მედიკო

სანიენსი D3 50მლ სპრეი

50მლ

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,ძვლოვანისისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას ორგანიზმში.

შემადგენლობა:

2 შესხურება შეიცავს 4000 სე ქოლეკალციფეროლს (100 მკგ / სპრეი = 0.4 მლ);

1 კოლოფი სანიენსი D3 სპრეი - 4 თვის დოზა (125 შესხურება 50მლ-ში)

1 შესხურება შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს ( 50 მკგ / სპრეი = 0.2 მლ);

1 კოლოფი სანიენსი D3 სპრეი - 8 თვის დოზა (250 შესხურება 50 მლ-ში).

დამატებითი ინგრედიენტები: გაწმენდილი წყალი, ქსილიტოლი, ქსანტანის რეზინა, ვიტამინი D3 / ქოლეკალციფეროლი (ცხვრის მატყლის ლანოლინიდან), ფორთოხლის არომატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კალიუმის სორბატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სანიენსი D3 სპრეი - არის ახალი თაობის მიკროემულსიური ორალური სპრეი, რომელიც სხვა ფარმაკოლოგიური ფორმებისგან განსხვავებით (წვეთები, ტაბლეტები, კაფსულები და სხვა სპრეის ფორმები, მიკროემულსიური ტექნოლოგიის გარეშე) გამოირჩევა ყველაზე მაღალი ბიოათვისებით (95%).

სანიენსი D3 სპრეი უშუალოდ სუბლინგვალურად და ლოყის შიგნითა ზედაპირზე შესხურებისას, მყისიერად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანიდან სისხლში (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით), რაც უზრუნველყოფს სწრაფ და პერმანენტულ ეფექტს.

დამოუკიდებელი რანდომიზებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევით დადასტურდა მიკროემულსიური სპრეის მაღალეფექტურობა სისხლში 25(OH)D სამიზნე დონის მისაღწევად დროის ხანმოკლე პერიოდში (30 დღე).

კვლევამ დაადასტურა, რომ მაღალი ბიოშეღწევადობის სანიენსი D3 სპრეი სწრაფად და ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფს სისხლში D ვიტამინის ოპტიმალური დონეს, შესაბამისად ინფექციის, ალერგიის, აუტოიმუნური, კარდიოვასკულარული და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების პრევენციას, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას, სისხლში კალციუმის შესაბამისი დონის შენარჩუნებას, განაპირობებს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება, უჯრედული იმუნიტეტის რეგულირება, ვირუსული რესპირაციული ინფექციების პრევენცია.

ვიტამინი D3 – ცხიმში ხსნადი სტეროიდი, არის ჯანმრთელობის ფუნდამენტი. ვიტამინი D3 არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და სათანადო ფუნქციონირებისათვის, ის ახდენს ათასობით გენის რეგულაციას იმუნურ უჯრედებში, ქსოვილებისა და უჯრედების უმეტესობას აქვს VDR (D ვიტამინის რეცეპტორი), რითაც აიხსნება D3 ვიტამინის როლი მრავალი დაავადების პათოგენეზში.

D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირებულია იმუნური უჯრედების დისრეგულაციასთან, მრავალ ქრონიკულ დაავადებასთან, ენდომეტრიოზთან, უნაყოფობასთან, მეტაბოლური სინდრომის განვითარებასთან, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზალურ ქალებში.

ორსულ ქალებში აღმოჩენილია კავშირი D3 ვიტამინის უკმარისობასა და პრეეკლამფსიის, ასევე ნაადრევი მშობიარობის რისკების ზრდასთან. ქოლეკალციფეროლის დაბალი დონე ასოცირებულია სპერმის მობილობის დაქვეითებასთან.

ვიტამინი D3 როლი ძალიან მნიშვნელოვანია - ხელს უწყობს ძვლოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დეფიციტის შემთხვევაში, ჩვენ ვგრძნობთ მის ნაკლებობას მთელ სხეულში (სისუსტე, გაღიზიანებადობა, სტრესი, უძილობა).

თანამედროვე მედიცინა, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გვირჩევს D3 ვიტამინის 2,5-ჯერ უფრო მაღალ საპროფილაქტიკო ყოველდღიურ დოზებს.

სანიენსი D3 სპრეი შეიცავს ნატურალურ D3 ვიტამინს და ქსილიტოლს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აქვს სასიამოვნო ფორთოხლის გემო.

სანიენსი D3 სპრეი ხელს უწყობს:

იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ძვლოვანისისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას
კუნთოვანისისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვასორგანიზმში
ჯანმრთელიკბილების შენარჩუნებას
სისხლშიკალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას
სანიენსი D3 სპრეი რეკომენდებულია:

- მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ზაფხულში კანზე მზის ადექვატური ზემოქმედების არარსებობის გამო ორგანიზმს არ ქონდა D3 ვიტამინის სინთეზის საშუალება

- ხანდაზმულთათვის მთელი წლის განმავლობაში (65 წელზე მეტი ასაკის), რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში კანში D3 ვიტამინის ეფექტური სინთეზი ძალიან შემცირებულია

- D3 ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში

ვიტამინ D3 დეფიციტის რისკის ჯგუფები:

შენობაშიმჯდომარე სამუშაო (ცხოვრების სტილი)
ხანგრძლივი იმობილიზაცია ან ჰოსპიტალიზაცია
ხშირად მოავადე პირები
ბუნებრივადმუქი ფერის კანი
მზისდამცავი კრემების აგრესიული გამოყენება
კანისდაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა)
50წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილობების რისკი)
ორსულობა და ლაქტაცია
ჭარბწონიანობა(რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია D ვიტამინის დეფიციტი)
მალაბსორბციისსინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები)
თირკმლისსხვადასხვა პათოლოგიები
ენდოკრინული(დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გარკვეულიტიპის მედიკამენტების გამოყენება (ანტიკონვულსანტები, გლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები)
სიმსივნურიდაავადებები
ქიმიოთერაპია
გამოყენების ჩვენებები:

- D3 ვიტამინის დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფებში (სიმსუქნე, ბარიატრიული ქირურგიის წინა და შემდგომი პერიოდი, მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა)

- რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები

- ჰიპოკალცემიური ტეტანია

- ოსტეომალაცია

- მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი).

- ოსტეოპოროზის მართვა და პრევენცია (კალციუმთან კომბინაციაში)

- პოსტმენოპაუზური პერიოდი

- D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებში და მეძუძურ დედებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

- კანის დაავადებები

მიღების წესი და დოზირება

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

მოზრდილები: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დღეში ერთხელ, 2 შესხურება ენის ქვეშ ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე.

11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, დღეში ერთხელ 2 შესხურება ენის ქვეშ ან ლოყის შიგნითა ზედაპირზე.

1 წლიდან - 11 წლამდე ბავშვებში: D ვიტამინის დეფიციტის დროს, დოზის შერჩევა ხდება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

თერაპიული კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია სისხლში D ვიტამინის არსებულ და სამიზნე დონეებზე.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალცემია ან ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, სარკოიდოზი, თირკმლის მძიმე უკმარისობა.

გაფრთხილება: საკვები დანამატი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას და ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 o C, სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ შეიცავს საღებავებს, ალკოჰოლს, გლუტენს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოშვების ფორმა: 1 ფლაკონი ორალური სპრეი, რომელიც შეიცავს 50 მლ ხსნარს.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.