დიცინონი 250მგ/2მლ #10ა
250მგ

გამოიყენება პრე- და პოსტოპერაციული კაპილარული სისხლდენების პროფილაქტიკა და მკურნალობა ყველა რთული ოპერაციისას ან ოპერაციებისას კარგად ვასკულარიზებულ ქსოვილებზე.

დიცინონი® 250 მგ ტაბლეტები

სამკურნალო საშუალების დასახელება

დიცინონი®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ეტამზილატი/ETAMSYLATE

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ეტამზილატს.

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო (E 330), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰემოსტაზური საშუალებები. ვიტამინი K და სხვა ჰემოსტაზური საშუალებები.

ათქ-კოდი: B02BX01

იხილეთ ბლოგი: დიცინონის ანოტაცია მარტივად: როდის გამოიყენება, როგორ მივიღოთ და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ეტამზილატი წარმოადგენს სინთეზურ სისხლის შემაჩერებელ და ანგიოპროტექტორულ საშუალებას, რომელიც მოქმედებს ჰემოსტაზის საწყის ეტაპზე (ენდოთელიუმსა და თრომბოციტებს შორის ურთიერთქმედების ეტაპზე). თრომბოციტების ადჰეზიის გაუმჯობესებით და კაპილარული წინააღმდეგობის აღდგენით, ის ამცირებს სისხლდენის დროსა და სისხლის დანაკარგის მოცულობას.

ეტამზილატს არ გააჩნია სისხლძარღვთა შემავიწროვებელი ეფექტი, ის არ ახდენს გავლენას ფიბრინოლიზზე და შედედების პლაზმურ ფაქტორებზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღებისას ეტამზილატი ნელა და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არ არის დადგენილი. პერორალურად 500 მგ-ის მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც შეადგენს 15 მკგ/მლ, მიიღწევა დაახლოებით 4 საათის შემდეგ.

განაწილება

ეტამზილატი კარგად ნაწილდება ქსოვილებში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს. გადის პლაცენტურ ბარიერს. დედისა და ჭიპლარის სისხლში აღინიშნება პრეპარატის მსგავსი დონეები. აღწევს თუ არა ეტამზილატი დედის რძეში, უცნობია.

მეტაბოლიზმი

ეტამზილატი მეტაბოლიზდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით.

გამოყოფა

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 8 საათს შეადგენს. პერორალური დოზის დაახლოებით 70-80% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, 24 საათის განმავლობაში.

იცვლება თუ არა ეტამზილატის ფარმაკოკინეტიკა თირკმლების და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, უცნობია.

ასაკი

არ არსებობს ინფორმაცია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები

ქირურგიაში

პრე- და პოსტოპერაციული კაპილარული სისხლდენების პროფილაქტიკა და მკურნალობა ყველა რთული ოპერაციისას ან ოპერაციებისას კარგად ვასკულარიზებულ ქსოვილებზე: ოტორინოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში ან პლასტიკურ და აღდგენით ქირურგიაში.

თერაპიაში

ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჰემატურია, სისხლიანი ღებინება, მელენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებიდან.

გინეკოლოგიაში

მეტრორაგია, პირველადი მენორაგია ან მენორაგია, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით, ორგანული პათოლოგიის არარსებობისას.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

- მწვავე პორფირია;

- 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოშვების ამ ფორმისთვის).

სიფრთხილის ზომები

თუ პრეპარატი ინიშნება ჭარბი და (ან) ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენის შემცირებისთვის და ამასთან სასურველი ეფექტის მიღწევა ვერ ხდება, საჭიროა სხვა პათოლოგიის არსებობის გამორიცხვა, რომელსაც შეუძლია მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა

ბავშვები

პრეპარატი გამოსადეგია ბავშვებში რეკომენდებული დოზებით გამოსაყენებლად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ეტამზილატით მკურნალობის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. ვინაიდან ეტამზილატი მთლიანად გამოიყოფა თირკმლებით, თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

ლაბორატორიული ანალიზების შედეგები

თერაპიულ დოზებში გამოყენებულმა ეტამზილატმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კრეატინინის განსაზღვრის ფერმენტული ანალიზის შედეგებზე, მაჩვენებლების შემცირების მიმართულებით.

ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე პრეპარატის ნებისმიერი ზეგავლენის გამოსარიცხად, დიცინონის პირველ გამოყენებამდე ატარებენ საწყის ანალიზებს (მაგალითად, სისხლის), რომლებიც საჭირო გახდება მკურნალობის მსვლელობისას.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა, მოცემული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა არ გამოავლინეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ტოქსიკურობა, რომელიც ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუქციაზე. სიფრთხილის ზომის სახით, უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს.

დედის რძეში პრეპარატის შეღწევის უნარის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. თუ ძუძუთი კვება გრძელდება, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ახდენს ზემოქმედებას.

გამოყენების წესი და დოზები

შიგნით მისაღებად.

ზრდასრულები და მოზარდები (14 წელზე უფროსი)

ოპერაციის წინ: 1-2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (250-500 მგ) ქირურგიულ ჩარევამდე ერთი საათით ადრე.

ოპერაციის შემდეგ: 1-2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (250-500 მგ) ყოველ 4-6 საათში სისხლდენის რისკის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

თერაპიაში: როგორც წესი, 2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (500 მგ) დღე-ღამეში 2-3-ჯერ (1000-1500 მგ) საკვების მიღების დროს, სითხის მცირე ოდენობის დაყოლებით.

გინეკოლოგიაში მენო-მეტრორაგიის დროს: 2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (500 მგ) დღე-ღამეში 3-ჯერ (1500 მგ) საკვების მიღების დროს, სითხის მცირე ოდენობის დაყოლებით. მკურნალობას იწყებენ თვიური სისხლდენების დაწყების სავარაუდო დღემდე 5 დღით ადრე და აგრძელებენ 10 დღის განმავლობაში.

ბავშვები (6-14 წლის)

მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა ასეთი პაციენტებისთვის დიცინონი, 250 მგ ტაბლეტების დანიშვნისას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

სამკურნალო საშუალების მიღების გამოტოვება

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა, როგორც კი გაიხსენებთ ამის შესახებ. არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი მიღების დრო ახლოვდება. არასდროს გააორმაგოთ დოზა იმისთვის, რომ მოახდინოთ გამოტოვებულის კომპენსირება.

გვერდითი მოქმედება

შემთხვევათა სიხშირისა და ორგანოთა სისტემის მიხედვით, გვერდითი მოვლენები შემდეგნაირად კლასიფიცირდება MedDRA კონვენციის შესაბამისად:

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000, < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000, < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: გულისრევა, დიარეა, უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ხშირი: გამონაყარი.

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ხშირი: ასთენია.

ძალიან იშვიათი: ცხელება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი: თრომბოემბოლია.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

იშვიათი: ართრალგია (სახსრების ტკივილი), ზურგის/წელის ტკივილი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური შოკი.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ძალიან იშვიათი: მწვავე პორფირია.

ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის კურსის შეწყვეტის შემდეგ.

კანის რეაქციების ან ტემპერატურის მომატების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალი ექიმის ინფორმირება, რადგან ეს შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშანს წარმოადგენდეს.

მიმართეთ ექიმს ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების განვიტარებისას და ასევე იმ რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.

ჭარბი დოზირების სამკურნალოდ საჭიროა სტანდარტული სამედიცინო ზომების მიღება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დღემდე, სამკურნალწამლო ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ალუმინი/პვქ/პვდქ ბლისტერში. 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, სინათლისგან და სინესტისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.