მედიკო

ენტენორმი პლუსი 220მგ#30კაფს

220მგ

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 2.4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium animalis ssp lactis, Bifidobacterium animalis ssp longum,

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 2.4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: Bifidobacterium breve, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium animalis ssp lactis, Bifidobacterium animalis ssp longum, Bifidobacterium longum ssp infantis, Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Lactobacillus paracasei, Lactobacillus delbrueckii ssp bulgaricus; ჩვენება: გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის დროს, მათ შორის, გამოწვეული არარაციონალური კვებით, სტრესული მდგომარეობებით, ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, მათ შორის მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის, დისპეპსიის, მეტეორიზმის დროს; აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ალერგიული რეაქციების გამოვლენის სიმძიმეს და სიხშირეს. უკუჩვენება: ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. მიღების წესი და დოზირება: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში-ნახევარი კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს); 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს; 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში -1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე. გამოშვების ფორმა: კაფსულები, 220 მგ. შეფუთვა: 6 კაფსულა სტრიპში, 5 სტრიპი მუყაოს კოლოფში. შენახვის წესი: ინახება მაცივარში 2-8C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.