მასტოდინონი 50მლ.. წვეთები
50მლ
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სიმპტომური მკურნალობის საშუალებების სახით პრემენსტრუალური სინდრომის, ციკლური მასტოდინიას, მასტოპათიისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.

შემადგენლობა:

100 გრამი წვეთი შეიცავს:
Vitex Agnus castus D1 (ადამის ხე ან ხეპილპილა) 20გრ
Caulophyllum thalictroides D4 (კაულოფილუმი) 10გრ
Cyclamen purpurascens D4 (ყოჩივარდა) 10გრ
Iris versicolor D6(ქუჩულა) 10გრ
Strychnos Ignatia D2 (ზამბახი) 20გრ
Lilium tigrinum D3 (შროშანი) 10გრ
ეთანოლის შემცველობა:
53% (მოცულობით)
აღწერილობა:
გამჭვირვალე, მკრთალი ყვითელი ხსნარი, მოტკბო სუნით; თავდაპირველად მოტკბო გემოთი, შემდეგ მკვეთრად მწარდება.
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სიმპტომური მკურნალობის საშუალებების სახით შემდეგი მდგომარეობებისას:
- პრემენსტრუალური სინდრომი (სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ფსიქიური ლაბილობა, ყაბზობა, შეშუპება, თავის ტკივილი/შაკიკი)
- ციკლური მასტოდინია
- მასტოპათია
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა Vitex agnus castus და/ან Caulophyllum thalictroides და/ან Cyclamen purpurascens და/ან Stychnos ignatia და/ან Iris versicolor და/ან Lilium tigrinum-ის ან პრეპარატის ნებისმიერი დამატებითი ინგრედიენტის მიმართ.
გამოყენება და დოზირება:
მიიღება 30 წვეთი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს) გახსნილი მცირეოდენ წყალში ან სხვა სითხეში. მასტოდინონით® მკურნალობის კურსია არანაკლებ 3 თვე უწყვეტად, მენსტრუაციის პერიოდშიც. მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადათ აღინიშნება 6 კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ჩივილების განახლება, მკურნალობა უნდა გაგრძერლდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შეანჯღრიეთ გამოყენების წინ!
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მასტოდინონი:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიიღეთ იგი მაშინ როცა გაგახსენდათ, მაგრამ თუ ეს დრო ემთხვევა შემდეგი დოზის მიღების დროს, მიიღეთ მხოლოდ ერთი დოზა. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება:
თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები:
არსებული მონაცემების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირის შეფასება შეუძლებელია:
- მძიმე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით
- კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე და ჭინჭრის ციება), აკნე
- თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
- გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი)
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
მომატებული მგრძობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ მასტოდინონის® წვეთების მიღება.
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
Vitex Agnus castus-ის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან, დოფამინის ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.
ორსულობა და ლაქტაცია:
მედიკამენტების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები. რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად Vitex Agnus castus-ის ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. მასტოდინონის® პერორალური წვეთების მიღება დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
გახანგრძლივებული, გაურკვეველი და განმეორებადი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ასეთი სიმპტომები შესაძლოა იყოს სერიოზული დაავადების ნიშანი, რომლის დროსაც აუცილებელია სამედიცინო ჩარევა. თუ ხართ ან იყავით დაავადებული ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
თუ იღებთ დოფამინის აგონისტებს ან ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ითვლება, რომ Vitex agnus castus-ის ნაყოფი მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.
ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნის დროს Vitex agnus castus-ის ნაყოფის მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. არ არის საკმარისი ინფორმაცია ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, რის გამოც არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მედიკამენტი შეიცავს 53% ალკოჰოლს (მოცულობით), ანუ 0,39 გრ. ალკოჰოლს 30 წვეთში, რაც შეესაბამება 10 მლ. ლუდს ან 4 მლ. ღვინოს. ალკოჰოლი შესაძლოა საზიანო იყოს ალკოჰოლიზმით დაავადებულთათვის.
ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულ და მეძუძურ ქალებთან, ბავშვებსა და მაღალი რისკის ჯგუფის (პაციენტები ეპილეფსიით და ღვიძლის დაავადებებით) პაციენტებთან.
ცნობილია, რომ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და მოწევა, უარყოფითად მოქმედებს ჰომეოპათიური პრეპარატების ეფექტურობაზე.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე არ არის შესწავლილი.
გამოშვების ფორმა:
პერორალური წვეთები 30მლ, 50მლ, 100მლ-იან მუქი შეფერილობის საწვეთურიან შუშის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC. შენახვის ვადის პერიოდში შესაძლებელია მცირე შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა. ეს არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.
შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გა

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.