მედიკო

ნოქსიმედი600მგ+3მლ გამხ#10

600მგ

ჩვენება: ხელს უშლის ნერვულ აშლილობას ანტისიმსივნური პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ცისპლატინი ან ცისპლატინის ანალოგები.

ნოქსიმედი 600მგ/3მლ

ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

NOXIMED

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.

- თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ჩანართში:

1. რა არის ნოქსიმედი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ნოქსიმედის გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ ნოქსიმედი NOXIMED

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ ნოქსიმედი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ნოქსიმედი და რისთვის გამოიყენება იგი

ნოქსიმედი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას გლუტათიონს და ეკუთვნის წამლების იმ ჯგუფს, რომელიც ნერვული უჯრედების დაცვით ხელს უშლის ნერვულ აშლილობას (ნეიროპათია) ანტისიმსივნური პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ცისპლატინი ან ცისპლატინის ანალოგები.

2. სანამ გამოიყენებთ ნოქსიმედს

არ გამოიყენოთ ნოქსიმედი:

თუ ხართ ალერგიული გლუტათიონის ან მედიკამენტში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ (მოცემულია პუნქტ 6-ში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნოქსიმედის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში, რადგან მისი გავლენა ამ ასაკობრივ ჯგუფებში არ არის ცნობილი.

სხვა წამლების გამოყენება

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,  თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დღოს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, თუ გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, არ მიიღოთ ეს მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე ან თუ აუცილებელი არაა მისი მიღება. უნდა შეფასდეს რამდენად აღემატება მკურნალობის სარგებელი პოტენციურ რისკს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მედიკამენტს არ აქვს გავლენა, ან უმნიშვნელო გავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე.

3.  როგორ გამოვიყენოთ ნოქსიმედი

მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ დარწმუნებული არ ხართ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

ჩვეულებრივი დოზა არის 1-2 ფლაკონი დღეში ინტრამუსკულურად, ან ნელი ინტრავენური ინექცია ან ინტრავენური ინფუზია.

დოზა განისაზღვრება ასაკის, სხეულის წონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით და ასევე ანტისიმსივნური წამლის დოზის მიხედვით, რომელსაც თქვენ ღებულობთ.

როგორ გამოიყენება

წამალი უნდა გაკეთდეს 15-30 წუთით ადრე ქიმიოთერაპიის დაწყებამდე.

ინტრამუსკულური ინექციისთვის ან ინტრავენური ბოლუს ინექციისთვის, ფლაკონის შიგთავსი გახსენით გამხსნელ ამპულაში რომელიც მოთავსებული წამლის შეფუთვაში.
ინტრავენური ინფუზიისთვის, ზემოთ აღნიშნული მიღებული ხსნარი უნდა განზავდეს 20 მლ საინექციო წყალში.
რეკომენდებული ხსნარი მომზადების შემდეგ უნდა გამოიყენოთ დაუყოვნებლივ. განზავებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო და არ უნდა შეიცავდეს ხილულ ნაწილაკებს. კეთდება ერთჯერადად უწყვეტი ნაკადით. არ გამოიყენოთ დარჩენილი ხსნარი.

არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა პროდუქტებთან, თუ არ არის ცნობილი მისი თავსებადობის შესახებ.

მოხმარებამდე და მის შემდეგ სტერილურობის უზრუნველსაყოფად დაიცავით ყველა გაფრთხილება.

თუ თქვენ იღებთ უფრო მეტ ნოქსიმედს ვიდრე უნდა ღებულობდეთ:

თუ ფიქრობთ, რომ შემთხვევით მიიღეთ ნოქსიმედის ჭარბი დოზა, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. თან იქონიეთ ეს ჩანართი.

საჭიროების შემთვევაში ექიმი დაგინიშნავთ სიმპტომატურ მკურნალობას.

ნოქსიმედთან დაკავშირებული კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ დაგავიწყდათ ნოქსიმედის მიღება:

თუ ინექცია გაკეთდა ექიმის ან ექთნის მიერ,  მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რომ  მიიღეთ გადაჭარბებული დოზა ან დაგავიწყდათ დოზის მიღება. თუმცა, თუ ეს გაწუხებთ მიმართეთ ექიმს.

თუ შეწყვეტთ ნოქსიმედის გამოყენებას

მედიკამენტთან დაკავშირებით კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მსგავსად ყველა მედიკამენტისა ნოქსიმედმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა არა ყოველთვის.

ნოქსიმედის არასასურველი ეფექტები მოცემულია ქვემოთ. მონაცემების მიხედვით წამლის ინდივიდუალური გავლენის სიხშირე არ არის შეფასებული.

- გულისრევა, ღებინება;

- ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), გამონაყარი კანზე, კანის ქავილი (ურტიკარია);

- თავის ტკივილი (ცეფალეა);

- ცხელება, ტკივილი და ინფექცია ინფუზიის ადგილზე, თრომბის წარმოქმნა ვენაში (ვენური თრომბოზი), ვენების ანთება ინფუზიის ადგილზე ან მის გარშემო (ვენების ფლებიტი და სისხლჩაქცევა).

ჩანართში მოცემული მითითებების დაცვით  თავიდან აირიდებთ ზემოთ მოცემულ ეფექტებს.

გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ალტერნატიულად, არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეგიძლიათ აცნობოთ ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას ვებ.

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს  თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნოქსიმედი

აქტიური სუბსტანცია არის 643 მგ გლუტათიონის ნატრიუმის მარილი, 600მგ გლუტათიონის ექვივალენტური.

სხვა ინგრედიენტი არის საინექციო წყალი რომელიც მოცემულია გამხსნელ ამპულაში.

ნოქსიმედის აღწერა და შეფუთვის ფორმა

ნოქსიმედი მოთავსებულია კოლოფში, ფლაკონში მოთავსებულ ფხვნილთან და

გამხსნელთან ერთად, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ყუთი: - 10   600 მგ  გლუტათიონის ფლაკონი 10 გამხსნელ ამპულასთან ერთად რომელშიც არის  3მლ საინექციო წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.