კაგოცელი - Kagocel 12მგ. 10 ტაბლეტი
12მგ

ჩვენებები: გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ასევე როგორც სამკურნალო საშუალებას მოზრდილებში ჰერპესის დროს.

1 ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კაგოცელი (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) - 12 მგ. დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი - 10 მგ, კალციუმის სტეარატი - 0,65 მგ, ლუდიპრესი (შემადგენლობა: ლაქტოზას მონოჰიდრატი - 91%-დან 95%-მდე, პოვიდონი (კოლიდონი 30) - 3,0%-დან 4.0%-მდე, კროსპოვიდონი (კოლიდონი ჩL) - 3,0%-დან 4.0%-მდე ) - 100 მგ-ანი მასის ტაბლეტის მიღებამდე.

აღწერილობა:
ტაბლეტები თეთრიდან ყავისფერი შეფერილობით ღია ყავისფერამდე, მრგვალი ორმხრვიამობურცული, ყავისფერი ჩანართებით.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი: კაგოცელი — სისტემური მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება.

ათქ კოდი: [J05AX]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
კაგოცელის® ძირითად მექანიზმს წარმოადგენს ინტერფერონის პროდუქციის ინდუცირების უნარი. კაგოცელი® იწვევს ადამიანის ორგანიზმში ეგრედ წოდებული გვიანი ინტერფერონის წარმოქმნას, რომელიც წარმოადგენს - და -ინტერფერონების ნარევს, რომლებსაც გააჩნია მაღალი ანტივირუსული აქტივობა. კაგოცელი® იწვევს ინტერფერონის პროდუქციას პრაქტიკულად უჯრედების ყველა პოპულაციაში, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის ანტივირუსულ პასუხში: თ- და B- ლიმფოციტებში, მაკროფაგებში, გრანულოციტებში, ფიბრობლასტებში, ენდოთელიურ უჯრედებში. პრეპარატ კაგოცელის® ერთი დოზის შიგნით მიღებისას ინტერფერონის ტიტრი სისხლის შრატში აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობებს 48 საათის შემდეგ. ორგანიზმის ინტერფერონული პასუხი კაგოცელის® შეყვანაზე ხასიათდება სისხლის ნაკადში ინტერფერონის ხანგრძლივი (4-5 დღემდე) ცირკულაციით. ნაწლავებში ინტერფერონის დაგროვების დინამიკა კაგოცელის® შიგნით მიღებისას არ ემთხვევა მოცირკულირე ინტერფერონის ტიტრების დინამიკას. სისხლის შრატში ინტერფერონის პროდუქცია აღწევს მაღალ მნიშვნელობებს კაგოცელის® მიღებიდან მხოლოდ 48 საათის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ნაწლავში ინტერფერონის პროდუქციის მაქსიმუმი აღინიშნება უკვე 4 საათის შემდეგ.

პრეპარატი კაგოცელი®, თერაპიულ დოზებში დანიშვნისას, არ არის ტოქსიკური, არ გროვდება ორგანიზმში. პრეპარატს არ გააჩნია მუტაგენური და ტერატოგენური თვისებები, არ არის კანცეროგენული და არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

ყველაზე მაღალი ეფექტურობა პრეპარატ კაგოცელით® მკურნალობისას მიიღწევა მისი დანიშვნისას არაუგვიანეს მე-4 დღისა მწვავე ინფექციის დაწყებიდან. პროფილაქტიკური მიზნებით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ვადებში, მათ შორის უშუალოდ ინფექციის გამომწვევთან კონტაქტის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა

ორგანიზმში შეყვანიდან 24 საათის შემდეგ კაგოცელი® გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლები ხარისხით ფილტვებში, თიმუსში, ელენთაში, თირკმელებში, ლიმფოკვანძებში. დაბალი კონცენტრაცია აღინიშნება ცხიმოვან ქსოვილში, გულში, კუნთებში, სათესლეებში, ტვინში, სისხლის პლაზმაში. თავის ტვინში კაგოცელის® დაბალი შემცველობა აიხსნება პრეპარატის მაღალი მოლეკულური მასით, რომელიც აძნელებს მის შეღწევას ჰემატოენცეფალურ ბარიერში. სისხლის პლაზმაში პრეპარატი იმყოფება ძირითადად შეკავშირებული სახით.

კაგოცელის® ყოველდღიური მრავალჯერადი შეყვანისას განაწილების მოცულობა მერყეობს ფართო საზღვრებში ყველა გამოკვლეულ ორგანოში. განსაკუთრებით გამოხატულია პრეპარატის დაგროვება ელენთაში და ლიმფურ კვანძებში. შიგნით მიღებისას საერთო სისხლის ნაკადში ხვდება პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 20%. შეწოვილი პრეპარატი ცირკულირებს სისხლში, ძირითადად, მაკრომოლეკულებთან შეკავშირებული ფორმით: ლიპიდებთან - 47%, ცილებთან - 37%.

პრეპარატის შეუკავშირებელი ნაწილი შეადგენს დაახლოებით 16%-ს.

გამოყოფა: ორგანიზმიდან პრეპარატი გამოიყოფა, ძირითადად, ნაწლავებით: შეყვანიდან 7 დღის შემდეგ გამოიყოფა შეყვანილი დოზის 88%, მათ შორის 90% - ნაწლავებით და 10% - თირკმელებით. ამოსუნთქულ ჰაერში პრეპარატი არ არის აღმოჩენილი.

გამოყენების ჩვენება
პრეპარატ კაგოცელს® იყენებენ მოზრდილებში და 3 წლიდან ასაკის ბავშვებში პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალების სახით გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს, ასევე როგორც სამკურნალო საშუალებას მოზრდილებში ჰერპესის დროს.

უკუჩვენებები
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- 3 წლამდე ასაკი;

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ლაქტაზას დეფიციტი, ლაქტაზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
აუცილებელი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება
შიგნით, საკვების მიღების მიუხედავად.

გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში პირველი ორი დღე ნიშნავენ - 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორ დღეს - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 18 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა მოზრდილებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - 2-2 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

მოზრდილებში ჰერპესის სამკურნალოდ ნიშნავენ 2-2 ტაბლეტს 3 ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. სულ კურსზე - 30 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 5 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი 2 დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 1 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 6 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისათვის 6 წლიდან ასაკის ბავშვებში ნიშნავენ პირველი 2 დღე - თითო ტაბლეტს 3 ჯერ დღეში, მომდევნო ორი დღე - თითო ტაბლეტს 2 ჯერ დღეში. სულ კურსზე - 10 ტაბლეტი, კურსის ხანგრძლივობა - 4 დღე.

გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა 3 წლიდან ასაკის ბავშვებში ტარდება 7-დღიანი ციკლებით: ორი დღე - თითო ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, 5 დღე შესვენება, შემდეგ ციკლი მეორდება. პროფილაქტიკური კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე.

თუ მკურნალობის შემდეგ არ ხდება გაუმჯობესება ან სიმპტომები მწვავდება, ან აღინიშნება ახალი სიმპტომები, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ იმ ჩვენებების, გამოყენების იმ წესის მიხედვით და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება, ან თუ თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

ჭარბი დოზირება
შემთხვევითი ჭარბი დოზირების დროს რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება, გულისრევის გამოწვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
პრეპარატი კაგოცელი® კარგად ეხამება სხვა ანტივირუსულ პრეპარატებს, იმუნომოდულატორებს და ანტიბიოტიკებს (ადიტიური ეფექტი).

განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო ეფექტის მისაღწევად პრეპარატის მიღება უნდა იქნას დაწყებული დაავადების დაწყებიდან არაუგვიანეს მეოთხე დღისა.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე არ არის შესწავლილი.

გამოშვების ფორმა
12 მგ ტაბლეტები.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ/პვდქ (პოლივინილქლორიდის/პოლივინილიდენქლორიდის - PVC/PVDC) აპკისა და ალუმინის ფოლგისაგან თერმოშედუღებული საფარით.

1, 2 ან 3 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.