მედიკო

ფურადონინი - Furadonin 0.05გ 10 ტაბლეტი

0.05გ

ჩვენებები: საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება, ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ.

ფურადონინი 0.05გ  ტაბლეტი

მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.

1 ტაბ.

ნიტროფურანტოინი  .........    50 მგ

წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოსტატური მოქმედება (ბაქტერიციდული - მაღალი კონცენტრაციით). მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს: E.coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci და Staphilococcus. ნიტროფურანტონით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები ანტიბიოტიკებთან არ არის დადგენილი.

პრეპარატის  მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E.coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphilococcus aureus, Staphilococcus epidemodis.

საშარდე გზების ინფექციების იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae..

პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Llebsiela pneumoniae, Enterobacter spp.,proteus spp., Providencia spp., Serratia spp.

რეზისტენტულია -Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, acinetobacter.

იხილეთ ბლოგი: ფურადონინი — საშარდე გზების ინფექციების სამკურნალო პრეპარატი

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ადგილი აქვს პრეპარატის სრულ აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ფურადონინის მიკროკრისტალური ფორმა ანელებს მის აბსორბციას, რაც აუმჯობესებს პრეპარატის მიმართ ტოლერანტობას.

პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია თირკმელებით ხელს უშლის უვამინის ჭარბი კონცენტრაციის მიღწევას სისხლში და ქსოვილებში. მიკროკრისტალური ფურადონინის ერთჯერადი დოზის 100 მგ მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცეტრაცია შარდში 50-150 მკგ/მლ აღინიშნება 30 წუთის შემდეგ.

მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25-35 წუთს. უვამინის 50%- უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მცირდება თანდათანობით 8-10 საათის განმავლობაში.

ფურადონინის სრული ექსკრეცია ხორციელდება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში: 17% - ფილტრაციით, ხოლო 83% - მილაკოვანი ექსკრეციის მეშვეობით. პრეპარატის 50% - გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ხოლო 2-3% - განავალით.

პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და ხვდება დედის რძეში.

ანურიის ან თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წუთში ან როდესაც აღინიშნება ტოქსიკური გვერდითი ეფექტები, პრეპარატის კონცენტრაცია შარდში არ შეესაბამება მისი ანტიბაქტერიული მოქმედების კონცენტრაციის დონეს.

ჩვენებები:

საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება;

ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი;

საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ინფექციების დროს

მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

ბავშვებში 12-14 წლამდე - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 4-7 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ინფექციების დროს:

მოზრდილებში ხანგრძლივი თერაპია: 1-2 კაფსულა დღეში.

ბავშვებში - 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა იყოფა 4 მიღებაზე. პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ბავშვებში 3 თვემდე პრეპარატი არ ინიშნება.

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%-ში, როდესაც პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი.

პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება.

ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი.

ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი.

აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები.

აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები ეპითელიური უჯრედების დაზიანებისგამო.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობის I ტრიმესტრი;

* ანურია;

* თირკმელების უკმარისობა - კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წუთში უფრო ნაკლები;

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* ნევრიტები;

* ელექტროლიტური დისბალანსი;

* D ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;

* ჰემოლიზური ანემია;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ახალშობლებში;

* ალკოჰოლიზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- სულფინპირაზოლის გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება ან გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.

- ანტაციდები აძნელებენ უვამინის შეწოვას, რაც ხელს უწყობს მისი ტოქსიკურობის გაზრდას.

- პრობენეციდი ანელებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.