მედიკო

სტრეპსილსი ინტენს.სპრ15მლ დოზ

15მლ

საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol+lidocaine+dichlorobenzyl შემადგენლობა ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: 2,4 - დიქლორბენზილის სპირტი 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლი

საერთაშორისო დასახელება - amylmetacresol+lidocaine+dichlorobenzyl შემადგენლობა ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება: 2,4 - დიქლორბენზილის სპირტი 1,2 მგ, ამილმეტაკრეზოლი 0,6 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 10მგ. დამხმარე ნივთიერებები: ღვინის მჟავა 26მგ, ნატრიუმის საქარინატი 2.08მგ, ლევომენთოლი 2,08მგ, პიტნის ფოთლების ზეთი 2,08მგ, ანისის თელის ზეთი 0,52მგ, საღებავი ქინოლონური ყვითელი 0,0046მგ, ინდიგოკარმინი 0,0156მგ, თხევადი საქაროზა 1523,4მგ, თხევადი დექსტროზა (დექსტროზა, ოლიგო- და პოლისაქარიდები) 980,9მგ. ბრტყელცილინდროვანი ტაბლეტები მოცისფრო-მომწვანო ფერის გამოსახულებით ასო S ტაბლეტის ორივე მხარეს, მენთოლის არომატით. დასაშვებია თეთრი ნაფიფქის, ჰაერის უმნიშვნელო ბუშტუკების არსებობა კარამელის მასაში და არაერთგვაროვანი კიდეები. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტური საშუალება გამოყენების ჩვენებები ყელის ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ანამნეზში ალერგიების არსებობა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ანამნეზში მეტჰემოგლობინემიის არსებობა ან მისდამი მიდრეკილება ასთმა ან ბრონქოსპაზმი ბავშვთა ასაკი 12 წლამდე. საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს ორსულობისას და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მაშინ, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ბავშვსა და ნაყოფზე რისკს. მიღების წესი და დოზები ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარტის მიღებამდე. ადგილობრივად. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით: ერთი ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა ყოველ 2 საათში ერთხელ. არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 3 დღე. თუ პრეპარატის მიღებისას 3 დღის მანძილზე სიმპტომები ნარჩუნდება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. განსაკუთრებული მითითებები რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მაქსიმალურად შესაძლო მოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რაც აუცილებელია სიმპტომების მოსახსნელად. ენის მგრძნობელობის შესაძლო დაკარგვისას რეკომენდებულია ცხელი საკვების და სასმელის მიღებისას სიფრთხილე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დახლოებით 2,6 გ შაქარს (0,22პე). სიმპტომების შენარჩუნებისას ან სხეულის მაღალი ტემპერატურის განვითარებისას ასევე თავის ტკივილის დროს, მიმართეთ ექიმს.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.