მედიკო

ფენილინი - Phenyline 0.03გ 20 ტაბლეტი

0.03გ

ფენილინს უნიშნავენ სისხლის შედედების ხანგრძლივად დასაქვეითებლად მიოკარდიუმის ინფარქტის დროს თრომბოზების, თრომბოფლებიტების, თრომბოემბოლური გართულებების, იშემიური (მაგრამ არა ჰემორაგიული) ინსულტების, სხვადასხვა ორგანოების ემბოლური დაზიანებების პროფილაქტიკი

ფენილინი (სინონიმი: Phenindionum, Athrombon, Trombosol და სხვა)-2-ფენილინდანდიონი-1,3. თეთრი ან მოთეთრო ფერის კრისტალები. იგი მედიცინაში გამოიყენება თეთრი ან მოთეთრო-კრემის ფერის ტაბლეტების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენილინი მიეკუთვნება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედებაზე. იგი იწვევს ჰიპოპროთრომბინემიას, რომელიც განპირობებულია ღვიძლში პროთრომბინის და აგრეთვე VII, IX და X ფაქტორების წარმოქმნის დარღვევასთან. სისხლის შედედების ფაქტორების კონცენტრაციის დაქვეითება აღინიშნება მისი მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 24-30 სთ-ის შემდეგ. ნეოდიკუმარინთან შედარებით ფენილინის კუმულაციური ეფექტი უფრო მაღალია.

ჩვენება:
ფენილინს უნიშნავენ სისხლის შედედების ხანგრძლივად დასაქვეითებლად მიოკარდიუმის ინფარქტის დროს თრომბოზების, თრომბოფლებიტების, თრომბოემბოლური გართულებების, იშემიური (მაგრამ არა ჰემორაგიული) ინსულტების, სხვადასხვა ორგანოების ემბოლური დაზიანებების  პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ქირურგიულ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს ნიშნავენ პერორალურად. პირველ დღეს გამოიყენება დღეღამური დოზით 0,12-0,18 გ (3-4 მიღებაზე), მეორე დღეს – დღეღამური დოზით 0,09-0,15 გ, მომდევნო დღეებში – 0,03-0,06 გ დღეში სისხლში პროთრომბინის დონის მიხედვით (პროთრომბინის ინდექსს ინარჩუნებენ 40-50% ფარგლებში). მოზრდილებში პერორალურად მისაღები დოზა შეადგენს: ერთჯერადად – 0,05 გ, დღერამური – 0,2 გ.
თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკისათვის პრეპარატი გამოიყენება 0,03 გ-1-2-ჯერ დღეში.
მწვავე თრომბოზების დროს ფენილინი ინიშნება ჰეპარინთან კომბინაციაში.
ფენილინით მკურნალობას ახორციელებენ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ სისხლში პროთრომბინისა და სხვა სისხლის შემადედებელი ფაქტორების სისტემატური კვლევებით.

გვერდითი მოვლენები:
ფენილინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კერძოდ დერმატიტი, სხეულის ტემპერატურის მომატება, დიარეა, გულისრევა, ჰეპატიტი, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დათრგუნვა. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება ხელისგულების ნარინჯისფრად შეღებვა, ხოლო შარდის  - ვარდისფრად, რაც დაკავშირებულია ფენილინის ქიმიურად გარდაქმნასთან და არ წარმოადგენს საშიშროებას.
ფენილინის გამოყენებამ შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს სისხლდენა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კუნთებში ვიკასოლის დაუყოვნებლივი შეყვანა (1-2 მლ 1%-იანი ხსნარის 3-ჯერ შეყვანა), ვიტამინ P –ს ან რუტინის, ასკორბინის მჟავასა და კალციუმის ქლორიდის დანიშვნა. ჩვენების მიხედვით ატარებენ ახალი შესაბამისი ჯგუფის სისხლის გადასხმას ჰემოსტატური დოზით (75-100 მლ).

წინააღმდეგჩვენება:
ფენილინის გამოყენება  წინააღმდეგნაჩვენებია სისხლში  70%-ზე ქვემოთ პროთრომბინის დონის არსებობისას, ჰემორაგიული დიათეზის და სხვა დაავადებების დროს, რომელთა თანმხლებია სისხლის შედედების დაქვეითება, სისხლძარღვების განვლადობის მომატება, ორსულობის დროს. აგრეთვე თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ავთვისებიანი სიმსივნის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების, პერიკარდიტების დროს. ფენილინის დანიშვნა მენსტრუაციის პერიოდში (პრეპარატის მიღების წყვეტენ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 დღით ადრე) და მშობიარობის პირველ დღეებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.

შენახვის პირობები:
A სია. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
აფთიქიდან გაიცემა რეცეპტით.

შეფუთვა:
0,03 გ ტაბლეტები N20 კონტურულ შეფუთვაში.
N20 და N50 მინის შუშებში.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.