ვენოსმილი 2% 60გ გელი
60გ

ჩვენება: ვენური უკმარისობის გამოვლინებების ადგილობრივი მკურნალობა.

შემადგენლობა

გელის ყოველი 100 გ შეიცავს:

ჰიდროსმინი ........... 2გ

დამხმარე ნივთიერებები: კარბოპოლი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ვენოსმილი არის ფლებოტონური წამალი, რომელიც ააქტიურებს უკუნაკადურ ცირკულაციას. ვენოსმილის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების სახით სედის ჰიდროსმინი, რომელიც სინთეზირებულია ექსკლუზიურად „FAES FARMA S.A.”-ის მიერ. დამტკიცებულია, რომ იგი ხელს უწყობს კაპილარის კედლის მდგრადობას და დადებითად მოქმედებს ვენურ ჰემოდინამიკაზე. ვენოსმილი ეწინააღმდეგება უკუნაკადურ სისხლძარღვოვან შეგუბებას და ამცირებს კაპილარული კედლის მომატებული განვლადობით გამოწვეული ჰემორაგიის რისკს.

ჩვენებები

ვენური უკმარისობის გამოვლინებების ადგილობრივი მკურნალობა.

ურთერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და საკვებთან

არ ურთერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

უკუჩვენებები

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

არ არის მითითებული.

სიფრთხილის ზომები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ არის მითითებული.

უკუჩვენებები

არ არის ცნობილი.

წამლის გამოყენებით გამოწვეული ნებისმიერი ლოკალური ხასიათის რეაქციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება და გამოყენების წესი

გელის თხელი ფენა შეიზილეთ ნელი მასირებით დაზიანებულ ადგილზე სამჯერ დღეში.

მკურნალობა ინტოქსიკაციის ან ჰიპერდოზირების შემთხვევაში

აღნიშნული პროდუქტის ტოქსიკურობის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ზედმეტი დოზირების ან პერორალურად მიღების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში.

გამოშვების ფორმა

ვენოსმილი გელი ალუმინის ტუბში 60 გ .

სხვა გამოშვების ფორმები: ვენოსმილი 200 მგ კაფსულები №60.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.