ვიროგელი - Virogel 0.3% 15გრ
15გრ
გამოიყენება ვირუსული ეთიოლოგიის სურდოს სიმპტომური მკურნალობის დროს.

შემადგენლობა:

1გ ვიროგელი შეიცავს:
წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქცია (Pini aetheroleum) – 3მგ
სილბიოლი (Silbiolum) – 10მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218),
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა
გელი ინტრანაზალური გამოყენებისათვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რინოლოგიური საშულება
ათქ კოდი: RO1A X10

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ნაზალური გამოყენების გელი გამოიყენება ადრეული გრიპის სამკურნალოდ,
ინჰიბირებს რინოვირუსის გამრავლებას ცხვირის ღრუში, ხელს უწყობს ცხვირის
ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას და ამცირებს სეკრეციას
(გამონადენს), ქმნის სიგრილის შეგრძნებას ცხვირში.

ჩვენება

ვირუსული ეთიოლოგიის სურდოს სიმპტომური მკურნალობა, რინოვირუსისგან და
გრიპის ვირუსისგან სასუნთქი გზების პროფილაქტიკური დაცვა მოზრდილებში და
ბავშვებში 3 წლიდან.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა გელის აქტიური ნივთიერების, ან სხვა რომელიმე
კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას
არ დაუშვათ გელის თვალში მოხვედრა, გელის თვალში მოხვედრის შემთხვევაში
სასწრაფოდ ამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. 3 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედებები
მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შედეგად გამოწვეული
არასასურველი მოქმედების შესახებ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.

გამოყენების წესი და დოზირება

გელის მცირე რაოდენობა წაისმევა თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე
და ცხვირიდან მკვეთრი ჩასუნთქვის გზით, შეიღწევა გელი უფრო ღრმად ცხვირის
ღრუში.
პროფილაქტიკის მიზნით გელი წაისმევა ყოველ 4 საათში, დაავადების
შემთხვევაში - ყოველ ერთ საათში პრეპარატი გამოიყენება 1-2 კვირის
განმავლობაში, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება
შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული
რეაქციები პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა
წიწვოვანი ჯიშის ხეების ეთერ ზეთების მიმართ.
ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ან სხვა გვერდითი
მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის
კონსულტაცია, პრეპარატის შემდეგი მიღების თაობაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, შეინახეთ ტემპერატურაზე
არაუმეტეს 250ჩ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
15გ ალუმინის ტუბებს ათავსებენ მუყაოს კოლოფებში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოსაყენებლად მომზაბებისა და განადგურების შესახებ მითითება
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქ. 1, რიგა, ლატვია
ტექსტის ბოლო კორექტირების თარიღი: 2015 წლის სექტემბერი

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.