მედიკო

ჰელმიზოლი 400მგ/10მლ 10მლ სუსპ

400მგ

საერთაშორისო დასახელება - albendazole კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საერთაშორისო დასახელება - albendazole კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები → ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც. 1 ტაბ. ალბენდაზოლი . . . . 400 მგ ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც. 1 ტაბ. ალბენდაზოლი . . . . 200 მგ პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ. 10 მლ ალბენდაზოლი . . . . 400 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება. ჩვენებები: ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი); სტრონგილოიდოზი; ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით; ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით; ლამბლიოზი; ტოქსოკაროზი; როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს. დოზირების რეჟიმი : პრეპარატი მიიღება პერორალურად. არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით. არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას. პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან. ენტერობიოზი დღიური დოზა: 1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ტრიქოცეფალოზი დღიური დოზა: 1-2 წლის ასაკის ბავშვები : 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2). მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა. Anguillula ინვაზია ტენიაზი (სხვა პარაზიტულ ინვაზიებთან ასოცირებული) დღიური დოზა: მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსუპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. ლამბლიოზი დღიური დოზა: ბავშვები : 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 1 X 10 მლ ფლაკონი ან ტაბ. 400 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში. ტრიქინელოზი ბავშვები : 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მოზრდილები : 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი. მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების, აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები ხანგრძლივი მკურნალობის დროს : შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი. სხვა : ალერგიული რეაქციები. უკუჩვენებები: - მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.