ლოქსიდოლი - Loxidol 15მგ. 10 ტაბლეტი
15მგ

ჩვენებები:ლოქსიდოლი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი.

სავაჭრო სახელწოდება:
ლოქსიდოლი, Loxidol

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება:
მელოქსიკამი, Meloxicam

წამლის ფორმა:
პერორალური შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო ლაქტოზა, სახამებლის გლიკოლატნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პოლიეთილენგლიკოლი 400

იხილეთ ბლოგი: ლოქსიდოლი - პრეპარატი ძვალ-სახსროვანი დაავადებების წინააღმდეგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლოქსიდოლი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებებია: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, რაც განპირობებულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების მელოქსიკამის მოქმედებით. მელოქსიკამი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა-2-ის ფერმენტულ აქტივობას, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში ანთებითი რეაქციის მიდამოში, რის შედეგადაც ხდება ანთების პროცესის ჩახშობა.

ჩვენებები:
შემდეგი დაავადებების სიმპტომური თერაპია:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).

უკუჩვენებები:
- მელოქსიკამის (მათ შორის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჰემოდიალიზს;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
- 15 წლამდე ასაკი;
- სისხლდენები (მათ შორის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), სისხლჩაქცევა ტვინში;
- ორსულობის პერიოდი;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ალერგიული რეაქციები (ბრონქული ასთმა, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილმჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, ეზოფაგიტი, ბოყინი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაწყლულება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პირის ღრუს ანთება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გახშირებული გულისცემა, სახის ჰიპერემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და ძილიანობა, დეზორიენტაცია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დაქვეითება.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია.

მიღების წესი და დოზები:
მიიღება პერორალურად.
რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 15 მგ დღე-ღამეში. თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად გამოხატულია, დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში.
ოსტეოართროზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 7,5 გ-ს დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში.
მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს ლოქსიდოლი ინიშნება დოზით 15 მგ დღე-ღამეში.
იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი, მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 7,5 მგ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობა კრეატინინის კლირენსით > 25 მლ/წთ, დოზის შემცირება საჭირო არ არის.
დანიშნული დოზა მიიღება დღე-ღამეში 1-ჯერ ჭამის დროს წყლის მიყოლებით.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლოქსიდოლის მაღალი დოზებით გამოყენებისას სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის სალიცილატებთან) ერთად იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების განვითარების რისკი.
ლოქსიდოლის გამოყენებისას არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურებთან ერთად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
ლოქსიდოლისა და მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელის მიელოდეპრესიული მოქმედება.
ლოქსიდოლის გამოყენების ფონზე შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
დეჰიდრატაციის დროს ლოქსიდოლისა და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმლების მწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება.
ლოქსიდოლისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელთა ეფექტურობის შემცირება.
ლოქსიდოლისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ლოქსიდოლისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
ლოქსიდოლისა და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია დაჩქარდეს ლოქსიდოლის გამოყოფა.

განსაკუთრებული მითითებები:
ლოქსიდოლი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ანტიაგრეგანტებს, ფიბრინოლიზურებს.
პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლების მწვავე დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ლოქსიდოლი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის, სითხის შეკავება და სალურეზულების მოქმედების შესუსტება, რამაც გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დაავადებების პროგრესირება.
თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად იღებს დიურეზულებს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე:
ის პაციენტები, რომლებსაც ლოქსიდოლის მიღების ფონზე უვითარდებათ მხედველობის დაქვეითება, აღენიშნებათ ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, უნდა მოერიდონ ისეთ პოტენციურად საშიშ საქმიანობას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორული რეაცქიებს.

გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატ ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გამოშვების ფორმა:
10 შემოგარსული ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედიან ფირფიტაში.
დანაყოფებიან შეფუთვაში მოთავსებულია 10 ტაბლეტი.
1 ან 2 პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვანი ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.