სამბოვინი #30ტ
1 ცალი

ჩვენება:იმუნოდეფიციტური მდგომარეობები,ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები

სამბოვინი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ბეტა გლუკანი (მიღებული შვრიისგან) - 150 მგ;
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 120 მგ;
ვიტამინი E (DL – ალფა ტოკოფეროლი) - 50 მგ;
თუთია (თუთიის ოქსიდი) - 25 მგ;
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) - 150 მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება.

იხილეთ ბლოგი: რისი წამალია სამბოვინი და როგორ იყენებენ მას

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ბეტა გლუკანი შვრიისგან მიღებული ბუნებრივი პოლისაქარიდია. ბეტა გლუკანით მკურნალობა და პროფილაქტიკა, ძირითადად, დაფუძნებულია იმუნოკორექციაზე – აძლიერებს როგორც ადგილობრივ იმუნიტეტს (იცავს ორგანიზმს ანტიგენის შეჭრისგან), ისე ზოგად იმუნიტეტს (ანადგურებს უკვე შეღწეულ გამომწვევს და აღადგენს იმუნურ ჰომეოსტაზს). მაკროფაგების, ნეიტროფილების და NK უჯრედების ზედაპირზე აღმოჩენილია ბეტა გლუკანის რეცეპტორები (Dectin-1 და CR3). ბეტა გლუკანი ააქტიურებს მაკროფაგებს და ზრდის მათ ფაგოციტურ აქტივობას; მონაწილეობს ციტოკინების სინთეზსა და გამოთავისუფლებაში; ააქტიურებს T ლიმფოციტებს. ბეტა გლუკანს აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, რეგენერაციული, მოქმედება; იცავს ორგანიზმს რადიაციული სტრესისგან. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციების მიმართ; ამცირებს სისხლის საერთო ქოლესტერინის და LDL – ის და ზრდის HDL - ის რაოდენობას. გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის და გულ – სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და რეგენერაციული მოქმედებით; აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური რეგულაციისთვის. ვიტამინი C უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ დაცვას, ნატურალური კილერების (NK) გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. ასკორბინის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია; არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას; მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, კოლაგენის სინთეზში; აძლიერებს რეპარაციულ ფუნქციებს; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ; დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე; აღადგენს პანკრეასის ეგზოკრინულ და ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინულ ფუნქციას.

ვიტამინი E (DL-ალფა ტოკოფეროლი) სინთეზური გზით მიღებული ალფა ტოკოფეროლია; ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიკანცეროგენული მოქმედებით; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ; მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში; აძლიერებს სისხლის დინების სიჩქარეს არტერიოლებში და ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას; ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რეგენერაციულ პროცესებს. მნიშვნელოვანია სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

თუთია, ადამიანის ორგანიზმში 70 - მდე ფერმენტის კოფერმენტი, აუცილებელი ელემენტია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის; მონაწილეობს გლუკოკორტიკოსტეროიდების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, ლეიკოპოეზის პროცესში. თუთია აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას; აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, სიმსივნის საწინააღმდეგო, რეგენერაციული მოქმედება; აუცილებელია სასქესო ჯირკვლების ფუნქციური აქტივობისთვის.

სელენი გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი, იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ციტოპროტექტორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. სელენი ერთვება ქსოვილოვან სუნთქვაში და ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში; ამცირებს ორგანიზმში ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების დაგროვებას; ზრდის არასპეციფიურ იმუნიტეტს; ამცირებს რეკონვალესცენციის პერიოდს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ; იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედის ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ; ანელებს დაბერების პროცესს; იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობისთვის; სელენდამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში არსებული მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა.

ჩვენებები:
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები - პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა; სტრესი; ასთენია;
- რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა;
- ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ონკოლოგიური დაავადებები; ქიმიო და სხივური თერაპიის წინა და შემდგომი პერიოდი;
- გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- ათეროსკლეროზი ( LDL – ის და ტრიგლიცერიდების მომატებული დონე);
- შაქრიანი დიაბეტი – პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
- ქრონიკული დაავადებების ხშირი გამწვავება;
- რეკონვალესცენციის პერიოდი;

მიღების წესი და დოზირება:

სამბოვინი მიიღება პერორალურად, საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, წყლის მიყოლებით.

ბავშვები: 6-დან 12 წლამდე 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

მოზრდილები: საპროფილაქტიკოდ 1 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ, სამკურნალოდ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება: ძალიან იშვიათად ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;

უკუჩვენებაბი: ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: სათანადო კვლევების არ არსებობის გამო პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.

გამოშვების ფორმა: სამბოვინი №30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 18-25°С ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: შენახვის ვადა მითითებულია კოლოფსა და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.