მედიკო

ვიტალინკ D3 ფორტე400სე10მლ სპრ

10მლ

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-400სე; დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას.

შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-400სე; დამატკბობლად შეიცავს სუკრალოზას. არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს, არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს. ჩვენება: ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა; რაქიტის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; ჰიპოკალცემიური ტეტანია; ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია; მალაბსორბცია; ლაქტაზის აუტანლობა; პოსტმენოპაუზური პერიოდი; ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის კომპლექსური თერაპია (როგორც დამხმარე საშუალება); ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებების მკუნალობა (როგორც დამხმარე საშუალება).   მიღების წესი და დოზირების მეთოდი: 1 დოზირებული შესხურება 1 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას წყვეტს ექიმი პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. პრეპარტის შერევა შესაძლოა ნებისმიერ სითხესთან გვერდითი მოვლენები: დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები სპრეი 10მლ, თითოეული შესხურება 10მკგ (400სე) D ვიტამინის ექვივალენტური. შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია კოლოფზე. აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ. საკვები დანამატი. მწარმოებელი კომპანია: Pharmalink, ესპანეთი. კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.