ალოფარდი 0.3% 10მლ თვ/წვეთი
10მლ
ალოფარდი წვეთები თვალის 0.3% 10მლ ფლაკონი შემადგენლობა: 0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი ჰიალურონის მჟავა: იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანისზედაპირს.
ალოფარდი წვეთები თვალის 0.3% 10მლ ფლაკონი
შემადგენლობა:
0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი
ჰიალურონის მჟავა: იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანისზედაპირს. აუმჯობესებს სხვადასხვა გენეზის თვალის სიმშრალეს. ხელს უწყობს რქოვანას ტრავმების რეეპითელიზაციას - რეგენერაციას
ალოე ვერას გელი: გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ავლენს მარეგენირებელ მოქმედებას. ხსნის კონიუნქტივას შეშუპებას და სიწითლეს
შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე ალოფარდი ამშვიდებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებადობას.
ჩვენება:
მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
რქოვანას ტრავმა
თვალზე ჩატარებული ლაზერული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
დაღლილი და გაღიზიანებული თვალი
ცრემლსადენი მილის არატრავმული / არაპათოლოგიური ცვლილებები
გარემო ფაქტორებით (ქარი, მტვერი, კონდიციონერი, მშრალი და დაბინძურებული ჰაერი და ა.შ) გამოწვეული თვალის პრობლემები
ვიზუალური სტრესი (მონიტორთან ხანგრძლივი კონტაქტი, განათების არახელსაყრელი პირობები, ღამის გასეირნება და ა.შ)
შესაძლებელია მისი გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას
დოზირების მეთოდი:
1 - 2 წვეთი 1X დღეში კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად
თუ 1 წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა, მე - 2 წვეთის ჩაწვეთება უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას საჭიროების შემთხვევაში ალოფარდის წვეთის მოთავსება ხდება ლინზის შიდა ზედაპირზე
გამოყენება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან ბავშვებში და მოზრდილებში
გამოყენების წესი:
დაიბანეთ ხელები საწვეთურის გახსნამდე
ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით
მოარიდეთ საწვეთურის ზედაპირი პირდაპირ კონტაქტს თვალის ლორწოვანთან
პრეპარატის თანაბრად გადასანაწილებლად დაახამხამეთ თვალი რამოდენიმეჯერ
მეორე თვალზე გამოყენების საჭიროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს იგივე პროცედურის განმეორება
პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ დაახურეთ თავსახური საწვეთურს
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი არ გამოიყენება შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში
თვალის გაღიზიანების გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება
შენახვის წესი:
ინახება მშრალ ადგილას 5 – 35°C
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში. პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 90 დღის მანძილზე.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.