მედიკო

მუკალტინი - Mucaltin 0.05 გ 10 ტაბლეტი

0.05 გ

ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ბრონქული ასთმა,).

მუკალტინი
ტაბლეტები 0,05 გრ

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,05 გრ მუკალტინს;

დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა, კალციუმის სტეარატი,

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მუკალტინი – ამოსახველებელი საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია სეკრეტოლიტური და ბრონქოლიტური თვისებებით. პრეპარატს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო ზომიერი მოქმედება, ამცირებს რა ხველის შეტევებს და მათ ინტენსიურობას. მუკალტინი არატოქსიკურია და არ გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი ზემოქმედება.

ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადება, ბრონქული ასთმა, ფილტვების ტუბერკულოზი არასპეციფიკური ბრონქიტის მოვლენებით).

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
მუკალტინის გამოყენება შეიძლება ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელ სხვა საშუალებებთან ერთად.

გამოყენების მეთოდები და დოზები: პრეპარატი მიიღება 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. უფროსები ღებულობენ 1-2 ტაბლეტს ერთ მიღებაზე. ერთჯერადი დოზა ბავშვებისათვის, ასაკის მიხედვით შეადგენს: 1 წლამდე – 0,5 ტაბლეტი, 1-3 წელი – 1 ტაბლეტი, 3 წლიდან – 1-2 ტაბლეტი.
ბავშვებში გამოყენებისას პრეპარატს ხსნიან 1/3 ჭიქა თბილ წყალში, უმატებენ შაქრის ან ხილის სიროფს.
მკურნალობის კურსი – 15 დღემდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი).

ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +8°C-დან +15°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა:10 ტაბლეტი კონტურულ-არაუჯრედოვან შეფუთვაში, 30 ტაბლეტი კონტეინერში პირველი გახსნის კონტროლით.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.