მედიკო

ონაკოფი 100მლ სიროფი

100მლ

საერთაშორისო დასახელება - Salbutamolum+Bromhexin+Guaifen.Menthol შემადგენლობა: სიროფის 5 მლ შეიცავს: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს _ 2 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამ

საერთაშორისო დასახელება - Salbutamolum+Bromhexin+Guaifen.Menthol შემადგენლობა: სიროფის 5 მლ შეიცავს: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს _ 2 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 1 მგ-ისა, გვაიფენეზინს – 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გლუკოზა, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის ესენცია, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი. გამოშვების ფორმა: სიროფი პერორალური მიღებისათვის. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება. ჩვენება: • პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები; • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; • ბრონქული ასთმა; • ბრონქოექტაზია; • ბრონქიოლიტი; • მუკოვისციდოზი. მიღების წესი და დოზირება: სიროფი: 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ 3-ჯერ დღეში; 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 5 მლ 3-ჯერ დღეში; მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში. გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია; სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი; ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გულის პათოლოგიები, ჰიპერთირეოიდიზმი, ორსულობა და ლაქტაცია, მწვავე პორფირია. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ამბროქსოლი აუმჯობესებს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი) შეღწევადობას სასუნთქ სისტემაში. ამბროქსოლი ეფექტურად გამოიყენება დოქსიციკლინთან კომბინაციაში. მელონის გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებში ნახველის დაგროვება. სალბუტამოლის გამოყენებისას სხვა ბეტა-2 აგონისტებთან, კორტიკოსტეროიდებთან, შარდმდენებსა და ქსანთინებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. თეოფილინთან კომბინაციაში მატულობს ტაქიკარდიისა და სუპრავენტრიკულური არითმიების განვითარების რისკი. ჰიპერდოზირება: ჰიპერდოზირებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მკურნალობა სიმპტომურია.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.