ესენციალე N 5მლ #5ა
5მლ
- ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული); - მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი; - ოპერაციის წინა და ოპ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული ,,ესენციალური” ფოსფოლიპიდებით ღვიძლს¬, რომელშიც დარღვეულია მეტაბოლიური აქტივობა. ქიმიური სტრუქტურით ,,ესენციალური” ფოსფოლიპიდები იდეალურად თანხვდება ბუნებრივ ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი უპირატესად აღწევენ ღვიძლის უჯრედების მემბრანებში.
,,ესენციალური” ფოსფოლიპიდები: აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციებს და ღვიძლის უჯრედების ფერმენტულ აქტივობას; ამცირებენ ღვიძლის ენერგეტიკული დანაკარგის დონეს; ხელს უწყობენ ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას; ნეიტრალურ ცხიმებსა და ქოლესტერინს გარდაქმნიან ისეთ ფორმებად, რომელთა მეტაბოლიზმი გაადვილებულია; ახდენენ ნაღვლის ფიზიკო-ქიმიური თვისებების სტაბილიზაციას.

ჩვენებები
- ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით), ორსულთა ტოქსიკოზი;
- ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.

მიღების წესები და დოზები
თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია, მაშინ პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად 1-2 ამპულა, მძიმე შემთხვევაში 2-4 ამპულა დღეში. 2 ამპულა შეიძლება შეყვანილი იქნეს ერთდროულად. თავი შეიკავეთ შერეული ინექციებისაგან. რეკომენდებულია წამლის პარენტერალური შეყვანა რაც შეიძლება მალე შეიცვალოს პერორალური ფორმით. თუ არ არსებობს ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია პერორალურად წამლის მიღების საწყისი დოზაა 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა კი არის 1 კაფსულა 3-ჯერ დღეღამეში. კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).

უკუჩვენება
წამლის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ვინაიდან აღნიშნული ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მისი გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებისა და დღენაკლული ბავშვების მკურნალობაში.

განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენეთ მხოლოდ გამჭირვალე ხსნარი. შეიყვანეთ ინტრავენურად ნელა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 8°C ტემპერა¬ტურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

რეგისტრაციის # და თარიღი
R001152 21.09.2009
R0001854 15.03.2010

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.