მედიკო

ფუროსემიდი 1%/2მლ#5ა(თურქ)

2მლ

ჩვენება: შეშუპების სინდრომი: გულის უკმარისობის II-III სტადია, ღვიძლის ცეროზი, თირკმლის დაავადებები; ჰიპერტონული კრიზი; ფორსირებული დიურეზის ჩატარება თირკმლებიდან უცველელი ფორმით გამოყოფადი ქიმიური ნაერთებით მოწამლის შემთხვევაში.

ფუროსემიდის ხსნარი 1%

SOLUTIO FUROSEMIDI

გენერიული დასახელება:

ფუროსემიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

დიურეზული საშუალება

ათქ - კოდი: C03CA01

ფორმა:

საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა:

ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს 20 მგ ფუროსემიდს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

იხილეთ ბლოგი: ფუროსემიდი — ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: ფუროსემიდი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეტიკს გამოხატული შარდმდენი ეფექტით. იწვევს ნატრიურეტულ და ქლორურეტულ ეფექტებს. ნატრიუმის იონების გამოყოფის გაძლიერების შედეგად, იზრდება ოსმოსურად შეკავშირებული წყლის და კალიუმის იონების მეორადი სეკრეცია. ერთდროულად იზრდება კალციუმის და მაგნიუმის იონების სეკრეცია. ნატრიუმის ქლორიდის სეკრეციის შედეგად ფუროსემიდი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას. გულის უკმარისობის შემთხვევაში მსხვილი ვენების გაფართოების მეშვეობით, სწრაფად იწვევს გულის კუნთზე დატვირთვის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა: სისხლში ხდება პრეპარატის 98% ადსორბცია პლაზმის ცილებზე. გამოიყოფა შარდთან ერთად. ინტრავენური შეყვანის დროს ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 სთ.

ჩვენებები:

შეშუპების სინდრომი: გულის უკმარისობის II-III სტადია, ღვიძლის ცეროზი, თირკმლის დაავადებები; მარცხენა პარკუჭოვანი მწვავე უკმარისობა (ფილტვების შეშუპება); ჰიპერტონული კრიზი; ფორსირებული დიურეზის ჩატარება თირკმლებიდან უცველელი ფორმით გამოყოფადი ქიმიური ნაერთებით მოწამლის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ინტრავენური და ინტრამუსკულური ინექციები. პრეპარატის პარენტერალური მიღება მიზანშეწონილა ურგენტულ სიტუაციებში ან მკვეთრად გამოხატული შეშუპების სინდრომის ფონზე.

შეშუპების სინდრომი: საწყისი დოზა 2-4 მლ პრეპარატი (20-40 მგ) ინტრავენურად, შეჰყავთ ნელა, 1-2 წთ განმავლობაში. Dიურეზული ეფექტის არ მიღწევის შემთხვევაში დამატებით 2 მლ (20 მგ) პრეპარატი დამატებით ყოველი 2 სთ შემდეგ ადექვატური დიურეზის მიღწევამდე. საშუალო სადღეღამისო დოზა 0,5-1,5 მგ/კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 150 მგ.

ფილტვების შეშუპება: 4 მლ (40 მგ) ინტრავენურად, 1 სთ განმავლობაში დამაკმაყოფილებელი დიურეზული ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში დამატებით 8 მლ (80 მგ) პრეპარატი.

არტერიული ჰიპერტენზია: ჰიპერტენზია 2-4 მლ (20-40 მგ) 1-2-ჯერ დღეღამეში. არტერიული წნევის საკმარისი შემცირების მიუღწევლობის შემთხვევაში აუცილებელია სხვა დიურეტიკებით ჩანაცვლება.

ბავშვებისათვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 0,2 მლ (2 მგ) ყოველ კგ წონაზე, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 0,6 მლ (6 მგ) კგ წონაზე.

უკუჩვენებები:

პრეპარატისადმი ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობიელობა; ანურია; წინამდებარე ჯირკვლის ადენომა; შარდგამომყოფი გზების ობსტრუქცია კონკრემენტით; წინაკომატოზური მდგომარეობა; ღვიძლის კომა; წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოკალციემია და დიგიტალისური ინტოქსიკაცია.

გვერდითი მოვლენები:

წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა: სიმშრალე პირის ღრუში, წყურვილი, კუნთების სისუსტე, ადინამია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, ოლიგურია, არითმიები, ტაქიკარდია, კუნთების ტკივილები, კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება,  დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია და ჰიპოკალციემია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

პრეპარატს გააჩნია ტუტე რეაქცია, ამიტომ არ შეიძლება მისი ერთდროული შეყვანა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლეთა პH ნაკლებია 5,5-ზე. ფუროსემიდი აძლიერებს სხვა პრეპარატების ჰიპოტენზიურ  მოქმედებას და ამცირებს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების (ტუბოკურარინი) მოქმედებას. ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის შემთხვევაში აძლიერებს მათ ნეფრო- და ოტოტოქსიკურ მოქმედებას. აგრეთვე აძლიერებს ცეფალოსპორინების ნეფროტოქსიკურ მოქმედებას.

საგულე გლიკოზიდებთან და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელია დოზირების რეჟიმის კორექტირება.

სიფრთხილე:

განსაკუთრებული სიფრთხილით ფუროსემიდი ენიშნებათ გულით დაავადებულ პაციენტებს. პრეპარატის მიღების ფონზე აუცილებელია კომპენსატორული თერაპიის ჩატარება კალიუმშემცველი პრეპარატებით.

შენახვის პირობები:

არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე,  სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).

გამოშვების ფორმა:

2 მლ პრეპარატი  ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.