მედიკო

ალორა (პასიფლორა)100მლ სიროფი

100მლ

ალორა ტაბლეტი 100მგ შემადგენლობა: ალორას 100მგ-იანი ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს

ალორა ტაბლეტი 100მგ შემადგენლობა: ალორას 100მგ-იანი ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100მგ პასიფლორას ექსტრაქტს (შეიცავს 3.5% ფლავონოიდს ვიტექსინის სახით) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით. ჩვენებები: ალორას 100მგ შემოგარსული ტაბლეტი ინიშნება ფსიქო - ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად. უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელია დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის და ბავშვისთვის შესაძლო რისკის შედარება. ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე: მოერიდეთ ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვას პრეპარტით მკურნალობის დროს. დოზირება და მიღების წესი: დღის მანძილზე სედაციური ეფექტის გამოსაწვევად: მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 100მგ სამჯერ დღეში ჭამამდე. ძილის დარღვევისას: მოზრდილებისთვის რეკომენდებული პერორალური დოზაა 200-300მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. ნაწილი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არის მონაცემები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმტპომური თერაპიის დანიშვნა. შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.