მიოდოლი - Myodol ამპ. 3მლ N3
3მლ

ჩვენება: ტკივილი ზურგში, ლუმბაგო, იშიაზი, მალთაშუა დისკის დაზიანება, სამედიცინო-მექანიკური დაზიანება.

მიოდოლი
ამპულები
(MYODOL)

შემადგენლობა: 1 ამპულა (3მლ) შეიცავს: ფენირამიდოლის* ჰიდროქლორიდი 800.0მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი 2.73მგ
გამოხდილი წყალი 3.0მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიოდოლი, როგორც მიორელაქსანტი თავის და ზურგის ტვინზე ზემოქმედების შედეგად თრგუნავს პოლისინაფსურ რეფლექსებს, ამცირებს განივზოლიანი კუნთების ტონუსს და ასევევ გააჩნია ანალგეზიური მოქმედება. მიოდოლი არ მოქმედებს მონოსინაფსურ რეფლექსებზე.

ჩვენებები:
ტკივილი ზურგში, ლუმბაგო, იშიაზი, მალთაშუა დისკის დაზიანება, სამედიცინო-მექანიკური დაზიანება, ასევე დამხმარე თერაპიისათვის წყალქვეშა მასაჟების დროს.

სიფრთხილის ზომები:
ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათ შემთხვევებში, ინექციის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავბრუსხვევას. ასეთ დროს საინექციო მანიპულაციების შემდეგ რეკომენდებულია დასვენება 1 საათის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მიოდოლი იწვევს ანტიკოაგულაციური საშუალებების, ტოლბუტამიდის და დიფენილჰიდანტოინის თერაპიული ეფექტურობის ზრდას.

გამოყენების წესი და დოზირება:
ყოველდღიურად 1 ამპულა ღრმად კუნთებში.

შენახვის პირობები:
შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ამპულის დიდხანს სიცივეში გაჩერების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი შემადგენლობის კრისტალიზაციის პროცესს, ეს არ წარმოადგენს მისი გამოყენების უკუჩვენებას, ვინაიდან ამპულის გათბობის შემდეგ მისი შემადგენლობა კვლავ აღდგება.

შენახვის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა:
#3 3 მლ ამპულა.

აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.