მედიკო

როლინოზი - Rolinoz 10მგ 10 ტაბლეტი

10მგ

ჩვენება:სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება,ქავილით მიმდინარე დერმატოზები.

სამკურნალწამლო ფორმა:
წვეთები შიგნით მისაღებად. აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ-ის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი 85%, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის აცეტატ ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატები. პიპერაზინის წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
როლინოზი _ პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების სელექციური ბლოკატორი, ჰიდროქსიზინის მეტაბოლიტი. ახდენს ანტიჰისტამინურ, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას. ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება.
მოქმედებს ალერგიული რეაქციის ადრეულ სტადიაზე, ასევე ამცირებს ანთების მედიატორების მიგრაციას და თრგუნავს მედიატორების გამოთავისუფლებას, რომლებიც მონაწილეობენ ალერგიული რეაქციის მოგვიანებითი ფაზის განვითარებაში. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის  შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. ახდენს კანისმხრივი რეაქციის
კუპირებას ჰისტამინის და სპეციფიური ალერგენების შეყვანაზე, აგრეთვე სიცივეზე (სიცივით პროვოცირებული ჭინჭრის ციების დროს). ამცირებს ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოკონსტრიქციას მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის დროს.
რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას პრაქტიკულად არ გააჩნია სედაციური ეფექტი და პრაქტიკულად არ ახდენს ანტისეროტონინულ და ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აბსორბცია-70 %. პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 7-10 საათს.
მინიმალურად მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად თირკმლის საშუალებით.
გამოყენების ჩვენებები
სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი; პოლინოზი (თივის ცხელება);  ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით); ქავილით მიმდინარე დერმატოზები (მათ შორის, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი); ალერგიული კონიუნქტივიტი; ქრონიკული ეკზემა;
ბრონქული ასთმა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; ანგიონევროზული (ქვინკეს) შეშუპება.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების ან ჰიდროქსიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
6 თვემდე ასაკი;
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და ახასიათებს გარდამავალი ხასიათი.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.
ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი.
დოზირება და გამოყენების წესი
როლინოზი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2,5მგ. (5 წვეთი) ერთხელ დღეში.
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში  პრეპარატი ინიშნება 5მგ. (10 წვეთი) ერთხელ დღეში ან 2,5მგ. (5 წვეთი) 2-ჯერ დღეში.
6 წლიდან  პრეპარატი ინიშნება დოზით 10მგ. (20 წვეთი) ერთხელ დღეში ან 5მგ. (10წვეთი) 2-ჯერ დღეში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში) არ არის საჭირო როლინოზის დოზის შემცირება.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამო  აქტივირებული ნახშირის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში _ სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეული დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შესწავლისას როლინოზის მრავალჯერადი, ერთდროული გამოყენებისას ფსევდოეფედრინთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზიტრომიცინთან, ციმეტიდინთან, დიაზეპამთან არ გამოვლენილა ცეტირიზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის პლაზმაში.
არ არსებობს მონაცემები ცეტირიზინის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, სპირტიანი სასმელების მიღება ცეტირიზინით მკურნალობის დროს სასურველი არაა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა), ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
როლინოზის მიღება ორსულობის დროს უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით (B კატეგორია). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
როლინოზის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებების მიმართ,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
წვეთები შიგნით მიღებისთვის მუქი ფერის ფლაკონში 20მლ. ფლაკონი აღჭურვილია საწვეთურით და ბავშვებისგან დამცავი სისტემის მქონე თავსახურით.
1 ფალაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.