მედიკო

ომატონი ომეგა-3 საბავშ#20კ.საღ

1 ცალი

ომეგა -3 (საბავშვო) ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ომეგა -3 (საბავშვო) ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აღწერა: ყვითელი ფერის, რბილი, საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი. საღეჭი კაფსულები სასიამოვნო გემოთი, შექმნილი სპეციალურად ბავშვებისთვის; განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამუშავებული კაფსულები; მაღალეფექტური და უვნებელი; შეიცავს მაღალხარისხოვანი ვიტამინების კომპლექსს. კომპონენტების ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი კვლევით. შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ომეგა 3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები 410 მგ, ცილები 80 მგ, ნახშირწყლები 130 მგ და ვიტამინები. დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული გლიცერინი, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი, ხილის დამატკბობელი, ნატრიუმი. ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ჯგუფიდან, ნახევრადუჯერი ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენური (DHA) ცხიმოვანი მჟავებით, ასევე A, D3, E ვიტამინებით. ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავები, მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის ორგანიზმის განვითარებაში: (DHA) წარმოადგენს თავის ტვინისა და თვალის ბადურის უჯრედოვანი მემბრანების საშენს, ხოლო (EPA) ნეირონალური ზრდის ხელშემწყობს. ომეგა-3 (საბავშვო)-შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, რომლის მიზანს თავის ტვინისა და მხედველობის სისტემის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ომეგა-3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრირებას, ყოფაქცევას, ამაღლებს სწავლისა და პრობლემათა სწრაფად გადაწყვეტის უნარს. ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულარული, და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის არსებობითაა განპირობებული. ომეგა-3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები -კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოქსიგენაზურ- ლიპოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით, ანთებისა და ალერგიის ინდუქტორების პროდუქციის შემცირებით, თრომბოციტების ადგეზიით, ვაზოკონსტრიქციით, აგრეგაციის აქტივაციით და ა.შ. ვიტამინი A (რეტინოლი) მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს მხედველობითი აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს ფიზიკური დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, საჭიროა ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ვირუსული დაავადების მიმართ ბრძოლისუნარიანობისთვის. ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებს ფოსფორ-კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმლებიდან ფოსფატების გამოყოფას; ვიტამინი D3 განსაკუთრებულია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი E (ტოკოფეროლი)-მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყოფს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენება:თავის ტვინისა და მხედველობითი აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება; კოგნიტური და წერა- კითხვის უნარების გაუმჯობესება; მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება; სინდრომი- ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტიურობით; კომპლექსურ თერაპიაში: მოზარდებში-ასაკობრივი დეპრესიის დროს; კანის დაავადებებში: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა; ნებისმიერი წარმოშობის ართრიტების დროს; აუტოიმუნური დაავადებების დროს. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოქმედება: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. მიღების წესები და დოზირება: კაფსულა უნდა დაიღეჭოს დღის პირველ ნახევარში, ჭამის შემდეგ. 2-დან-6 წლამდე თითო კაფსულა დღეში ერთხელ, 6-დან-18 წლამდე თითო კაფსულა დღეში ორჯერ. მიღების კურსი: არა ნაკლებ 3 თვისა. კურსის განმეორება ექიმის რეკომენდაციით. დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეპსიური მოვლენები (გულისრევა, დიარეა). მკურნალობა: სიმპტომური. პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.