მედიკო

ტრიო ქიდსი 20მლ წვეთები

20მლ

ტრიო ქიდს Trio kids საკვები დანამატი, წვეთები 20მლ Trio kids-ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან.

ტრიო ქიდს Trio kids საკვები დანამატი, წვეთები 20მლ Trio kids-ბიოლოგიურად აქტიური დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან. გამოიყენება შიგნით ანუ პერორალურად. შემადგენლობა: 15 წვეთი (0.5მლ) შეიცავს ვიტამინი D 10მკგ (400 IU) ვიტამინი C 35მგ ვიტამინი A 300მკგ (1000 IU) დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, შაქრის სიროფი, ფორთოხლის ნატურალური კონცენტრატი, წყალი. ვიტამინი C–7.00%, ვიტამინი A–0.20%, ვიტამინი D-0.08%. ჩვენება: A ვიტამინი (რეტინოლი): მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების აღდგენით პროცესებზე; ხელს უშლის თვალის კონიუქტივის ზედაპირის გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის–როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ; ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს; ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადებების მიმართ; რეტინოლი და მისი მეტაბოლიტები აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის, ასევე ნერვული ღეროს, კიდურების, გულის, თვალებისა და ყურების ემბრიოგენეზისთვის. A ვიტამინის დეფიციტის დროს მაღალია ბავშვთა ავადობა და სიკვდილიანობა; ხელს უწყობს ეპიდერმისის დიფერენციაციას, თრგუნავს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, მისი დეფიციტის დროს კანი არის გამომშრალი და აქერცლილი; C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა): წყლაში ხსნადი ვიტამინია, ის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან; ხელს უწყობს A ვიტამინის და რკინის შეწოვას ორგანიზმში; მონაწილეობს კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანის სინთეზში; უზრუნველყოფს იმუნიტეტის სწორ ფუნქციონირებას; მონაწილეობს გლუკოზისა და ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმში და ბევრი მნიშვნელოვანი ჰორმონებისა და მედიატორების სინთეზში; D ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი): გამოიყენება რაქიტის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის, არეგულირებს კალციუმის და ფორსფორის ცვლას, ძვლების მინერალიზაციას და ორგანიზმის ზრდის პროცესს; ფიზიკური განვითარების შეფერხების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ზრდაში ჩამორჩენა; ხელოვნური კვება და უმადობა; დაავადების შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდი; D ვიტამინის ნაკლებობა ჩვილებში იწვევს ემალის წარმოქმნის დარღვევას, შედარებით მოზრდილ ასაკში ოსტეომალაციას. დოზირება და მიღების წესი: 15 წვეთი დღეში ერთხელ. შესაძლო გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი, თირკმელების უკმარისობა. შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: 20მლ მინის ბოთლი-წვეთები. წარმოებულია: იმუნ უგჰ (IMUN UG) კომპანიისთვის, გერმანია.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.