მედიკო

ეფექტი ჩაი 13გ#12პაკეტი

13გ

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: პარაცეტამოლს-500 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს-10 მგ, ფენირამინის მალეატს-20 მგ, ასკორბინის მჟავას-50 მგ.

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: პარაცეტამოლს-500 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს-10 მგ, ფენირამინის მალეატს-20 მგ, ასკორბინის მჟავას-50 მგ. დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, საღებავი Sunset Уellow FCF (E110), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის აცესულფამი, ლიმონის ნატურალური არომატიზატორი. ჩვენება: ეფექტი ჩაი გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი დაავადებების და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი. მიღების წესი და დოზირება: ეფექტი ჩაი მიიღება პერორალურად. მოზრდილებსა და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა 24 სთ-ის განმავლობაში. 1 პაკეტის შიგთავსი იხსნება ერთ ჭიქა ცხელ (და არა მდუღარე) წყალში. ეფექტი ჩაის მიღების ხანგრძლივობა არის 5 დღე. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; პილოროდუოდენური ობსტრუქცია, მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; შაქრიანი დიაბეტი; თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (მათ შორის ჟილბერის სინდრომი), გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი 14 წლამდე. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.