მაგენოლი - Magenol 100მგ. 30 ხსნადი ტაბლეტი
100მგ

ჩვენება:ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებას.იგი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტი შეიცავს: ნიმესულიდს 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ასპარტამი, ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტები, მენთოლისა და ფორთოხლის გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგენოლი წარმოადგენს სულფონანილიდების ჯგუფის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. იგი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ბლოკირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით ანთებით კერაში. პრეპარატი ენდოპეროქსიდებისა და თრომბოქსან A2-ის ინჰიბირების გზით თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. იგი თრგუნავს ჰისტამინის გამოთავისუფლებას და ამცირებს ბრონქოსპაზმს.
Nნიმესულიდი თრგუნავს ინტერლეიკინ-6-ის და უროკინაზას სინთეზს, რაც ხელს უშლის ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციას. Aაინჰიბირებს მეტალოპროტეაზების სინთეზს (ელასტაზა, კოლაგენაზა). მაგენოლი ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის აბსორბციის სიჩქარეს. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 3.5-6.5 მგ/ლ. ნიმესულიდის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99%-ს (ძირითადად ალბუმინებთან). მეტაბოლიზდება ღვიძლში, ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის სახით (4-ჰიდროქსინიმესულიდი). ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1.56-4.95 სთ-ს.
მიღებული დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, ხოლო 30% - ფეკალურ მასებთან ერთად. ხანგრძლივი მკურნალობისას ნიმესულიდის კუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენებები
• რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), პოდაგრა;
• ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი;
• ბურსიტი, ტენდინიტი;
• რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის შემდგომი ანთება;
• ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია;
• სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი, მათ შორის პოსტოპერაციულ, პოსტტრავმულ პერიოდში, ალგოდისმენორეა, კბილისა და თავის ტკივილი;
• სხვადასხვა გენეზის ცხელება, მათ შორის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

მიღების წესები და დოზები
მაგენოლი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ.
მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ-ს 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 400 მგ-ს.
ბავშვებში ინიშნება 1.5 მგ/კგ სხეულის მასაზე, 2_3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის მასაზე.
მაგენოლის 1 ტაბლეტი იხსნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) წყალში ან პირის ღრუში მოხვედრისთანავე (წყლის გამოყენების გარეშე).
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 10 დღეს.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ოლიგურია;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად _ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა;
სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი;
სხვა: სითხის შეკავება, ჰემატურია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები; სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30 მლ/წთ) და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; გულის უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 6 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
მაგენოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
მაგენოლი სიფრთხილით ინიშნება სისხლდენის მიმართ მიდრეკილ, დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით ან ანტიაგრეგანტებით.
მხედველობის ნებისმიერი დარღვევის გამოვლენისას საჭიროა მაგენოლით მკურნალობის შეწყვეტა.
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, აქედან გამომდინარე სიფრთხილით გამოიყენება გულის უკმარისობითა და ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.
მაგენოლით ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მაგენოლის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მომატებული არტერიული წნევა, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ნიმესულიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას (განსაკუთრებით ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან).
ნიმესულიდი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატებთან მაგენოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
მაგენოლი სიფრთხილით ინიშნება დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეტიკებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ციკლოსპორინთან, მეტოტრექსატთან, პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.