მედიკო

უროლესანი - Urolesan წვეთები 25მლ

25მლ

ჩვენება:ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.

უროლესანი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მომწვანო-მოყავისფრო, ან მოყავისფრო ფერის სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:
100 მლ სითხე შეიცავს:
სოჭის ზეთი      8გ;
ბაღი პიტნის ზეთი     2გ;
აბუსალათინის ზეთი     11გ;
ფერისცვალას ნაყოფის თხიერი ექსტრაქტი  23გ;
სვიას გირჩების თხიერი ექსტრაქტი   32,995გ;
თავშავას ბალახის თხიერი ექსტრაქტი   23გ;
ტრილონი ბ.

გამოშვების ფორმა:
სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც მოქმედებს საშარდე და სანაღვლე გზებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
უროლესანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის კონკრემენტების ელიმინაციას (ასევე ნაღვლის კონკრემენტების ელიმინაციას). ამის გარდა პრეპარატის ინგრიდიენტებს, მათ შორის  მრავალ ქიმიურ შენაერთს, გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური აქტივობა, იწვევს ნაღველის წარმოქმნის გაზრდას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:
ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის წინ. მოზრდილებში _ 8-10 წვეთი შაქრის ნატეხზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-30 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, დისპეფსიური მოვლენები.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზირება:
ამ დროს ინიშნება თბილი სასმელი დიდი რაოდენობით.

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20°C. ვარგისიანობა - 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოთ

შეფუთვა:
15მლ ან 25მლ ფლაკონში-საწვეთურით, რომელიც მოთავსებულია ყუთში.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.