პროპანორმი - Propanorm 150მგ. 50 ტაბლეტი
150მგ

ჩვენებები:გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები, წინაგულების თრთოლვა ან ციმციმი, ვოლფპარკინსონ-უაიტის სინდომი, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

საერთაშორისო დასახელება:

PROPAFENONE

მწარმოებელი: PRO.MED.CS.Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: პროპაფენონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიარითმიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პროპაფენონის ჰიდროქლორიდი .......... 150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პროპანორმი წარმოადგენს I ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატს. დოზადამოკიდებული სახით ნატრიუმის არხების ბლოკირებით იგი იწვევს სწრაფი დეპოლარიზაციის (მოქმედების პოტენციულის ნულოვანი ფაზის) სიჩქარის დაქვეითებას.

პრეპარატი იწვევს ეფექტური რეფრაქტერული პერიოდის პროლონგირებას, წინაგულებში, ატრიოვენტრიკულურ კვანძში (AV- კვანძი) და მცირე ხარისხით პარკუჭებში. პროპაფენონის გამოყენების დროს ადგილი აქვს P-Q ინტერვალის გახანგრძლივებას და, QRS კომპლექსის გაფართოებას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს Q-T ინტერვალის მხრივ ადგილ არა აქვს. იგი თრგუნავს სინო-ატრიული კვანძის და ექოტოპიური უბნების ავტომატიზმს.

ახასიათებს სუსტად გამოხატული ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ორგანიზმში შეიწოვება პრეპარატის დაახლოებით 95%, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 2-3 სთ-ის შემდეგ.

პროპაფენონს ახასიათებს დოზადამოკიდებული ბიოშეღწევადობა, რომელიც იზრდება არასწორხაზოვნად დოზის გადიდებასთან დაკავშირებით. კერძოდ ერთჯერადი დოზის მომატებით 150 მგ-დან 300 მგ-მდე ბიოშეღწევადობა იზრდება 5%-დან 12%-მდე, ხოლო 450 მგ დოზის გამოყენებისას 40-50%-მდე.

აღწერილია პრეპარატის 11 მეტაბოლიტი, მაგრამ მათგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი, 5-ჰიდროქსიპროპაფენონი და N-დეპროპილპროპაფენონი.

პრეპარატის ჟანგვითი მეტაბოლიზმი დამოკიდებული სპეციფიკურ ციტოქრომ-450-ის იზოენზიმზე, რომლის აქტივობაც გენეტიკურად დეტერმინირებულია.

პროპანორმის თერაპიული კონცენტრაციის დიაპაზონი პლაზმაში შეადგენს 0.5-2.0 მგ/ლ-ში. იგი მთლიად მეტაბოლიზდება. მისი 1% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.2 სთ-ს და იგი მერყეობს 2.3 სთ-დან 11.8 სთ-მდე.

ჩვენებები:

პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიების პროფილაქტიკა და მკურნალობა, გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები, წინაგულების თრთოლვა ან ციმციმი, ვოლფპარკინსონ-უაიტის სინდომი, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და საჭიროებს კორექციას.

პერორალურად მიღებისას პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 450 მგ 3 მიღებაზე დღეში. 3-4 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის მომატება 675 მგ-მდე ან 900 მგ-მდე დღეში. ტაბლეტებს იღებენ ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

დოზის ცვლილება დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე და არა პლაზმაში მის კონცენტრაციაზე.

მკურნალობის დასაწყისში საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მონიტორინგი.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მწარე გემო და დაბუჟების შეგრძნება პირის ღრუში, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის მიდამოში, ანორექსია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება, სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა. პრეპარატის მაღალ დოზებში მიღებისას ვითარდება ორთოსტატული ჰიპოტენზია.

ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, ექსტრაპირამიდული დარღვევები.

იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ოლიგოსპერმია, არითმოგენული ეფექტი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები;

* კარდიოგენული შოკი (არითმიით გამოწვეულის გარდა);

* მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია;

* სინოატრიული, ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევის თანხლებით მიმდინარე პროცესები;

* სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

* ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;

* ფილტვების მძიმე ობსტრუქციული დაავადებები;

* მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია;

* მიასთენია;

* ორსულობა;

* ბავშვთა ასაკში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პაციენტები, კარდიოსტიმულატორით მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

◄ პაციენტებში, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების დროს საჭიროა დოზის შემცირება. პროპანორმით მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.

◄ ხანშიშესულ ავადმყოფებში, აგრეთვე ავადმყოფებში 70 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით პრეპარატი ინიშნება შედარებით მცირე დოზებში.

◄ სიფრთხილით ინიშნება ორსულობის დროს, სხვა ანტიარითმულ პრეპარატთან კომბინაციაში აგრეთვე სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებსაც უხდებათ ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციების სისწრაფეს.

◄ დოზის გადაჭარბების, ან ბავშვების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების დროს, საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პროპანორმის ანტიარითმიული მოქმედება ძლიერდება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან, ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ციმეტიდინთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მისი ერთდროული დანიშვნით.

- პრეპარატი აძლიერებს არაპირდაპირ ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, აგრეთვე ზრდის სისხლში პროპრანოლოლის, მეტოპროლოლის და დიგოქსინის კონცენტრაციებს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.