მედიკო

დიბაზოლი 10მგ/მლ 1მლ#10ა(დარნ)

10მგ

შემადგენლობა: ხსნარი 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიბაზოლი (ბენდაზოლი)10მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა 0,1 საინექციო წყალი 1მლ-მდე.

შემადგენლობა: ხსნარი 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიბაზოლი (ბენდაზოლი)10მგ; დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა 0,1 საინექციო წყალი 1მლ-მდე. ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ჰიპერტონული კრიზების და არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავებული მიმდინარეობის შემთხვევაში, აგრეთვე შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთების სპაზმების დროს ნერვული დაავადებების დროს. მიღების წესი და დოზირება: ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები. ჰიპერტონული კრიზების კუპირებისთვის შეიყვანება ვენაში ან კუნთში 3-5მლ 1% ხსნარი (30-40მგ). არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატებისას ნაჩვენებია კუნთში შეყვანა 2-3მლ 1% პრეპარატის (20-30მგ) 2-3ჯერ დღეში მკურნალობის კურსი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად. შესაძლო გვერდითი მოვლენები: თავბრუსხვევა თავის ტკივილი; გულისცემის შეგრძნება, გულის მიდამოში ტკივილი; მშრალი ხველა, სურდო, სუნთქვის გართულება; სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, სახის გაწითლება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. დაავადება მიმდინარე კუნთების ტონუსის შესუსტებით, კრუნჩხვითი სინდრომით, გულის მწვავე უკმარისობით; ჰიპოტენზია; ქრონიკული ნეფრიტი შეშუპებით და თირკმელების აზოტის გამომყოფი ფუნქციის დარღვევით; კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული სისხლდენით; შაქრიანი დიაბეტი. დოზის გადაჭარბება: გულისრევა, ღებინება, არტერიული ჰიპოტენზია. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დიბაზოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების მოქმედებას. ასუსტებს ანაპრილინის მოქმედებას, ფენტოლამინი აძლიერებს დიბაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ზემოქმედება ავტომობილისა და მექნაიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტომობილის მართვისა და რთულ მექნიზმებთან მუშაობისას. სამკურნალო ფორმა: 10მგ-მლ საინექციო ხსნარი. აღწერა: გამჭირვალე, უფერო სითხე სპეციფიური სუნით. შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურზე. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.