კარსილი ფორტე - Carsil Forte 90მგ 30 კაფსულა
90მგ

კარსილი ფორტე გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას.

კარსილი ® ფორტე 90 მგ მყარი კაფსულები

CARSIL® FORTE 90 mg hard capsules

სილიმარინი (sylimarin)

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ.

- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს კარსილი ფორტე და რისთვის გამოიყენება

2. კარსილი ფორტეს მიღების დაწყებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ კარსილი ფორტე

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი ფორტე

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს კარსილი ფორტე და რისთვის გამოიყენება

კარსილი ფორტე – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სილიმარინს, რომელიც მიიღება ბაყაყურას ნაყოფისგან ექსტრაქციის გზით. სილიმარინი ააქტიურებს ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ახდენს მათი უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, აკავშირებს თავისუფალ რადიკალებს (ანტიოქსიდანტური მოქმედება). მისი ძირითადი მოქმედება მდგომარეობს ღვიძლის უჯრედების დაცვაში სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, როგორიცაა ალკოჰოლი, სამკურნალო პრეპარატები, ვირუსული ინფექციები, ინდუსტრიული დაბინძურება. ღვიძლის უჯრედების დაზიანებისას სილიმარინი ხელს უწყობს მათ სწრაფ აღდგენას.

კარსილი ფორტე გამოიყენება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებისას, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაციისას; ღვიძლის ციროზის კომპლექსურ მკურნალობაში, ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენებისას, ქრონიკული ინტოქსიკაციისას (მათ შორის, პროფესიული).

იხილეთ ბლოგი: კარსილი – ჯანმრთელი ღვიძლის გარანტი

2. კარსილი ფორტეს გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ კარსილი ფორტე

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, ან კარსილი ფორტეს ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე კარსილი ფორტეს გამოყენებისას

- თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონალური დარღვევები (როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეების ან სარძევე ჯირკვლების სიმსივნური წარმონაქმნები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები) თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან მანამდე, სანამ დაიწყებთ მკურნალობას კარსილი ფორტე მყარი კაფსულებით.

- კარსილი ფორტეს მყარი კაფსულებით მკურნალობა არ ცვლის დიეტას, ან ალკოჰოლის გამოყენებისგან თავის შეკავებას ღვიძლის დაზიანებისას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმათი ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

კარსილი ფორტემ შესაძლოა შეასუსტოს პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების და იმ სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიისას.

ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გააძლიეროს დიაზეპამის, ალპრაზოლამის, კეტოკონაზოლის, ლოვასტატინის, ატორვასტატინის, ვინბლასტინის მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში კარსილი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და თუ სარგებელი დედისთვის აღემატება პრეპარატის გამოყენების რისკს ნაყოფისათვის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კარსილი ფორტე არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარსილი ფორტეს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

- სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. არ წარმოადგენს რისკს ადამიანებისათვის ცელიაკიით. პაციენტებმა ხორბალზე ალერგიით (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

- კარსილი ფორტეს შემადგენლობაში შედის ლაქტოზას მონოჰიდრატი. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

3. როგორ უნდა მიიღოთ კარსილი ფორტე

ყოველთვის მიიღეთ კარსილი ფორტე ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კარსილი ფორტეს მყარ კაფსულებს იღებენ შიგნით, საკმაო რაოდენობის წყლის დაყოლებით. ზრდასრულები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა მძიმე შემთხვევებში – 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში. მსუბუქი შემთხვევებისას და შემანარჩუნებელი დოზის სახით _ 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.

ქრონიკული ინტოქსიკაციის პროფილაქტიკისათვის – 1-2 კაფსულა დღეში.

12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები:

სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის, ამიტომ რეკომენდებული არ არის გამოყენება 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

არ არის მონაცემები სამკურნალო საშუალების მოქმედების შესახებ პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და ხანდაზმულ პირებში.

თუ თქვენი ჩივილები გრძელდება, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

თუ თქვენ მიიღეთ კარსილი ფორტეს საჭიროზე მეტი დოზა

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.

თუ თქვენ გამოტოვეთ კარსილი ფორტეს მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, კარსილი ფორტეს მყარმა კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

კარსილი ფორტე მყარი კაფსულები კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად (ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და გამონაყარი, ან ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია სუნთქვის გაძნელებით და თავბრუსხვევით). იშვიათად (ვლინდება 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში) შეიძლება აღინიშნოს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დიარეის და გულისრევის განვითარება, ღებინება, დისპეფსიური დარღვევები გაზების წარმოქმნით, მადის დაქვეითება.

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. როგორ უნდა შეინახოთ კარსილი ფორტე

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ კარსილი ფორტე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალება არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ თქვენს მიერ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების უტილიზაცია. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს კარსილი ფორტე

აქტიური ნივთიერება:

ბაყაყურას ნაყოფის (Silybi mariani fructus extractum siccum) მშრალი ექსტრაქტი (35-50:1) – 163,6-225,0 მგ, ეკვივალენტურია 90 მგ სილიმარინის, სილიბინინის ფორმით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, პოლისორბატი 80; კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო; მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი (Е171), რკინის შავი ოქსიდი (Е172), რკინის წითელი ოქსიდი (Е172), რკინის ყვითელი ოქსიდი(Е172).

როგორ გამოიყურება კარსილი ფორტე და რას შეიცავს შეფუთვა

მყარი ცილინდრისებრი ჟელატინის კაფსულა #0 ღია-ყავისფერი ფერის.

6 (ექვსი) მყარი კაფსულა პვქ გარსის /ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 5 (ხუთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა

5 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.