მედიკო

რიპრონატი - Ripronat 500მგ 60 კაფსულა

500მგ

ჩვენებები: - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსური თერაპია,  დაქვეითებული შრომისუნარიანობა, ფიზიკური გადაძაბვა.

რიპრონატი
(RIPRONAT)

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
რიპრონატი, Ripronat

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატის დიჰიდრატი

სამკურნალო ფორმა:
მყარი ჟელატინიზირებული კაფსულები

შემადგენლობა
პრეპარატ რიპრონატის 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
3-(2,2,2-ტრიმეთილჰიდრაზინი) პროპიონატ დიჰიდრატი 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი მოდიფიცირებული, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.

ათქ კოდი:  C01EB

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპოქსანტები და ანტიოქსიდანტები
ანგიოპროტექტორები და მიკროცირკულაციის კორექტორები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიპრონატი წარმოადგენს γ-ბუტირობეტაინის სტრუქტურულ ანალოგს, რომელიც შექცევად კონკურენციას უწევს ადამიანის ორგანიზმის მიერ კარნიტინის ბიოსინთეზის ჯაჭვის უკანასკნელ ფერმენტს - γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას. ასრულებს რა γ-ბუტირობეტაინის ფუნქციას, რომელიც თავისი სტრუქტურით წააგავს აცეტილქოლინს, შეუძლია ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემის დაჩქარება, როგორც წესი ჩქარდება ყველა საპასუხო რეაქცია, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, აღინიშნება მატონიზირებელი ეფექტი – უმჯობესდება მეხსიერება, ჩქარდება აზროვნების პროცესი, ასევე მოძრაობა, იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ, სუსტდება ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობა.
პრეპარატი, აინჰიბირებს რა γ-ბუტირობეტაინჰიდროქსილაზას, ამცირებს კარნიტინის ბიოსინთეზს და გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედის გარსებში, აქვეითებს ცხიმოვანი მჟავების კარნიტინ - დამოკიდებულ დაჟანგვას, ხელს უშლის უჯრედებში დაუჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების – აცილკარნიტინისა და აცეტილკოენზიმ A-ს წარმოებულების დაგროვებას, ხელს უშლის უჯრედის გარსებზე მათ მავნე ზეგავლენას. იშემიის პირობებში აღადგენს წონასწორობას უჯრედისათვის ჟანგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის.
კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად ძლიერდება γ-ბუტირობეტაინის სინთეზი, ხოლო სისხლის პლაზმაში γ-ბუტირობეტაინის კონცენტრაციის მომატება ააქტივებს სისხლძარღვების ენდოთელიუმზე არსებულ აცეტილქოლინურ რეცეპტორებს, რომელიც თავის მხრივ იწვევს ვაზოდილატაციური თვისების მქონე NO-რადიკალის ბიოსინთეზის ინდუქციას.
არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს. გულის უკმარისობის დროს აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში, აბსტინენციის პერიოდში, პრეპარატს შეუძლია მოხსნას სომატური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
პრეპარატი ხელს უწყობს იშემიურ ზონებში, კერძოდ კი თავის ტვინსა და თვალის ბადურაში სისხლის ნაკადის გადანაწილებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 78%-ს. Cmax პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ.
ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას განიცდის ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმლებით. T1/2 _ შეადგენს 3-6 სთ-ს.

ჩვენებები:
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა) კომპლექსური თერაპია;
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა (მათ შორის სპორტსმენებში);
- ბრონქული ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი(კომბინირებული თერაპიის დროს, როგორც იმუნომოდულატორი)
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რეაბილიტაციის დასაჩქარებლად;
- აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში);
- ჰემოფთალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის  სისხლჩაქცევა, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული);

უკუჩვენებები:
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მომატებული ქალასშიდა წნევა (ვენური უკუდინების დარღვევების, ქალასშიდა სიმსივნეების დროს).
12 წლამდე ასაკის ბავშვებში რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებანი:
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას, საჭიროა დაიცვან სიფრთხილე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება
რეაქციის სიჩქარეზე რიპრონატის არასასურველი ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ  მოიპოვება.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – ფსიქომოტორული აგზნებადობა.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი,  შეშუპება.

დოზირება და გამოყენების წესი:
აგზნების ეფექტის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში გამოყენება.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში პრეპარატი ინიშნება ვენაში დოზით 500 მგ 1-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადიან პერორალურ ფორმაზე 500-1000 მგ/დღეში. მკურნალობის საერთო კურსი: 4-6 კვირა
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული მოშლის დროს პრეპარატი გამოიყენება დოზით 500 მგ/დღეში. თერაპიის საერთო კურსი: 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ინიშნება ინდივიდუალურად 2-3-ჯერ წელიწადში.
ბრონქული ასთმის დროს ინიშნება 250 მგ ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვის დროს ინიშნება 250 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 10-14 დღე. საჭიროების შემთხვევაში თერაპიას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებისათვის რეკომენდებულია 500-1000 მგ 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ. კურსის ხანგძლივობა მოსამზადებელ პერიოდში – 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში – 10-14 დღე.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 500 მგ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი: 7-10 დღე.

ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებები, უმთავრესად ჰიპოტენზიის სახით.
მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს კორონარული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინირებისას.
კომბინირება ანტიანგინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან,  ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმულ საშუალებებთან, შარდმდენებთან,  ბრონქოლიზურ საშუალებებთან შესაძლებელია.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დადასტურებული ორსულობის დროს რიპრონატის გამოყენების უსაფრთხოება.
ლაქტაციის დროს რიპრონატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოშვების ფორმა:
პერორალური  250 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა. ფირფიტაზე 10 კაფსულა,  4 ფირფიტა  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
პერორალური 500 მგ მყარი ჟელატინის კაფსულა: ფირფიტაზე 15 კაფსულა, 4 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილზე.  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
რიპრონატი არის კომპანია "როტაფარმი"-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).
წარმოებულია
“რომფარმი კომპანია ს.რ.ლ.” რუმინეთი, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1A.
(“Rompharm Company S.R.L.”, Romania, Otopeni, Eroilor Street, 1A)

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.