ორნიფლოქსი 500მგ+500მგ #10ტ
500მგ

ჩვენება: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

1. რა არის ორნიფლოქსი და რისთვის გამოიყენება

2. რისი ცოდნაა საჭირო ორნიფლოქსის მიღებამდე

3. ორნიფლოქსის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ორნიფლოქსის შენახვის პირობები

1. რა არის ორნიფლოქსი და რისთვის გამოიყენება

ორნიფლოქსი კომბინირებული ანტიმიკრებული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტებით.

ღია ყვითელი ფერის, კაფსულის ფორმის ტაბლეტები გრავირებით “ORCP” ერთ მხარეს და ნაჭდევით მეორე მხარეს.¬ წარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 20 ან 30 ტაბლეტს.

ორნიფლოქსი შეიცავს 500 მგ ციპროფლოქსაცინს და 500 მგ ორნიდაზოლს აქტიური ინგრედიენტების სახით.

გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

• სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ქლამიდიოზი (ქლამიდიოზი არის ქლამიდიით გამოწვეული დაავადება), მიკოპლაზმოზი (მიკოპლაზმოზი გამოწვეულია მიკოპლაზმას მიერ), გონორეა, ტრიქომონიაზი (ტრიქომონასთან დაკავშირებული რეპროდუქციული და საშარდე გზების ინფექციები), შერეული ინფექციები.

2. რისი ცოდნა ასაჭირო ორნიფლოქსის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ორნიფლოქსს, თუ

• აღგენიშნებათ ალერგია პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ

• იღებთ ტიზანიდინის შემცველ მიორელაქსაციურ საშუალებას

გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ გაქვთ

• თირკმლის პრობლემები ანამნეზში. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი). გამოიყენება სიფრთხილით.

• ადრე გამოყენებული ციპროფლოქსაცინის ან სხვა ანტიბიოტიკის (ფტორქინოლონები) მიღების ფონზე განვითარებული მყესების პრობლემები.

• მიასთენია (კუნთოვანი სისუსტე).

• არითმია ანამნეზში.

• ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი.

აცნობეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე აღგენიშნებოდათ წარსულში.

ორნიფლოქსის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად

ორნიფლოქსი მიიღება ორალურად(შიგნით) ჭამამდე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, დაუღეჭავად.

მკურნალონის დროს და მისი დასრულებიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ ორნიფლოქსი ორსულობის პერიოდში.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის პერიოდში დაორსულების თაობაზე.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატის მიღების საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ორნიფლოქსის აქტიური ნივთიერებები გამოიყოფა დედის რძეში, განსაკუთრებით ციპროფლოქსაცინი, ამიტომ დაუშვებელია მისი მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, მყესების დაზიანების საშიშროების არსებობის გამო.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა

შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა (კუნთოვანი შებოჭილობა), კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, ვერტიგო (თავბრუსხვევა წონასწორობის დარღვევის შედეგად) ან გონების გარდამავალი დაბინდვა. აღნიშნული მოვლენების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ორნიფლოქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ორნიფლოქსი შეიცავს ნატრიუმს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია კონტროლირებადი ნატრიუმის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ორნიფლოქსი საღებავის სახით შეიცავს “სანსეტ” ყვითელს FCF (E110) და ტარტრაზინს (E102), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

• Iა ან III კლასის ანტიარითმული საშუალებები

• პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება, აქტიური ნივთიერება)

• ომეპრაზოლი კუჭის დაავადებების სამკურნალოდ

• ტიზანიდინი (კუნთოვანი სპასტიურობის, გაფანტული სკლეროზის დროს)

• თეოფილინი (სუნთქვის პრობლემების დროს)

• ქსანტინის წარმოებულები, როგორიცაა კოფეინი ან პენტოქსიფილინი

• მეტოტრექსატი, რევმატიული დაავადებისა და სიმსივნის სამკურნალოდ

• ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები, გარდა კორტიზონისა (აასს)

• ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის დასათრგუნად

• ვიტამინ K ანტაგონისტები, სისხლის გასათხევადებლად (მაგ.: ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი)

• გლიბენკლამიდი, დიაბეტის სამკურნალოდ

• დულოქსეტინი, დეპრესიის სამკურნალოდ

• როპინიროლი (პარკინსონის დაავადებისთვის)

• ლიდოკაინი ანესთეზიისთვის

• კლოზაპინი, ფსიქიური დარღვევების დროს

• სილდენაფილი, ერექციული დისფუნქციის დროს

• ფენიტიონი, ეპილეფსიის დროს

• იწვევს კუმარინული ორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, რაც საჭიროებს მათი დოზის კორექციას

• ფრთხილად მიიღება ციმეტიდინთან (ანტიჰისტამინური საშუალება), ფენიტოინთან, ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან (როგორიცაა ფენობარბიტალი) და ლითიუმთან ერთად

• ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ ეფექტს

ორნიფლოქსი მიიღება ქვემოთ მოცემული მედიკამენტების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მათი მიღებიდან 4 საათის შემდეგ:

• რკინა

• სუკრალფატი (კუჭის დაავადებების სამკურნალო საშუალება)

• ანტაციდები (მჟავიანობის სამკურნალო საშუალებები)

• კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის ან რკინის შემცველი მედიკამენტები

• სეველამერი, ლანთანის კარბონატი (ფოსფორის შემბოჭველი), რაც გამოიყენება თირკმლის დაზიანების დროს სისხლში ფოსფორის დონის საკონტროლოდ

3. ორნიფლოქსის მიღების წესი

მიღების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე

ორნიფლოქსი მიიღება ჭამამდე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ, დაუღეჭავად.

მკურნალობის კურსი შეადგენს 1 ტაბლეტს 2-ჯერ დღეში, მწვავე ინფექციის დროს 5-7 დღის, ქრონიკული მორეციდივე ინფექციის დროს კი - 10-14 დღის განმავლობაში.

პრეპარატის მიღება გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში.

მიღების წესი და გზა

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

განსაკუთრებული შემთხვევები

პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია, ხანდაზმულ და დაბალი წონის მქონე პაციენტებში ინიშნება სტანდარტული დოზის ნახევარი.

თუ პრეპარატის მიღების პერიოდში მიგაჩნიათ, რომ ორნიფლოქსი ხასიათდება ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭირო დოზაზე მეტი ორნიფლოქსის მიღების შემთხვევაში

საჭირო დოზაზე მეტი ორნიფლოქსის მიღების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა ან გულყრის შეტევები, გულისრევა, ლორწოვანი გარსების დაზიანება. აღნიშნულის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორნიფლოქსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას დანაკლისის შესავსებად.

ორნიფლოქსის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, რაიმე სახის უარყოფითი მოქმედება ორგანიზმზე არ არის მოსალოდნელი.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნიფლოქსის ფონზე შესაძლოა გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ციპროფლოქსაცინის გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 100 პაციენტში):

• გულისრევა, დიარეა, ღებინება

• ტრანსამინაზების მატება სისხლში

• გამონაყარი

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 1000 პაციენტში):

• სოკოვანი სუპერინფექცია

• ეოზინოფილების, სისხლის თეთრი უჯრედების, კონცენტრაციის მატება სისხლში

• მადის დაქვეითება (ანორექსია)

• ჰიპერაქტივობა ან აგზნება

• თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის პრობლემები ან მადის დარღვევა

• ღებინება, მუცლის ტკივილი, მონელების დარღვევა (მოუნელებლობა/გულძმარვა) ან ბოყინი

• სისხლში სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაციის მატება (ტრანსამინაზები და/ან ბილირუბინი)

• გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება

• მყესების ტკივილი

• კუნთებისა და ძვლების ტკივილი, ასთენია ან ცხელება

• ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის მატება (ღვიძლის ერთ-ერთი ფერმენტი)

• სისხლის შემადედებელი უჯრედების რაოდენობის მატება ან კლება

• ძილიანობა

• წონასწორობის დარღვევა

• ჰალუცინაციები

• დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან გაღიზიანების შეგრძნება

• შეგრძნებათა დაქვეითება

• კრუნჩხვები

• თავბრუსხვევა

• მხედველობის დარღვევა

• სმენის დაქვეითება

• გულისცემის სიხშირის გაზრდა

• სისხლძარღვთა გაფართოება

• ჰიპოტენზია

• ღვიძლის გარდამავალი უკმარისობა

• ჰეპატიტი

• თირკმლის უკმარისობა

• შეშუპება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1-დან 10-მდე ყოველ 10000 პაციენტში):

• ნაწლავის ანთება (კოლიტი) ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე (ძალიან იშვიათად შესაძლოა იყოს ფატალური)

• სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი, ნეიტროპენია, ანემია), სისხლის შემადედებელი უჯრედების (თრომბოციტების) მატება ან დაქვეითება

• ანემია

• ალერგიული რეაქცია, შეშუპება ან კანისა და ლორწოვანი გარსების მწვავე შეშუპება (ანგიოედემა)

• სისხლში შაქრის დონის მატება

• შფოთვა

• ღამის კოშმარები

• დეპრესია

• ტრემორი

• ტინიტუსი

• სინკოპე

• სუნთქვის გაძნელება (ასთმურის ჩათვლით)

• ღვიძლის უკმარისობა

• ღვიძლის ანთება (არაინფექციური)

• სინათლისადმი მგრძნობელობის მატება

• არასპეციფიკური ბუშტუკები (სითხიანი)

• კუნთების ტკივილი

• რევმატიზმი

• ჩონჩხის და კუნთების ტკივილი

• თირკმლის დაზიანება

• შარდში მარილების მატება

• თირკმლის ანთება

• ოფლიანობა

• სისხლის შედედების დარღვევა

• ამილაზას (საჭმლის მომნელებელი ფერმენტი) მატება

• სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება

• ძვლის ტვინის დეპრესია (ლეტალური)

• ფსიქოლოგიური რეაქციები

• შაკიკი

• ყნოსვის დარღვევა

• სმენის დაქვეითება

• სისხლძარღვთა კედლების ანთება (ვასკულიტი)

• პანკრეასის ანთება

• ღვიძლის დაზიანება (ძალიან იშვიათად ლეტალურ უკმარისობამდე)

• სიწითლით მიმდინარე კანის დაავადებები

• კუნთებისა და ძვლების დამაკავშირებელი მყესის გახლეჩა (ძირითადად აქილევსის მყესის)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (1-ზე ნაკლები ყოველ 10000 პაციენტში):

• სისხლის წითელი უჯრედების განსაკუთრებული დაქვეითება (ჰემოლიზური ანემია)

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ფატალური კლება (აგრანულოციტოზი)

• მწვავე ალერგიული რეაქციები

• შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია

• ატაქსია

• შეგრძნებათა გაძლიერება

• ქალასშიდა წნევის მატება (ინტრაკრანიული ჰიპერტენზია)

• ფერების აღქმის დარღვევა

• მცირე წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), კანზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარი (მაგ.: სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

• კუნთოვანი სისუსტე

• კუნთების ანთებითი დაავადება (მიასთენია გრავის)

• მყესების ანთება

• სიარულის დარღვევა

უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

• პერიფერიული ნეიროპათია და პერიფერიული ნერვების დიდი რაოდენობის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები (პოლინეიროპათია)

• გულის რითმის დარღვევა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ვენტრიკულური არითმია, ციმციმი და თრთოლვა)

• ართროპათია, ბავშვებში მყესების დაზიანებით მიმდინარე დაავადებები

ორნიდაზოლის გვერდითი ეფექტები:

• ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კანის დაავადებები

• თავის ტკივილი

• კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გულისრევა, ღებინება, სიყვითლე

• ცალკეულ შემთხვევებში თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდობა, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები, დაღლილობა, ვერტიგო, პერიფერიული ნეიროპათია, გონებისა და მგრძნობელობის გარდამავალი დაბინდვა ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივი სიმპტომების ერთობლიობა

• გემოვნების დარღვევა და კანის რეაქციები, ღვიძლის მარკერების მაჩვენებლების გადახრა

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ორნიფლოქსის შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25˚C.

გამოიყენება მხოლოდ ვარგისობის ვადის გასვლამდე.

ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

დაზიანებული პროდუქტის ან შეფუთვის შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ორნიფლოქსს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.