მაკმირორი - Macmiror 200მგ. 20 ტაბლეტი
200მგ

ჩვენება: მაკმირორი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას; გააჩნია ანტიპროტოზული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

მაკმირორი
დრაჟე

შემადგენლობა:
ერთი დრაჟე შეიცავს ნიფურატელს 200მგ და დანამატებს: ამიდონი, მაკროგოლ 6000, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, აკაციის ფისი, შაქარი, მაგნიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ceara E

ფარმაცევტული ჯგუფი:
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური.

იხილეთ ბლოგი: მაკმირორი — გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალება

თერაპიული ჩვენებები:
ვულვოვაგინალური ინფექციები გამოწვეული პათოგენური მიკროორგანიზმებით: ბაქტერია, ტრიქომინა, სოკო.
საშარდე გზების ინფექციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნიფურატელის და პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება:
პრეპარატის გამოყენებისას თავი აარიდეთ სქესობრივ კონტაქტს.

ურთიერთქმედება:
მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:
რადგან პრეპარატი შეიცავს შაქარს მისი მიღება არ არის რეკომენდირებული იმ პირების მიერ, რომლებიც არ არიან ტოლერანტულები გალაქტოზას მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პირველ ტრიმესტში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობისას, თუ თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ფეტუსის პოტენციურ რისკს. მკურნალობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა მართვის უნარზე და მექანიზმების გამოყებენაზე:
პროდუქტი არ ახდენს გავლენას პაციენტის მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

დოზირება და მიღება:
ვაგინალური ინფექციები:
მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს ნიფურატელის 200მგ (დრაჟე) 3ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში ორივე პარტნიორისათვის.

საშარდე გზების ინფექციები:
მოზრდილები: რეკომენდირებული დოზა შეადგენს 600-1200 მგ ნიფურატელს (3-6 დრაჟე) 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში არმოცენდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობები და კანზე გამონაყარი.

დოზის გადაჭარბება:
ამ დროისათვის არ არის ცნობები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ 15-200ჩ ტემერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:
2 ბლისტერი, 10 დრაჟე თითოეულზე.

არ უნდა მიეცეს ბავშვს, რომელიც არატოლერანტულია ლაქტოზას მიმართ. ეს არის იშვიათი შემთხვევა.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.