მედიკო

დიკლოფენაკი 1% 40გ გელი (ჰემფ)

40გ

ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები. ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება

შემადგენლობა
სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შემადგენლობა
გელის 1გ შეიცავს: აქტიურ ნივთიერება: დიკლოფენაკის დიეთილამინი 11,60მგ (10მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის შესაბამისი); დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპრანოლი, კარბომერი 940, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დისულფიტი, სორბიტოლი, ტროლამინი, გამოხდილი წყალი.
აღწერა
გამჭვირვალე უფერო, ჰომოგენური გელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ფენილძმარმჟავას წარმოებული, ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზურ მოქმედებას. არაშერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 1-ს და ციკლოოქსიგენაზა 2-ს, მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმზე, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანში.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება კანით, ბიოშეღწევადობა - 6%. პლაზმის ცილებთან კავშირი - 99,7%. გამოიყოფა თირკმელებით. პოლიართრიტით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ ადგილობრივ თერაპიას (ანთებითი სახსრის უბანში), სინოვიურ სითხესა და ქსოვილში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.

ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება; პოდაგრული ართრიტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას).

მიღების წესები და დოზები
გარეგნად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში ანთების უბანზე პრეპარატი იდება თხელ ფენად 3-4-ჯერ დღეში და მსუბუქად იზილება. პრეპარატის აუცილებელი რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის ერთჯერადი დოზა: 2-4გ (რაც მოცულობით შეესაბამება მსხვილ ალუბალს).
პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
მკურნლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და სამკურნალო ეფექტზე. პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
კანის საფარის მხრივ: ეკზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა).
ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრობნქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.
სიფრთხილით
ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტერაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი); ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობისას (III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში -უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის ოკლუზიური სახვევის დადება.
დიდი ხნის განმავლობაში, კანის დიდ ზედაპირზე გელის დადებისას სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იმატებს.
თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.
მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისთვის.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დაბალი სისტემური აბსორბციისას გელის აპლიკაციის დროს, ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შიგნით შემთხვევით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი, დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტური არ არის დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტი

ონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.