მედიკო

ზანიდიპ-რეკორდატი 10მგ 28ტაბლეტი

10მგ

ჩვენება: მაღალი წნევის, ეგრეთწოდებული არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28ც.
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი . . . . . 10 მგ
ექვივალენტურია 9.4 მგ ლერკანიდიპინის
ექვივალენტურია 18.8 მგ ლერკანიდიპინის
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტერეატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის ორჟანგი (E171), მაკროგოლი 6000, რკინის ოქსიდი (E171).

ჩვენებები
ზანიდიპი ინიშნება მაღალი წნევის, ეგრეთწოდებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს. მიიღება 18 წელზე ზემოთ ასაკის პაციენტებში. არ არის რეკომენდებული 18 წელზე ქვემოთ.

მიღების წესები და დოზები
მიიღეთ ზანიპიდი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ მიიღება ზანიდიპის 10 მგ 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს, სასურველია დილით საუზმემდე 15 წუთით ადრე, რადგან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ზრდის მედიკამენტის დონეს სისხლში. საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს.
რეკომენდირებულია ტაბლეტის წყალთან ერთად მთლიანად მიღება.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია დაფიქსირდეს გვერდითი ეფექტები. კერძოდ: სახის უეცარი წამოწითლება, წვივის ფეხების შეშუპება, პალპიტაცია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე. შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: კუჭისწვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, შარდის მოცულობის გაზრდა და შარდვის სიხშირის გაზრდა, გამონაყარი, დაღლილობა, უძილობა, კუნთების ტკივილი. ასევე იშვიათად შესაძლებელია აღნიშნიშნოს სისხლის წნევის დაქვეითება (იგრძნობთ თავბრუსხვევას).
შესაძლებელია დაფიქსირდეს ღვიძლის ენზიმების იზოლირებული და რევერსიული ზრდა.
დიჰიდროპირინის ჯგუფის სხვა მედიკამენტების გამოყენებისას იშვიათად ფიქსირდება ღრძილის გასქელება. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია შესაძლებელია დაფიქსირდეს სტენოკარდიის ხარისხის და სიმწვავის მომატება. თუ აღგენიშნებათ ზემოთ მოცემული პრობლემები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები მიაწოდეთ ექიმს ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტების შესახებ რომელთაც ღებულობდით მკურნალობის დროს, თუნდაც იშვიათად.

უკუჩვენება
არ მიიღოთ ზანიდიპი:
- თუ გაქვთ ალერგია ლერკანიდიპინის მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგია ზანიდიპის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ;
- თუ გაქვთ ალერგიული რეაქციები ზანიდიპის ტაბლეტების მსგავსი მედიკამენტების (როგორიც არის ამლოპიდინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი) მიმართ;
- ორსულობის ან ლაქტაციის დროს ან თუ გეგმავთ დაორსულებას და არ იყენებთ დამცავ საშუალებებს;
- თუ ღებულობთ ზანიდიპს და ფიქრობთ რომ ორსულად ხართ მიმართეთ თქვენს ექიმს;
- თუ გაწუხებთ გარკვეული გულის დაავადებები: გულის არაკონტროლირებადი უკმარისობა;
ობსტრუქცია გულისა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს შორის; არასტაბილური სტენოკარდია (ფარული ან პროგრესულად ზრდადი სტენოკარდია); გულის შეტევიდან ერთი თვის მანძილზე;
- თუ გაწუხებთ თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

განსაკუთრებული მითითებები
მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოგაჩნდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:
- გულის გარკვეული მდგომარეობა ან გულის რითმის დარღვევა;
- თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები ან იტარებთ დიალიზს.
თუ გაქვთ შეუთავსებლობა ლაქტოზასთან, გალაქტოზასთან, გალაქტოზემია ან გლუკოზა/გალაქტოზა მალაბსორბციის სინდრომი, რადგან ზანიდიპინის 20 მგ ტაბლეტები შეიცავს 30 მგ ლაქტოზას.

ჭარბი დოზირება
თუ მიიღებთ გადაჭარბებულ დოზას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა და აჩქარება, ასევე გონების დაკარგვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ ღებულობთ ზანიდიპს სხვა მედიკამენტებთან ერთად, ზანიდიპის ტაბლეტების ან სხვა მედიკამენტების ეფექტი შესაძლებელია გაიზარდოს. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ:
- CYP3A4 იზოენზიმების ინჰიბიტორ მედიკამენტებს (რომლრბიც ზრდიან ლერკანიდიპინის აბსორბციას);
- სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს (როგორიც არის კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი);
- მაკროლიდის ჯგუფის ანტიბიოტიკებს (როგორიც არის ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი) ანტივირუსული მედიკამენტები (როგორიც არის რიტონავირი);
- ბეტა-ბლოკატორებს, დიურეზულ საშუალებებს ან ანგიონტენზინკონვერტაზას ინჰიბიტორებს (გამოიყენება მაღალი წნევის დროს), თუმცა შესაძლებელია უსაფრთხოდ მიიღოთ ზანიდიპინთან ერთად;
- ციმეტიდინს (800 მგ, წყლულის, დისპეფსიის ან გულძმარვის სამკურნალოდ);
- დიგოქსინს (გულის პრობლემების დროს);
- მიდაზოლამს (უძილობის დროს);
- რიფამპიცინს (ტუბერკულიოზის დროს);
- ასტემიზოლს;
- ტერფენადინს (ალერგიის დროს);
- ამოიდარონს ან ქინიდინს (ტაქიკარდიის დროს);
- ფენიტოინს ან კაბამაზეპინს (ეპილეფსიის დროს);
- მედიკამენტებს, რომელიც ამცირებს ორგანიზმის რეზისტენტობას დაავადების მიმართ, მაგალითად როგორიც არის ციკლოსპორინები;
- გრეიფრუტთან და გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ზანიდიპით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ზანიდიპის ტაბლეტების ეფექტი, ამიტომ უნდა შეწყვიტოთ ან შეზღუდოთ ალკოჰოლის მიღება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.