
• ხსნის გულისრევას და ღებინებას
• ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს
• აჩქარებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის დაცლას
• ამცირებს გასტროდუოდენალურ რეფლუქსს
• ხსნის ყაბზობას და მეტეორიზმს
• ხსნის ანთებას და ტკივილს

ზინგიბერში შემავალ კოჭას ექსტრაქტს გააჩნია ციტოპროტექტორული ეფექტი, როგორც ნეფროტოქსიურობის , ისე ტესტიკულარული ტოქსიურობის საწინააღმდეგოდ, რითაც ამცირებს რადიო და ქიმიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.
კოჭა არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და არ ზემოქმედებს ჰიპოფიზზე, არ იწვევს გვერდით მოვლენებს ექსტრაპირამიდული დარღვევების სახით.
ოსტეო და რევმატოიდული ართრიტების დროს ანთების ჩამოყალიბების მექანიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროსტაგლანდინ E2-ის (PGE2) დონის მომატებას.
გარდა ამისა, ოსტეო და რევმატოიდული ართრიტების დროს სინოვიალურ სითხეში, გროვდება 5-ლიპოოქსიგენაზას პროდუქტები ლეიკოტრიენები ჩ4, E4 და D4, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებენ სახსრის დაზიანებას..

ზინგიბერში შემავალი კოჭას ბიოაქტიური კომპონენტები მოქმედებენ ორი მიმართულებით: ერთის მხრივ ისინი სელექტიურად ახდენენ ანთების გამომწვევი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას მხოლოდ ჩOX2-ის ინჰიბირებით და არ მოქმედებენ ჩOX1-ზე , რომელთა საშუალებითაც სინთეზირდება ლორწოვანი გარსის დამცავი ფუნქციის მქონე პროსტაგლანდინები. ამიტომ ზინგიბერში შემავალი კოჭა არ იწვევს იმ არასასურველ გვერდით მოვლენებს, რაც ახასიათებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

Mმეორეს მხრივ ზინგიბერის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტები თრგუნავენ 5-ლიპოოქსიგენაზას სინთეზს და შესაბამისად მცირდება ანთების გამომწვევი ლეიკოტრიენების რაოდენობა.
ზინგიბერს, ანთების გამომწვევ მედიატორებზე ორმაგი ზემოქმედების და კუჭის ლორწოვანზე ციტოპროტექტორული მოქმედების გამო, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისგან განსხვავებით გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გაღიზიანების გარეშე.

ზინგიბერის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედარება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან:

ზინგიბერისგან განსხვავებით არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ, როგორც ჩOX2 ასევე ჩOX1 რეცეპტორებს, შესაბამისად ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გარდა, ვლინდება არასტეროიდების არასასურველ გვერდითი ეფექტები: კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ასაკიან პაციენტებში -ნეფროტოქსიურობა.

ზინგიბერში შემავალი ვიტამინ B6 (Pყრიდოხინე)-წარმოადგენს ლიპიდების , ნახშირწყლების და ამინომჟავების მეტაბოლიზმის კოფაქტორს.
მონაწილეობას ღებულობს: ჰორმონალური აქტივობის კონტროლში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის გულისრევის შერძნებას , ამცირებს დაღლილობას და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისაგან

ჩვენებები:

• ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება (მოგზაურთა, ვირუსული, ინფექციური, ტოქსიური, ქიმიოთერაპიის შემდგომი)
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
• საყლაპავის რეფლუქსი
• ზღვისა და ჰაერის დაავადება
• ოსტეოართრიტი
• რევმატოიდული ართრიტი
• ართროზი
• სპონდილოზი
• ფიბრომიალგია
• მიალგია
• შაკიკი
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა

ზინგიბერის დოზირება და მიღების წესი:
1 ტაბლეტი ზინგიბერი შეიცავს 75 მგ კოჭას ექსტრაქტს , რაც უტოლდება 375მგ კოჭას მშრალ ფხვნილს.
მოზრდილებში:
დისპეპსიური სიმპტომების მოსახსნელად 1 ტაბლეტი ჭამის წინ 15წთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში, სადღეღამისო დოზა-3 ტაბლეტი (225 გ ექსტრაქტი, რაც შეესაბამება 1125მგ მშრალ ფხვნილს).
მგზავრობის წინ ერთი საათით ადრე 1 ტაბლეტი.

პედიატრია:
ასაკი ტაბლეტის ჯერადობა დღე-ღამეში
2-3 წლამდე 1/4 3
4-6 წლამდე 1/3 3
7-12 წლამდე 1/2 3

ქიმიოთერაპიაული ადრეული და მოგვიანებითი გულისრევის თავიდან აცილების მიზნით ზინგიბერით პრემედიკაცია სასურველია დაიწყოს 3 დღით ადრე. პაციენტს ენიშნება ზინგიბერი 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში, ქიმიოთერაპიის დღეს კი 3 ტაბლეტი ზინგიბერი 20 წუთით ადრე და განმეორებით 3 ტაბლეტი ქიმიოთერაპიიდან 6 საათის შემდეგ. მოგვიანებითი გულისრევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ზინგიბერის 1 ტაბლეტის 3-ჯერადი მიღება ქიმიოთერაპიიდან 4-6 დღის განმავლობაში.
ზინგიბერი გარდა ანტიემეტიური ეფექტისა, საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის თვითშეგრძნებას ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში.
D
დოზირება ოსტეო და რევმატოიდული ართრიტების დროს, მოზრდილებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (მაქსიმუმ 4 ტაბლეტი დღეში). კურსი შეიძლება გაგრძელდეს 36 კვირის მანძილზე..
მწვავე ტკივილის დროს 1-2 ტაბლეტი სიმპტომურად.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მწარმოებელი
Pharmacy Laboratories S.C.
პოლონეთი

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.