მედიკო

აისოლი - Ayesole 20.82 გრამიანი 20 პაკეტი

20.82 გრ

ჩვენება: წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით.

აისოლი-ავერსი

(AYESOLE-AVERSI)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, დექსტროზა;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრიდან მოთეთრო ფერამდე კრისტალური ფხვნილი დამახასიათებელი ფორთოხლის არომატით.

შემადგენლობა:

1 (20.8 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 2.6 გ; კალიუმის ქლორიდს – 1.5 გ; ნატრიუმის ციტრატს – 2.9 გ; უწყლო გლუკოზას – 13.5 გ.

დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

1 (4.16 გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს – 0.52 გ; კალიუმის ქლორიდს – 0.3 გ; ნატრიუმის ციტრატს – 0.58 გ; უწყლო გლუკოზას – 2.7 გ.

დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:

პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი პაკეტებში, 20.8 გ და 4.16 გ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პერორალურად მისაღები რეჰიდრატაციული საშუალება. ათქ-კოდი:  A07CA.

იხილეთ ბლოგი: აისოლი — პრეპარატი ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აისოლი-ავერსი წარმოადგენს ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორეგირებელ საშუალებას.

პრეპარატი აძლიერებს წყლისა და ელექტროლიტების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც ხელს უშლის დიარეით გამოწვეულ გაუწყლოების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

აისოლი-ავერსი-ს შემადგენლობაში შემავალი წყლის, ელექტროლიტების და გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შეესაბამება აღნიშნული ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკას ორგანიზმში.

ჩვენება:

• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
• წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის პროფილაქტიკა ინტენსიური ოფლდენისას ფიზიკური დატვირთვისა და თერმული დაზიანების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

აისოლი-ავერსი მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

აისოლი-ავერსი 20.8 გ 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 1 ლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში (200 მლ = 1 ჩ.ჭ); აისოლი-ავერსი 4.16 გ 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება 200 მლ  გადადუღებულ და გაცივებულ წყალში.

წლამდე ასაკის ბავშვებში აისოლი-ავერსით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 საათის განმავლობაში მიიღება 1-დან 5 ჩ.ჭ-მდე მომზადებული ხსნარი; ხოლო შემდგომ ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ მიიღება 0.5 ჩ.ჭ მომზადებული ხსნარი.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი 3 საათის განმავლობაში მიიღება 3 ჩ.ჭ მომზადებული ხსნარი, ხოლო ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ – 1 ჩ.ჭ.

5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი 3 საათის განმავლობაში მიიღება 6 ჩ.ჭ მომზადებული ხსნარი, ხოლო ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ –  1.5 ჩ.ჭ.

მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში პირველი 3 საათის განმავლობაში მიიღება 12 ჩ.ჭ მომზადებული ხსნარი, ხოლო ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ – 2 ჩ. ჭ.

ხსნარი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ სუფთა კოვზით ან ჭიქით. ბოთლით ხსნარის მიცემა დაუშვებელია. მცირე ასაკის ბავშვებში ხსნარის პირში ჩასაწვეთებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პიპეტი.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2 წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10 წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი სიხშირით (1 ჩაის კოვზი ყოველ 2 წთ-ში).

ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკისათვის, პრეპარატი მიიღება ულუფებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ არის გამოვლენილი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• მძიმე ხარისხის გაუწყლოება, რომელიც მოითხოვს პარენტერალურ ინფუზიურ თერაპიას;
• ნაწლავთა ობსტრუქცია (გაუვალობა);
• თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ანურია ან ხანგრძლივი ოლიგურია;
• მძიმე და შეუპოვარი დიარეა და ღებინება;
• ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი;
• ჰიპერკალიემია;
• მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება;
• უგონო მდგომარეობა.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

აისოლი-ავერსის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

ელექტროლიტებით პერორალური თერაპიის დროს ტოქსიკურობა იშვიათად აღინიშნება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს ჰიპერნატრიემია და ჰიპერკალიემია (სიმპტომები: სისუსტე, გონების დაბინდვა, არითმია, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ძილიანობა).

მკურნალობა: დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა. წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია საჭიროა ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექიმის რეკომენდაციით ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია დაინიშნოს პრეპარატი აისოლი-ავერსი.

ორსულობის დროს რეკომენდებული დოზა იგივეა, რაც მოზრდილ პაციენტებში. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს ჩვეულებრივი რეჟიმით.

განსაკუთრებული მითითებები:

მძიმე დეჰიდრატაციის კორექცია ხდება რეჰიდრატაციული საშუალებების ი/ვ შეყვანით, შემდგომ შესაძლოა დაინიშნოს აისოლი-ავერსი. თუ მკურნალობის დროს სიმპტომები გრძელდება 24-48 საათზე მეტად, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

პაციენტებს,  რომელთაც დეჰიდრატაცია განუვითარდათ შაქრიანი დიაბეტის, გასტრო-ენტერიტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე და დაერღვათ მჟავა-ტუტოვანი, ელექტროლიტური ან ნახშირწყლოვანი ბალანსი, აისოლი-ავერსით თერაპიის დროს ესაჭიროებათ მკაცრი მონიტორინგი.

მომზადებული ხსნარის ადუღება და ხსნარში შაქრის ან მარილის დამატება დაუშვებელია. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ რეკომენდებული განზავებით.

რეკომენდებულზე ნაკლებად კონცენტრირებული ხსნარი არ შეიცავს გლუკოზისა და ელექტროლიტების ოპტიმალურ რაოდენობას, ხოლო მეტად კონცენტრირებული ხსნარი შესაძლოა გახდეს ორგანიზმში ელექტროლიტური დისბალანსის მიზეზი.

ღებინების შემთხვევაში პრეპარატი მიიღება ნელა, შემცირებული ულუფებით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

აისოლი-ავერსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:

20.8 გ ფხვნილი პაკეტში, 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

4.16 გ ფხვნილი პაკეტში, 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან  დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი ინახება 2 - 8°C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში!

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.