მედიკო

რუდაზა 3000ერთ#10სუპოზ.ვაგ/რექ

1 ცალი

რუდაზა შემადგენლობა: 1 სანთელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 3000 ს.ე.

რუდაზა შემადგენლობა: 1 სანთელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 3000 ს.ე. ბუნებრივი წარმოშობის ჰიალურონიდაზა. დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზირებული ქოქოსის ზეთის გლიცერიდი, ფუტკრის ცვილი, პროპილენგლიკოლი, ტოკოფეროლი. ჩვენებები: ზრდასრულებსა და 12 წელს ზევით მოზარდებში ისეთი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომელთაც თან სდევს შემაერთებელი ქსოვილის ჰიპერპლაზია, მათ შორის ანთებითი პროცესის ფონზე, აგრეთვე, ანტიბაქტერიული თერაპიის ხელმისაწვდომობისათვის. დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია საშოში ან სწორ ნაწლავში გამოყენებისთვის. დღეში ერთხელ, ღამით. ერთი კურსის ხანგრძლივობაა 10-20 დღე. რექტალურად - 1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში, ნაწლავების გაწმენდის შემდეგ. საშოში: 1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში, ჭამით, მწოლიარე მდგომარეობაში. გვერდითი მოვლენები: იშვიათად მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის რეაქციები. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა, 12 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა ჰიალურონიდაზას აქტივობის მქონე სხვა პრეპარატების მიმართ. განსაკუთრებული მითითებები: რუდაზა არ არის სამკურნალო პრეპარატი, გააჩნია გახანგრძლივებული მოქმედების ფერმენტული აქტივობა, ანტიოქსიდანტური, იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. გარეგნული სახე და შეფუთვა: სანთლები ვაგინალური ან რექტალური გამოყენებისთვის ტორპედისებური ფორმის, ღია ყვითელი ფერის, კაკაოს ცხიმის სუსტი სპეციფიკური სუნით. დასაშვებია შეღებვის მარმარილოსებრიობა. 5 ცალი სანთელი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაზე. შეფუთვაშია #10 სანთელი. შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: ციდონია ფიტოფარმაცეუტიკალს, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.