ციპროფლოქსაცინი 0.2% 200მლ პ/ფ
200მლ
საერთაშორისო დასახელება Ciprofloxacin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთი
საერთაშორისო დასახელება
Ciprofloxacin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 250 ან 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდი მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა, 0.014გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.02გ (500მგ-იან ტაბლეტში).
სახამებელი, 0.01 გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.024გ (500მგ-იან ტაბლეტში).
პოლოვინილპიროლიდონი 0.008გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.02გ (500მგ-იან ტაბლეტში).
მაგნიუმის სტეარატი, 0.002გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.004გ (500მგ-იან ტაბლეტში).
ჩვენებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული:
შარდსასქესო სისტემის ინფექციების.
სასუნთქი სისტემის ინფექციების.
ძვალსახსართა სისტემის ინფექციების.
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების.
მცირე მენჯის ინფექციების.
აბდომინალური ინფექციების.
ჰეპატობილიარული ორგანოების ინფექციების.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების.
პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების.
აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.
მიღების წესები და დოზები
ციპროფლოქსაცინი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250-500 მგ დღეში ორჯერ .
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის მხრივ
გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
ნერვული სისტემის მხრივ
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ
გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
კანის მხრივ
ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები. სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.
სხვა გვერდითი მოვლენები
სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ
ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
ლაბორატორიულად
შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.
უკუჩვენება
ციპროფლოქსაცინის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფის და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.