ტრიბუქსი ფორტე 30 ტაბლეტი
30 ტაბლეტი
ჩვენებები: - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავის სპასტიური მდგომარეობები.

შემადგენლობა

1 ტაბ.
ტრიმებუტინის მალეატი. . . . . . . . . 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრიმებუთინი ზემოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ მუსკულატურაზე, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჩვენებები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავის სპასტიური მდგომარეობები.

მიღების წესები და დოზები
ტრიბუქს ფორტე ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მოზრდილები
ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღეში (300 მგ დღეში) ჭამამდე. გამონაკლის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა დღეში 600 მგ-მდე. ასეთ შემთხვევაში მიიღება 1 ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ტრიმებუტინის გამოყენება შესაძლებელია 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული
სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან: სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამამდე, ჭიქა წყლის დაყოლებით.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს დაუღეჭავად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტე გამოიყენება ხანმოკლე პერიოდით. პრეპარატის მიღების დროს განსაზღვრავს ექიმი.
ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ჭარბი დოზით: რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებელი მიმართვა.
ტრიბუქს ფორტეს დოზის გამოტოვებისას: გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ ხდება ორმაგი დოზის მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
ტრიბუქს ფორტეს მიღების შეწყვეტა: პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ტრიბუქს ფორტეს გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
ხშირი: (ვლინდება 100-დან 1-10 ადამიანში): ძილიანობა, სისუსტე; დაღლა; თავბრუსხვევა; სიცხის ან სიცივის შეგრძნება; თავის ტკივილი;
აპათია; პირის სიმშრალე; გემოს აღქმის უნარის მოშლა; დიარეა; საჭმლის მონელების დარღვევა; ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; პირის ღრუს დაბუჟება; გულისრევა; ღებინება; ყაბზობა; წყურვილი.
არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 ადამიანში): გამონაყარი.
იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 ადამიანში): არარეგულარული გულისძგერა; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლისმიერი ენზიმების A1AT და AspAT დონის ზრდა სისხლში.
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით): შფოთვა; სმენის დაქვეითება; ჰეპატიტი; ცვლილებები კანის მხრიდან (ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა); შარდის შეკავება; მენსტრუალური ციკლის დარღვევა; მკერდის მტკივნეული ზრდა ქალებში; მკერდის ზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია); მკერდის ტკივილი.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტრიმებუთინის ან სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვთა ასაკში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ორსულობის დროს ტრიმებუთინის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის მოწოდებული საკმარისი მონაცემები. შესაბამისად, ტრიბუქს ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მესამე თვის ბოლომდე. პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის მეოთხე თვიდან, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია: ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიბუქს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტი ინფორმირებულია ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შესახებ, პრეპარატის მიღებამდე
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე: ტრიბუქს ფორტე, რეკომენდებული დოზირებით, არ ავლენს რაიმე ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე, ასევე არ ამცირებს ფსიქოფიზიკურ აქტივობას.

ჭარბი დოზირება
რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებელი მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ მითითებულ სამკურნალო საშუალებებს:
- ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი);
- დ-ტუბოკურარინი (სპაზმოლიტიკი, გამოიყენება ზოგადი გაუტკივარების დროს);
- ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს);
- პროკაინამიდი (გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევის დროს);
- კალციუმის არხების ანტაგონისტები (გამოიყენება ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს);
- კაპტოპრილი (გამოიყენება ჰიპერტონიის დროს);
- რეზერპინი (გამოიყენება ჰიპერტონიის დროს);
- მიდაზოლამი (გამოიყენება ძილის დარღვევის დროს).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.