მედიკო

ჰექსასპრეი 2.5% 30გ სპრეი

30გ

ჩვენება:გამოიყენება პირის ღრუს, ხახის, ხორხის ინფექციურ  ანთებითი დაავადებების დროს.

რა არის ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში და რა შემთხვევებში გამოიყენება?

ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალება.

ეს მედიკამენტი მითითებულია ნაკლებად ინტენსიური და უსიცხო ყელის ტკივილების დამატებითი ადგილობრივი მკურნალობისთვის.

რა ინფორმაციას უნდა გაეცნოთ ჰექსასპრეის, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში, მიღებამდე?

არასდროს მიიღოთ ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში, შემდეგ შემთხვევებში:
გამოსავლები სითხის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

ჰერმეტულად დახურული გამოსავლები სითხეები უკუნაჩვენებია ჩვილებში (ლარინგოსპაზმის რისკი).

დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ჰექსასპრეის, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში, მიმართ:

სპეციალური გაფრთხილებები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ხანგრძლივი გამოყენება (5 დღეზე მეტი) რეკომენდირებული არ არის, რადგან შესაძლებელია შეცვალოს ყელის ბუნებრივი მიკრობული ბალანსი. უნდა ერიდოთ ანტისეპტიკური საშუალებების ერთდროულად ან თანმიმდევრულად გამოყენებას, შესაძლო ურთიერთმოქმედებიდან (ანტაგონიზმი, ინაქტივაცია) გამომდინარე.

გამოყენების ზომები

სიცხის, ჩირქოვანი ნახველის, საკვების გადაყლაპვის გართულების შემთხვეაში, ისევე როგორც 5 დღის შემდეგ მდგომარეობის გამწვავების ან არ გაუმჯობესების შემთხვევებში: კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სხვა მედიკამენტების მიღება ან გამოყენება:

ეს მედიკამენტი შეიცავს ბიკლოტიმოლს. სხვა მედიკამენტებიც შეიცავს ბიკლოტიმოლს, ამიტომ არ შეიძლება მათი კომბინირება, რათა არ მოხდეს რეკომენდირებული მაქსიმალური დოზების გადაჭარბება (იხილეთ დოზები, გამოყენების წესი).

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ეს მედიკამენტი არ მიიღოთ ვიდრე რჩევას არ ჰკითხვათ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის მიზნით, სასურველია  ბიკლოტიმოლი არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:

მეთილის პარაჰიდროქსინბენზოატი (E218)

როგორ უნდა მიიღოთ ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში?

დოზა: გათვალისწინებულია ზრდასრულებისა და 30 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის

2 შესხურება, დღეში 3-ჯერ.

მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

გაანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.

შესხურებისთვის საკმარისია ერთი მეოთხედით შემოატრიალოთ თავსახურის ღერო, შესხურებისას ფლაკონი დაიკავეთ  ვერტიკალურ მდგომარეობაში.

1. დაატრიალეთ
2. დააჭირეთ

მკურნალობის ხანგრძლივობა:

მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

რომლებია სავარაუდო გვერდითი მოვლენები?

როგორც ყველა მედიკამენტს, ჰექსასპრეისაც, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში, შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ყველა პირს არ ეხება:

- შესაძლებელია ალერგიული რექაციები: ტუჩების შეშუპება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ერითემა, კვინკეს დაავადება.

- მეთილის პარაჰიდროქსინბენზოატის (E218) და სოიოს ლეციტინის არსებობა შესაძლებელია გახდეს ალერგიული რეაქციების გამომწვევი.

გვერდითი მოვლენების განცხადება:

თუ გრძნობთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში მითითებული არ არის. გვერდითი მოვლენების მითითებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

როგორ უნდა შეინახოთ ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში, ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ დატოვოთ სითბოში.

არ შეიძლება მედიკამენტების გადაგდება კანალიზაციის მილებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

ფარმაცევტს ჰკითხეთ როგორ უნდა მოიქცეთ  გამოუყენებელი მედიკამენტების შემთხვევაში. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში?

აქტიური ნივთიერება

ბიკლოტიმოლი -750 მგ 30 გრამზე
სხვა კომპონენტები

ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ანისის აღდგენილი ეთერზეთი, ამონიუმის გლიცირჰიზინატი, ნატრიუმის საქარინი, დისპერსიული ცელულოზა, სოიოს ლეციტინი, გლიცერინი, 96%-იანი ეთანოლი, გამოხდილი წყალი, აზოტი.

რა არის ჰექსასპრეი, გამოსავლები სითხე ჰერმეტულ ფლაკონში და გარე შეფუთვის შინაარსი?

პრეპარატი წარმოდგენლია გამოსავლები სითხის სახით. 30 გრამიანი ჰერმეტული ფლაკონი.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.