ალერტეკი - Allertek 10მგ 20 ტაბლეტი
10მგ

ჩვენება: სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

ალერტეკი

(CETIRIZINE)

შემადგენლობა

ალერტეკის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 10 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსი ფხვნილი Opadry white..

მოქმედების მექანიზმი

ალერტეკი - ანტიჰისტამინური პრეპარატია, ახასიათებს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. H1-ჰისტამინორეცეპტორების სელექციური ანტაგონისტი (ბლოკატორი) არ ახდენს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ გავლენას. თერაპიული დოზით პრაქტიკულად არ იწვევს სედატიურ ეფექტსა და ძილიანობას.

პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის `ადრეულ~ - ჰისტამინდამოკიდებულ სტადიასა და `გვიან” - უჯრედულ სტადიაზე; ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციასა და ადჰეზიის მოლეკულების(ICAM-1 da VCAM-1) ექსპრესიას, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთებითი რეაქციის მარკერებს. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორებსა და ინდუქტორებს, როგორიცაა PAF (თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორი) და P სუბსტანცია. ამცირებს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის ჰისტამინ-ინდუცირებულ ბრონქოობსტუქციას, ახასიათებს კანის რეაქციის მიმართ მაღალი მაინჰიბირებელი მოქმედება, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ფარმაკოკინეტიკა

სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, H1-რეცეპტორების ბლოკადის ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა ახანგრძლივებს მას. თერაპიული კურსის ფონზე არ ვითარდება ტოლერანტობა. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ალერტეკის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 10 სთ-ს, 6-12 წლამდე ბავშვებში - 6 სთ-ს, ხოლო 2-6 წლამდე ბავშვებში - 5 სთ-ს.

იხილეთ ბლოგი: ალერტეკი - პრეპარატი სეზონურ და ქრონიკულ ალერგიასთან საბრძოლველად

ჩვენება

- სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;

- ალერგიული კონიუნქტივიტი;

- ქავილით მიმდინარე დერმატოზები;

- ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით), კვინკეს შეშუპება.

უკუჩვენება

პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ცეტირიზინისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

უსაფრთხოების ზომები

ალერტეკი რეკომენდებული დოზით არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

არ ახდენს გავლენას ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე, მისი მიღება დასაშვებია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულების დროს (დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილე).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია.

მკურნალობის დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბება

ერთჯერადად ცეტირიზინის 50 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას გამოვლენილია: ძილიანობა, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, მიდრიაზი, ტაქიკარდია.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ალერტეკის მოქმედი ნივთიერება - ცეტირიზინი, გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინაცია ელექტროკარდიოგრამაზე არ ავლენს ცვლილებებს.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი (10 მგ) - დილას;

6-12 წლამდე ბავშვებში – 1 ტაბლეტი (10 მგ) ერთჯერადად დილას ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 2-6 წლამდე ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი (5 მგ) ერთ მიღებაზე დილას ან 1/4 ტაბლეტი (2.5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს);

თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის განახევრება.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, იშვიათად - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია;

ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხვევაში - აგზნებადობა;

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება.

გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვს ტრანზიტორული ხასიათი.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 4 წელი.

ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ; 10 ტაბლეტი ან 20 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.