ტრიოკლორი 10გრ კრემი
10გრ

თვისებები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.

შემადგენლობა:
ერთი გრამი შეიცავს 0.64 მგ ბეტამეტაზონის დიპროპრიონატს (რომელიც შეესაბამება 0.5 მგ ბეტამეტაზონს), 10 მგ კლოტრიმაზოლს, გენტამიცინის სულფატს, რომელიც შეესაბამება 1 მგ გენტამიცინის აქტივობას.

დამხმარე ნივთიერება - ქლოროკრეზოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, პოლიოქსილ 25 ცეტოსტეარილ ესტერი, პროპილენ გლიკოლი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მეთილ პარაბენი, პროპილ პარაბენი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიოკლორი წარმოადგენს ბეტამეტაზონის, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის კომბინირებულ პრეპარატს. ბეტამეტაზონი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება;
გენტამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს და ტრიოკლორს ანიჭებს ანტიბაქტერიულ თვისებებს;
კლოტრიმაზოლს ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:
კორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე დერმატოზები, რომელსაც თან ახლავს ბაქტერიული და/ან სოკოვანი ინფექციები, ან როცა მოსალოდნელია ასეთი ინფექციებით გართულება.
დაავადებები სველი დაზიანებებით (სველი ეგზემა).

გამოყენების მეთოდი:
პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილზე და მის გარშემო დღეში ორჯერ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ლოკალიზაციაზე და გავრცელებაზე.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- კანის მთლიანობის დარღვევა.

- აკნე

- აღნიშნული პრეპარატი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის და ლორწოვან გარსებზე წასასმელად, ასევე ოკლუზიური ნახვევების ქვეშ გამოსაყენებლად.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად აიტანება.

გენტამიცინის მიმართ შეიძლება დაფიქსირდეს მომატებული მგრძნობელობა და გარდამავალი გაღიზიანება პირველი წასმისას, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

კლოტრიმაზოლის შემცველობის გამო შეიძლება დაფიქსირდეს წვა, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის აქერცვლა, შეშუპება, ჭინჭრის ციება.

იშვიათი გამოვლინება: კანის გაუფერულება, ჰიპერქრომია, წვის შეგრძნება, სიმშრალე, ერითემა, ექსუდაცია და ქავილი.

ხაგრძლივად, ფართო ზედაპირზე და ოკლუზიური ნახვევების ქვეშ გამოყენებისას, შეიძლება დაფიქსირდეს კანის ადგილობრივი ცვლილებები - ატროფია (განსაკუთრებით სახეზე გამოყენებისას), კანის ზოლისებრი ატროფია, ჰემორაგია, ტელეანგიექტაზია, პურპურა, პერიორალური დერმატიტი, სტეროიდული აკნე, ჰიპერტრიქოზი, კანის ფერის ცვლილება, ზოგ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ფოტომგრძნობელობა.

ძალიან იშვიათი გამოვლინება: დიდ ფართობზე ან კანის დაზიანებულ ადგილებში გამოყენებისას შესაძლებელია დაფიქსირდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება, ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმი; მხედველობის დაბინდვა.

სისტემურ ამინოგლიკოზიდურ ანტბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს კუმულაციური ოტოტოქსიური და ნეფროტოქსიური ეფექტი;

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

გარეგანი გამოყენების კრემი 10გრ, ტუბში.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.