კასარკი 16მგ #30ტ
16მგ
კასარკი ტაბლეტი 32მგ შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: კანდესარტანის ცილექსეტილი; 1 ტაბლეტი შეიცავს კანდესარტანის ცილექსეტილს 100% ნივთიერებაზე გადათვლით 32 მგ.
კასარკი ტაბლეტი 32მგ
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: კანდესარტანის ცილექსეტილი;
1 ტაბლეტი შეიცავს კანდესარტანის ცილექსეტილს 100% ნივთიერებაზე გადათვლით 32 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარმელოზა; სიმინდის სახამებელი; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; მაგნიუმის სტეარატი; პოლიეთილენგლიკოლი (პეგ 8000)
ჩვენება:
პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში;
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში;
ზრდასრული პაციენტების მკურნალობა გულის უკმარისობით და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤ 40%), აგფ ინჰიბიტორებთან ერთად როგორც დამატებითი თერაპია ან აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევებში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა კანდესარტანის ცილექსეტილის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და/ან ქოლესტაზი;
გამოყენება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში;
1 წლამდე ასაკის ბავშვები;
აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის ( გფს < 60 მლ/წთ/1,73 მ 2).
გამოყენების წესი და დოზები
არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატ კასარკის რეკომენდებული საწყისი დოზა და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 8 მგ დღეში ერთხელ. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ძირითადი ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში. თუ არტერიული წნევა არ კონტროლირდება სათანადოდ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 16 მგ-მდე დღეში ერთხელ და მაქსიმუმ 32 მგ-მდე ერთხელ დღეში. მკურნალობა უნდა დარეგულირდეს არტერიული წნევის მიხედვით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ ერთხელ დღეში. დოზა უნდა იქნას ტიტრირებული კლინიკური პასუხის შესაბამისად. არსებობს გამოყენების შეზღუდული გამოცდილება პაციენტებში ძალიან მძიმე თირკმლის უკმარისობით ან თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 15 მლ/წთ).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
საწყისი დოზა 4მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია პაციენტებისათვის მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობით. დოზის კორექცია ხდება კლინიკური პასუხის შესაბამისად. კასარკი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის ღვიძლის მძიმე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკა“).
6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
პრეპარატის რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ დღეში ერთხელ.
- პაციენტებს, რომელთა სხეულის მასა < 50 კგ-ზე: პაციენტებს არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით დოზა შეიძლება გაეზარდოთ მაქსიმუმ 8 მგ-მდე
დღეში ერთხელ.
- პაციენტებს, რომელთა სხეულის მასა ≥50 კგ: პაციენტებს არტერიული წნევის არადამაკმაყოფილებელი კონტროლით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ-მდე დღეში ერთხელ და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 16 მგ-მდე დღეში ერთხელ.
შენახვა:
ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუდგომელ ადგილზე.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.