მედიკო

ალერჯონი 0.25მგ/მლ 10მლ თვ/წვ

0.25მგ

ალერჯონი წვეთები თვალის 0.25მგ/1მლ 10მლ ფლაკონი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 0.25 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მლ-ში.

ალერჯონი წვეთები თვალის 0.25მგ/1მლ 10მლ ფლაკონი შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 0.25 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მლ-ში. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა, მაღალ-გასუფთავებული წყალი. ჩვენებები: თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობა. დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: რეკომენდირებული დოზაა 1-2 წვეთი თვალში, 4-ჯერ დღეში. არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკში. 6 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული დოზა ემთხვევა მოზრდილების დოზას - 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში. ალერჯონის გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში. განსაკუთრებული მითითებები: ალერჯონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას უნდა მოხდეს რბილი კონტაქტური ლინზების მოხსნა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას, თუ პაციენტს აქვს სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი მომატებული აქტივობით. პროდუქტი არ გამოიყენება თუ ხსნარი შემღვრეულია. ორსულობა და ლაქტაცია: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის გამოყენებიდან ერთი საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა. შენახვის პირობები: არ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.