მედიკო

მუკონები 3% 4მლ #30ა

4მლ

ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაში

მუკონებ 3% (MUCONEB 3%)

სტერილური ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი ინჰალაციისთვის

არასაინექციო

დანიშნულება:

ქვედა სასუნთქ გზებში სეკრეციის მობილიზების ზრდა ოსმოსური ეფექტიდან გამომდინარე, მაგალითად კისტოზური ფიბროზის, ბრონქოექტაზიის, ბრონქიოლიტის შემთხვევაში

აფერხებს ბრონქების ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ნაკადური ან ულტრაბგერითი ნებულაიზერით.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

შეფუთვის ფორმა:

შეფუთვა 30 ამპულა, 4 მლ მონოდოზა

შემადგენლობა:

ნატრიუმის ქლორიდი 3 გრ

გამოხდილი წყალი 100 მლ

არ შეიცავს კონსერვანტებს

გამოყენების წესი (ინსტრუქცია):

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარის რეკომენდირებული დოზაა 1 ამპულა 2-4 ჯერ დღეში.

აიღეთ ერთჯერადი დოზის კონტეინერი და  გახსენით იგი ზედა ნაწილის მოტრიალებით.

მოათავსეთ საინჰალაციო ხსნარი ნებულაიზერში.

გამოიყენეთ თქვენი ნებულაიზერი აპარატზე განთავსებული მწარმოებლის მითითებების დაცვით.

იხილეთ ბლოგი: როდის გამოიყენება მუკონები — რა უნდა ვიცოდეთ ამ საინჰალაციო ხსნარზე

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დროებითი ხასიათის მქონე გაღიზიანებები (ხველა) ან ბრონქების შექცევადი შევიწროება.

ექიმების რეკომენდაციაა ბრონქების გამაფართოვებელი პრეპარატის გამოყენებით წინასწარი მკურნალობა.

არასასურველი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენების სიფრთხილის ზომები:

ერთჯერადი გამოყენება.

მხოლოდ ინჰალაციის გზით.

დაუშვებელია ინექციის სახით გამოყენება.

ერთჯერადი დოზის გამოყენებამდე შეამოწმეთ, რომ ის არ იყოს დაზიანებული. არ გამოიყენოთ დაზიანებული ერთჯერადი დოზა.

დაიცავით ნებულაიზერის აპარატის მწარმოებლის მიერ მითითებული გამოყენების წესი.

სუნთქვის პრობლემების ან ჭარბი მგძნობიარობის შემთხვევაში საინჰალაციო ხსნარის გამოყენება არ უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების გარეშე.

დაუშვებელია სხვა პრეპარატების შერევა.

არ დატოვოთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ არცერთი გახსნილი კონტეინერი მეორედ: ვინაიდან პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, მისი მეორადი გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა, რომ მოხდეს დაბინძურებული ხსნარის მიღება.

საინჰალაციო 3%-ნი ჰიპერტონული მარილიანი ხსნარი მიეკუთვნება  IIა კლასის სანიტარულ პროდუქციას.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.