ეუფილინი 2.4% 5მლ #10ა ვენის
5მლ
ბრონქოობსტრუქციული სინდრომი ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.

ეუფილინი

ამ პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი-ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

თუ განვითარდა რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართი-ფურცლის პუნქტში „გვერდითი მოქმედება“.

სავაჭრო დასახელება

ეუფილინი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

ამინოფილინი/Aminophylline.

წამლის ფორმა

ვენებში შესაყვანი ხსნარი 24 მგ/მლ.

აღწერა

გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე.

შემადგენლობა

1 ამპულა (5მლ) შეიცავს – მოქმედი ნივთიერება: ეუფილინი საინექციო – 120 მგ; დამხმარე საშუალებები: საინექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალოდ. ქსანტინები.

ათქ კოდი

R03DA05.

იხილეთ ბლოგი: ეუფილინი — პრეპარატი ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს სუნთქვის გასაუმჯობესებლად

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეუფილინი არის თეოფილინისა და ეთილენდიამინის კომპლექსი. ეთილენდიამინის წყალობით მიიღწევა წყალში პრეპარატის ხსნადობა და ვენებში შეყვანის შესაძლებლობა.

თეოფილინი არის მეთილქსანტანების ჯგუფის ბრონქოლიტიკს. მოქმედების მექანიზმს უპირატესად განაპირობებს ადენოზინის რეცეპტორების ბლოკირება, ფოსფოდიესტერაზას დათრგუნვა, შიდაუჯრედოვანი ცამფ-ს შემცველობის მომატება, კალციუმის იონების შიდაუჯრედოვანი კონცენტრაციის შემცირება, რის შედეგადაც ხდება ბრონქების, სანაღვლე გზების, კორონარული, ცერებრალური და ფილტვის სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის მოდუნება, მცირდება პერიფერიული სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა. ფილტვის არტერიაში სისხლძარღვების რეზისტენტობის შემცირების შედეგად მცირდება წნევა სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვებში და ნორმალიზდება პერფუზიური პროცესები ფილტვებში. აუმჯობესებს ნეკნთაშორისი კუნთებისა და დიაფრაგმის შეკუმშვადობას, ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს, აუმჯობესებს ალვეოლარულ ვენტილაციას და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, აჩქარებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ხელს უშლის ანთების მედიატორების გამოყოფას, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. აძლიერებს თირკმელებში სისხლის ნაკადს, ახდენს წყლისა და ელექტროლიტების არხისმიერი რეაბსორბციის შემცირებით განპირობებულ დიურეტიკულ მოქმედებას. ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირესა და ძალას, ზრდის კორონარულ სისხლის ნაკადს და ჟანგბადზე მიოკარდიუმის საჭიროებას.

გამოყენების ჩვენებები

ბრონქოობსტრუქციული სინდრომი ბრონქული ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს.

უკუჩვენებები

- ეთილენდიამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია თეოფილინზე, კოფეინზე და თეობრომინზე. ეუფილინის და/ან თეოფილინის თერაპიული დოზების დანიშვნისას ერთზე მეტ შეყვანის გზასთან ერთად ან ერთზე მეტ სამკურნალო საშუალებასთან ერთად ზრდის სერიოზული ტქსიკურობის რისკს,

- ბავშვთა ასაკი 6 თვემდე,

- მწვავე პორფირია,

- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,

- პაროქსიზმალური ტაქიკარდია.

სიფრთხილის ზომები

ეუფილინის კონცენტრაცია სისხლის შრატში უნდა გაკონტროლდეს რეგულარულად, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში. სამკურნალო საშუალების ვენებში შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და სიჩქარემ არ უნდა გადააჭარბოს 25მგ/წთ-ს.

55 წლის ზემოთ ასაკის პირებში და ხანდაზმულ პაციენტებში გულის ან ღვიძლის დაავადებით, აუცილებელია ეუფილინის ტოქსიკურობის ნიშნების კონტროლი.

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ეუფილინის გამოყენებისას ბავშვებში. შესაძლებელია კრუნჩხვების რისკი, სისხლის შრატში ეუფილინის ნორმალური კონცენტრაციების პირობებში. ალტერნატიული მკურნალობა უნდა იქნას განხილული ანამნეზში კრუნჩხვითი აქტივობის მქონე პაციენტებში და თუ ვენებში შესაყვანი ეუფილინი გამოიყენება ასეთ პაციენტებში, მათი კონტროლი უნდა მოხდეს ცნს-ს ჰიპერსტიმულაციის შესაძლო ნიშნებზე.

მწველებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ეუფილინის უფრო დიდი დოზის გამოყენება.

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გრიპის საწინააღმდეგო მუნიზაცია, გრიპოზული ინფექციების ან მწვავე ცხელების დაავადების მქონე პაციენტებში.

ეუფილინი სიფრთხილით ინიშნება გულის უკმარისობის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.

რეგულარული თერაპიის დროს (განსაკუთრებით ბეტა2-აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან და დიურეტიკებთან ერთად დანიშვნისას, ჰიპოქსიის არსებობისას) უნდა გაკონტროლდეს კალიუმის შრატისმიერი დონეები.

ეუფილინი სიფრთხლით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ წყლულოვანი დაავადება, ჰიპერთირეოზი, გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ჰიპოქსემია, არტერიული ჰიპერტენზია და გულის ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევები.

თეოფილინი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეფასდება სარგებლის/რისკის შეფარდება არასტაბილური სტენოკარდიის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, გულის რითმის დარღვევის (ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია), ჰემორაგიული ინსულტის, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შემდეგი პრეპარატები ზრდიან თეოფილინის კონცენტრაციას და ქმნიან ტოქსიკურობის გაზრდის პოტენციალს: ფლუვოქსამინი, ციმეტიდინი, მაკროლიდები (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), ქინოლონები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი), ფლუკონაზოლი, იზონიაზიდი, პროპრანოლოლი, ალოპურინოლი (მაღალი დოზები 600 მგ დღეში), პერორალური კონტრაცეპტივები, მექსილეთინი, პროპაფენონი, კალციუმის არხის ბლოკატორები (დილთიაზემი, ვერაპამილი), კრაზანას პრეპარატები, დისულფირამი, ინტერფერონი ალფა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები, მეთოტრექსატი, ზაფირლუკასტი, ტაკრინი, თიაბენდაზოლი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციები: რიფამპიცინი, ანტიეპილეფსიული საშუალებები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი), რიტონავირი, ამინოგლუტეტიმიდი, სულფპირაზონი.

სხვა სახის ურთიერთქმედებები:

ქსანტინის სხვა წარმოებულების, მათ შორის თეოფილინისა და პენტოქსიფილინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია ტოქსიკურობის რისკის გამო.

ამცირებს ლითიუმისა და ბენზოდიაზეპინების თერაპიულ ეფექტიანობას.

ქინოლონები, ზოგადი ანესთეტიკები, დოქსაპამი – კრუნჩხვების მომატებული რისკი, არითმია გალოტანთან ერთად შეყვანისას.

ცნობილია ნერვ-კუნთოვანი ბლოკის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევების შესახებ პანკურონთან ერთად გამოყენებისას.

ეუფილინმა შეიძლება გამოავლინოს სინერგიული ტოქსიკურობა ეფედრინთან და სხვა სიმპატომიმეტიკებთან ერთობლივი გამოყენებისას და შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმიები.

ბეტა2-აგონსიტები – გულის არითმიების, ჰიპოკალიემის მომატებული რისკი.

ბეტა-ბლოკატორები ასუსტებენ ეუფილინის ბრონქოლიტურ ეფექტს.

შეიძლება გაზარდოს გულის გლიკოზიდების ტოქსიკურობა.

ამცირებს ადენოზინის ანტიარითმიულ ეფექტს.

ლეიკოტრიენების ანტაგონისტებმა შეიძლება გაზარდონ თეოფილინის კონცენტრაციები.

არსებობს ჰიპოკალიემიის მომატებული რისკი, კორტიკოსტეროიდებთან და დიურეტიკებთან ერთად დანიშვნისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ეუფილინის გამოყენების შესახებ საკითხს წყვეტს ექიმი. ეუფილინი აღწევს პლაცენტაში, ნაწილდება დედის რძეში და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან ტოქსიკურობის სხვა ნიშნები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში და ამის გამო, არ შეიძლება მისი გამოყენება მეძუძურ დედებში.

ზემოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი ეფექტები. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.

გამოყენების წესი და დოზები

სამკურნალო საშუალება შეიყვანება ვენებში ნელა.

ხსნარი შეყვანილი უნდა იყოს ძალიან ნელა 4-6 წუთის განმავლობაში 5-10 მლ დოზით (0.12-0.24გ), რაც წინასწარ უნდა გაზავდეს 5%-იანი დექსტროზას ან 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის მცირე მოცულობით (5-10 მლ).

პარენტერალური შეყვანის წინ ხსნარი უნდა შეთბეს სხეულის ტემპერატურამდე. პარენტერალურად შეიყვანება ეუფილინი დღე-ღამეში 3-ჯერ, არა უმეტეს 14 დღე. ეუფილინის მაღალი დოზები მოზრდილებისთვის ვენებში შესაყვანად: ერთჯერადი: 0,25 გ, სადღეღამისო - 0,5 გ.

თეოფილინის დოზის გამოთვლა უნდა ოხდეს სხეულის იდეალური მასის საფუძველზე.

შემანარჩუნებელი თერაპია უზრუნველყოფილი უნდა იყოს საინფუზიო ხსნარების დიდი მოცულობების შეყვანის გზით. ჩვეულებრივ, წვეთოვანი შეყვანისას პრეპარატის 10-20 მლ (0.24-0.48გ) უნდა გაზავდეს 100-150 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში და შეყვანილი უნდა იყოს სიჩქარით წუთში 30-50 წვეთი.

პაციენტები, რომლებსაც არ მიუღიათ თეოფილინის პრეპარატები. ეუფილინის დამტვირთავი დოზა 6მგ/კგ სხეულის მასაზე შეიძლება შეყვანილ იქნას ვენებში ნელა, სიჩქარით არა უმეტეს 25მგ/წთ. პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, შემანარჩუნებელი დოზა შემდეგი 12 საათის განმავლობაში უნდა გამოითვალოს შემდეგნაირად:

-6 თვიდან 9 წლამდე ასაკის ბავშვები: 1,2 მგ/კგ/სთ (შემცირება 1 მგ/კგ/სთ-მდე 12 საათის შემდეგ);

-9-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდა მწეველი მოზრდილები: 1მგ/კგ/სთ (შემცირება 0.8 მგ/კგ/სთ-მდე 12 საათის შემდეგ);

-ჯანმრთელი არამწეველი მოზრდილები: 0.7 მგ/კგ/სთ (შემცირება 0.5 მგ/კგ/სთ-მდე 12 საათის შემდეგ);

-ხანდაზმული პაციენტები და პირები ფილტვისებტი გულით: 0.6 მგ/კგ/სთ (შემცირება 0.3 მგ/კგ/სთ-მდე 12 საათის შემდეგ);

-პაციენტები გულის შეგუბებითი უკმარისობით ან ღვიძლის დაავადებით: 0.5 მგ/კგ/სთ (შემცირება 0.1-0.2 მგ/კგ/სთ-მდე 12 საათის შემდეგ);

-პაციენტები, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ თეოფილინი. თეოფილინის ყოველმა 0.5 მგ/კგ-მ, შეყვანილმა დამტვირთავი დოზის სახით, შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის მომატება 1 მკგ/მლ-ით. შეყვანა უნდა გადაიდოს სისხლის შრატში თეოფილინის განსაზღვრამდე. თუ ეს შეუძლებელია და, თუ კლინიკური სიტუაცია მოითხოვს პრეპარატის შეყვანას, მაშინ შეყვანილი უნდა იყოს ეუფილინის დოზით 3.1 მგ/კგ.

შემდგომში შემანარჩუნებელი დოზა ისეთია, როგორც ეს მოცემულია ზემოთ.

ჭარბი დოზა

3 გ-ზე მეტმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა მოზრდილებში (40მგ/კგ ბავშვებში). სასიკვდილო დოზა შეიძლება იყოს მხოლოდ 4.5 გ მოზრდილებში (60მგ/კგ ბავშვებში), მაგრამ, როგორც წესი, ის უფრო მაღალია.

სიმპტომები:

კუჭ-ნაწლავური სიმპტომები: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლის ღებინება.

ნევროლოგიური სიმტომები: მოუსვენრობა, უძილობა, გაღიზიანება, თავის ტკივილი, აგზნება, ჰალუცინაციები, ძლიერი წყურვილი, ტემპერატურის ოდნავ მომატება, გუგების გაფართოვება და ხმაური ყურებში. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს ტოქსიკურობის წინმსწრები სიმპტომების გარეშეც და ხშირად იწვევენ სიკვდილს.

გულ-სისხლძარღვოვანი სიმპტომები:

გულისცემა, არითმიები, არტერიული ჰიპოტენზია, პარკუჭზედა და პარკუჭოვანი არითმია.

მეტაბოლური სიმპტომები:

ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ალბუმინურია, ჰიპერთერმია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპერკალციემია, რესპირატორული ალკალოზი და მეტაბოლური აციდოზი. რაბდომიოლიზი.

მკურნალობა:

მკურნალობა არის შემანარჩუნებელი და სიმპტომატური. აქტივირებული ნახშირის განმეორებით პერორალური შეყვანა ხელს უწყობს თეოფილინის გამოდევნას ორგანიზმიდან ვენებში შეყვანის შემდეგაც კი. შეიძლება საჭირო გახდეს აგრესიული ღებინების საწინააღმდეგო თერაპია, რათა შესაძლებელი იყოს აქტივირებული ნახშირის პერორალური შეყვანა.

კრუნჩხვები და აგზნება შეიძლება იყოს კუპირებული ვენებში 0.1-0.3მგ/კგ 10მგ-მდე დიაზეპამის შეყვანით. სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა აუცილებელია. ჰიპოკალიემია შეიძლება დაკორექტირდეს კალიუმის ქლორიდის ვენებში ინფუზიის გზით.

შეიძლება პროპრანოლოლის შეყვანა ვენებში ტაქიკარდიის, ჰიპოკალიემიისა და ჰიპერგლიკემიის კორექციისთვის, თუ პაციენტს არ აქვს ასთმა.

ჰემოდიალიზი გამართლებული არ არის. ჰემოსორბცია ნაჩვენებია, თუ:

-ნაწლავური გაუვალობა ხელს უშლის აქტივირებული ნახშირის შეყვანას.

-თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციებია >80მგ/ლ (მწვავე) ან >60მგ/მლ (ქრონიკული). ხანდაზმულებში ჰემოსორბცია განხილული უნდა იყოს >40 მგ/ლ თეოფილინის კონცენტრაციისას.

გვერდითი მოქმედება

სწრაფი ინექციისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, არითმიები და კრუნჩხვები.

იმუნური სისტემა:

ალერგიული რეაქციები.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები:

ჰიპოგლიკემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპონატრიემია.

ფსიქიკური აშლილობები:

შფოთვა, უძილობა. უფრო მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ მანიაკალური ქცევა და ბოდვა.

ნერვული სისტემის დარღვევები:

თავის ტკივილი, ცნობიერების არევა, მოუსვენრობა, ჰიპერვენტილაცია, თავბრუსხვევა და ტრემორი. უფრო მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვები.

მხედველობის დარღვევა:

მხედველობის დარღვევა.

დარღვევები გულის მხრივ:

გულისცემა, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია. ცნობილია უეცარი სიკვდილის შესახებ.

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭის-საყლაპავის რეფლუქსი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენები.

კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი, სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი.

ზოგადი დარღვევები:

მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია და წყურვილი.

შეფუთვა

5 მლ შუშის ამპულებში. 10 ამპულა ჩანართ-ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ჩანართით ამპულების ფიქსაციისთის (N10).

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C-ზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.