გლუკოზა 5% 500მლ #1 (ლიქვ)
500მლ
გამოიყენება როგორც ნახშირწყლოვანი ხსნარი ინტრავენური ინფუზიური თერაპიისთვის.
გლუკოზა
(GLUCOSE)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: გლუკოზა მონოჰიდრატი;
ხსნარის 1 მლ შეიცავს გლუკოზის მონოჰიდრატს 50 მგ გლუკოზაზე გადაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ხსნარები პარენტერალური კვებისთვის. ნახშირწყლები.
ათქ კოდი В05BA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა
გლუკოზის დაბალკონცენტრირებული ხსნარი წარმოადგენს სამკურნალო საშუალებების შესაფერის გამხსნელს, ვინაიდან გლუკოზა, არის რა უჯრედების ბუნებრივი კომპონენტი, მეტაბოლიზდება მთელ ორგანიზმში. ფიზიოლოგიურ პირობებში გლუკოზა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნახშირწყალს, უზრუნველყოფს რა ენერგიას, რომლის 1 გ-ში არის დაახლოებით 17 კჯ ან 4 კკალ. გლუკოზის ნორმალური კონცენტრაცია ზრდასრული ადამიანის სისხლში შეადგენს 70-100 მგ/100 მლ ან 3,9-5,6 მმოლს/ლ-ზე (უზმოზე).
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ვინაიდან გლუკოზის ხსნარი შეიყვანება ინტრავენურად, მისი ბიოშეღწევადობა უდრის 100 %.
განაწილება
შეყვანის შემდეგ გლუკოზა თავიდან ნაწილდება უჯრედშორის არეში, შემდეგ მიეწოდება უჯრედებში.
ბიოტრანსფორმაცია
გლიკოლიზის პროცესში გლუკოზა იხლიჩება პირუვატამდე. აერობულ პირობებში პირუვატი მთლიანად ჟანგდება ნახშირორჟანგამდე და წყლამდე. ჰიპოქსიის დროს პირუვატი გარდაიქმნება ლაქტატად. ლაქტატს შეუძლია ნაწილობრივ განმეორებით ჩაერთოს გლუკოზის მეტაბოლიზმში (კორის გლუკოზო-ლაქტატური ციკლი).
გლუკოზის უტილიზაცია შეიძლება დაირღვეს (წარმოიქმნება გლუკოზის აუტანლობა) მეტაბოლური დარღვევების დროს. მათ მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი და მეტაბოლური სტრესი (მაგალითად, ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ, მძიმე დაავადების, ტრავმის შემდეგ), გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ჰორმონალურად განპირობებული შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია გარედან სუბსტრატის დამატებითი მიწოდების გარეშეც კი. ჰიპერგლიკემიამ, მისი გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მიერ სითხის გამოყოფა ოსმოსური წნევის ცვლილების გამო, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, გამოიწვიოს ცვლილებები, რომლებიც ოსმოსური წნევის მომატებითაა განპირობებული, მათ შორის ჰიპეროსმოსური კომა.
გლუკოზისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული. ინსულნი ამსუბუქებს კალიუმის უჯრედებში მიწოდებას. ფოსფატები და მაგნიუმი მონაწილეობენ ფერმენტულ რეაქციებში, რომლებიც დაკავშირებულია გლუკოზის უტილიზაციასთან. გლუკოზის მოხმარების დროს შეიძლება გაიზარდოს მოთხოვნილება კალიუმზე, ფოსფატებზე და მაგნიუმზე, ამიტომ მათი დონეები უნდა მოწმდებოდეს და უზრუნველყოფილ იქნას ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ ელექტროლიტების შეყვანაზე უარის თქმამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის და ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა.
ელიმინაცია
საბოლოო პროდუქტები, რომლებიც წარმოიქმნება გლუკოზის დაჟანგვისას, გამოიყოფა ფილტვებისა (ნახშირორჟანგი) და თირკმელების (წყალი) მეშვეობით.
ჯანმრთელ ადამიანებში თირკმელების მეშვეობით გლუკოზა პრაქტიკულად არ გამოიყოფა. პათოლოგიური მეტაბოლური მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს ჰიპერგლიკემია (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, პოსტაგრესიული მეტაბოლიზმი), გლუკოზა ასევე გამოიყოფა თირკმელების მიერ (გლუკოზურია), როდესაც ხდება მაქსიმალური მილაკოვანი რეაბსორბციული უნარის გადაჭარბება (სისხლში გლუკოზის 160-180 მგ/100 მლ-ზე ან 8,8-9,9 მმოლ/ლ-ზე ეფრო მაღალი დონეების დროს).
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
გლუკოზა წარმოადგენს ადამიანის პლაზმის ბუნებრივ კიმპონენტს. გლუკოზის საინფუზიო ხსნარების ტოქსიკოლოგიური კვლევების შეზღუდული მონაცემების მიხედვით არ ყოფილა გამოვლენილი ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებული საშიშროება თერაპიული დოზების გამოყენების დროს.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
უკუჩვენებები.
უკუჩვენებები სითხის დიდი მოცულობით შეყვანაზე (თუ არის ხსნარის დიდი რაოდენობით გამოყენების მოთხოვნა):
მოცემული ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სითხის შესავსებად და/ან რეჰიდრატაციისთვის, ვინაიდან ის არ შეიცავს ელექტროლიტებს (იხ. ნაწილი „ გამოყენების თავისებურებები“).
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ
ფლაკონის გახსნის შემდეგ საინფუზიო ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ (იხ. ქვევით).
შეთავსებადი სამკურნალო საშუალებების დამატების შემდეგ
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მაშინვე, პასუხისმგებლობა შენახვის ვადასა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს, და ჩვეულებრივ შენახვა შესაძლებელია არაუმეტეს 24 საათისა 2-8°C ტემპერატურაზე, იმ პირობით, რომ გახსნა ხდებოდა კონტროლირებად და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.
აუცილებელია არგამოყენებული სამკურნალო საშუალების ან ნარჩენების უტილიზაცია ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოყენების შემდეგ მოახდინეთ ფლაკონისა და შიგთავსის ყველა ნარჩენის უტილიზაცია. ნაწილობრივ გამოყენებული ფლაკონები მეორედ არ გამოიყენოთ.
ხსნარის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამჭვირვალეა და უფერულია ან თითქმის უფერულია, ხოლო ფლაკონი და მისი თავსახური დაუზიანებელი.
შეყვანა უნდა იქნას დაწყებული მაშინვე ფლაკონის წვეთოვანთან ან სხვა საინფუზიო საშუალებასთან მიერთების შემდეგ.
სამკურნალო საშუალებების დამატებამდე ან პარენტერალური კვებისთვის ნარევის მომზადებამდე აუცილებელია ფიზიკური და ქიმიური თავსებადობის შემოწმება. სამკურნალო საშუალება გლუკოზას მჟავე pH-ის გამო შეიძლება წარმოიქმნას შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევის დროს.
შეთავსებადი სამკურნალო საშუალებების დამატების დროს აუცილებელია ასეპტიკური პირობების მკაცრი დაცვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
აუცილებელია შეფასდეს ურთიერთქმედება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ გავლნას გლუკოზის მეტაბოლიზმზე.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ ვაზოპრესინის მოქმედებას
ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ვაზოპრესინის მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ელექტროლიტებისაგან თავისუფალი წყლის თირკმლისმიერი ექსკრეციის დაქვეითებას და სტაციონარშიდა ჰიპონატრიემიის განვითარების რისკს არაადექვატურად დაბალანსებული ინტრავენური ინფუზიური თერაპიის გამო (იხ. ნაწილები „გამოყენების წესი და დოზები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).
სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან ჰიპონატრიემიის განვითარების რისკს, ასევე მიეკუთვნებიან დიურეზულები ზოგადად და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ისეთები, როგორიცაა ოქსკარბაზეპინი.
სამკურნალო საშუალების დანიშვნისას აუცილებელია ხელმძღვანელობდეთ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით, რომელიც თან ერთვის მას.
გამოყენების თავისებურებები.
გლუკოზის ხსნარები ინტრავენური ინფუზიისთვის, ჩვეულებრივ, წარმოადგენენ იზოტონურ ხსნარებს. თუმცა, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხსნარმა, რომელიც შეიცავს გლუკოზას, შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ფიზიოლოგიური ჰიპოტონური ეფექტი გლუკოზის სწრაფი მეტაბოლიზმის გამო (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზები“).
ხსნარის ოსმოსური წნევიდან გამომდინარე, ინფუზიის დოზები და სიჩქარეები, და ასევე პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან და ორგანიზმის გლუკოზის მეტაბოლიზირების უნარიდან გამომდინარე, გლუკოზის პრეპარატების ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰიპოოსმოსური ან ჰიპეროსმოსური ჰიპონატრიემია.
ჰიპონატრიემია
მწვავე ჰიპონატრიემიის რისკი განსაკუთრებით მაღალია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ვაზოპრესინის არაოსმოსური სეკრეციის დიაგნოზი (მაგალითად, მწვავე დაავადების, ტკივილის, ოპერაციის შემდგომი სტრესის, ინფექციის, დამწვრობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების შედეგად), პაციენტებში გულის, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიით, და ასევე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვაზოპრესინის აგონისტებს (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
მწვავე ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპონატრიემიური ენცეფალოპათიის განვითარება (ტვინის შეშუპება), რომელიც გამოიხატება თავის ტკივილით, გულისრევით, კრუნჩხვებით, ლეთარგიული მდგომარეობით და ღებინებით. პაციენტებს, რომლებსაც დაესვათ თავის ტვინის შეშუპების დიაგნოზი, აქვთ მძიმე, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებით მაღალი რისკი.
ბავშვებს, რეპროდუქციული ასაკის ქალებს და თავის ტვინის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებს (მაგალითად, პაციენტებს მენინგიტის, ქალასშიდა სისხლის ჩაქცევისა და თავის ტვინის დაჟეჟილობის დიაგნოზით) აქვთ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ტვინის შეშუპების განსაკუთრებულად მაღალი რისკი მწვავე ჰიპონატრიემიის გამო.
უნდა იქნას გაკონტროლებული სისხლის შრატის ელექტროლიტები, წყლის და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.
კერძოდ, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ნატრიუმისა და - გლუკოზის მეტაბოლიზმის გამო - კალიუმის საკმარისი რაოდენობის მიწოდება
ელექტროლიტების დეფიციტის შემთხვევაში, ისეთის, როგორიცაა ჰიპონატრიემია ან ჰიპოკალიემია, ხსნარის გამოყენება არ შეიძლება ადეკვატური ელექტროლიტური ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების გარეშე.
სამკურნალო საშუალება გლუკოზა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევით, მაგალითად, ოპერაციის შემდგომ ან პოსტტრავმული მდგომარეობისას ან პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით, ესე იგი პაციენტებისთვის, რომელნიც საჭიროებენ ხშირ მონიტორინგს (იხ. ქვევით) და დოზირების კორექციას.
ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა აუცილებლად უნდა იქნას შესაბამისი წესით გაკონტროლებული და ნამკურნალები ინსულინით. ინსულინის შეყვანა იწვევს უჯრედებში კალიუმის დონის დამატებით ცვლილებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ჰიპოკალიემია.
პაციენტზე დაკვირვების დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის, სისხლის შრატში ელექტროლიტების კონცენტრაციის (განსაკუთრებით კალიუმისა და ნატრიუმის), და ასევე მჟავა-ტუტოვანი და წყლის ბალანსის რეგულარული გაკონტროლება.
გლუკოზის ხსნარი ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული ფუნქციური თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არ არის რეკომენდებული გლუკოზის ხსნარის დანიშვნა მწვავე იშემიური ინსულტის შემდეგ, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ ჰიპერგლიკემია აძლიერებს თავის ტვინის იშემიურ დაზიანებას და ართულებს გამოჯანმრთელებას.
არ შეიძლება გლუკოზის ხსნარის შეყვანა იმავე ინფუზიური სისტემით, რომლითაც შეჰყავთ, მომავალში შეიყვანენ ან შეჰყავდათ სისხლი, ვინაიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფსევდოაგლუტინაციას.
ისეთმა ჰიპოტონური ხსნარების ინფუზიამ, როგორიცაა სამკურნალო საშუალება გლუკოზა, ანტიდიურეზული ჰორმონის არაოსმოსური სეკრეციის დროს (ტკივილის, შფოთვის, ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის, გულისრევის, ღებინების, ციების, სეფსისის, სისხლის მოცულობის შემცირების, სუნთქვის დარღვევის, ცნს-ის ინფექციების, მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევების დროს) შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია. მწვავე ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპონატრიემიული ენცეფალოპათია (თავის ტვინის შეშუპება), რომელიც ხასიათდება თავის ტკივილით, გულისრევით, კრუნჩხვებით, ლეთარგიით, კომით და ღებინებით. პაციენტებს თავის ტვინის შეშუპებით ექმნებათ თავის ტვინის მძიმე, შეუქცევადი და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანების განსაკუთრებული რისკი.
გლუკოზის ხსნარის გამოყენებისას შემოდიოდა შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ინფუზიასთან, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით (იხ. ნაწილი „გვერდითი რეაქციები“). ამიტომ ხსნარები, რომლებიც შეიცავენ გლუკოზას, უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სიმინდზე ან მის პროდუქტებზე ცნობილი ალერგია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“). თუ წარმოიქმნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები ან სიმპტომები, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას დაწყებული შესაბამისი თერაპიული ზომების მიღება.
ბავშვები
ინტრავენური ინფუზიური თერაპიის ჩატარებისას ბავშვებში აუცილებელია გულდასმითი კონტროლი წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის თავიდან აცილებისთვის. აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას სითხის საკმარისი ოდენობის მოხმარება და შარდის გამოყოფა, და ასევე პლაზმაში და შარდში წყლის ბალანსისა და ელექტროლიტების კონცენტრაციის გულდასმითი კონტროლის ჩატარება.
შენიშვნა. უნდა იქნას გათვალისწინებული ინფორმაცია თანმხლები სამკურნალო საშუალებების უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მოწოდებულია შესაბამისი მწარმოებლის მიერ.
გამოყენება ორსულობისა და ძუძთი კვბის პერიოდში.
ორსულობა
ამ დრომდე მონაცემები ორსულ ქალებში გლუკოზის ხსნარების გამოყენების შესახებ არ არის ან ძალიან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა პირდაპირი ან ირიბი არასასურველი ზემოქმედება რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით სამკურნალო საშუალების თერაპიული დოზებით გამოყენების შემთხვევაში (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
მშობიარობის დროს გლუკოზის ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში ინსულინის გამომუშავება, რაც დაკავშირებულია ნაყოფისთვის ჰიპერგლიკემიისა ან მეტაბოლური აციდოზის რისკთან, და ასევე ახალშობილისთვის შემდგომ ჰიპოგლიკემიასთან.
შესაძლებელია სამკურნალო საშუალება გლუკოზას გამოყენება ორსულობის დროს, თუ გლუკოზის დონე სისხლში, ასევე ელექტროლიტური და წყლის ბალანსი კონტროლდება გულდასმით და შეესაბამება ფიზიოლოგიურ ნორმებს.
ჰიპონატრიემიის რისკის გამო უნდა იქნას დაცული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ორსულ ქალებში მშობიარობის დროს სამკურნალო საშუალება გლუკოზას შეყვანისას, განსაკუთრებით თუ ეს სამკურნალო საშუალება შეიყვანება ოქსიტოცინთან კომბინაციაში (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).
ძუძუთი კვება
გლუკოზა და/ან მისი მეტაბოლიტები ხვდება დედის რძეში, თუმცა სამკურნალო საშუალება გლუკოზას შეყვანა თერაპიულ დოზებში არ ახდენდა გავლენას ახალშობილებზე და/ან ჩვილებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ ძუძუთი კვებაზე.
სამკურნალო საშუალება გლუკოზა შეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში.
ფერტილობა
მონაცემები არ არის.
რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
სამკურნალო საშუალება გლუკოზა არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამხსნელის სახით გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია თანმხლები სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი მწარმოებლის მიერ.
გამოყენების წესი და დოზები.
დოზირება
ინფუზიის დროს და მის შემდეგ აუცილებელია სითხის ბალანსის, სისხლის შრატში გლუკოზისა და სხვა ელექტროლიტების კონტროლირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ინფუზია ენიშნებათ პაციენტებს ვაზოპრესინის მომატებული არაოსმოსური სეკრეციით (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი - აჰასს) და პაციენტებს, რომლებიც ჰიპონატრიემიის რისკთან დაკავშირებით ერთდროულად ღებულობენ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ ვაზოპრესინის აგონისტებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის შრატში ნატრიუმის კონცენტრაციის გაკონტროლება ფიზიოლოგიური ჰიპოტონური ეფექტის მქონე ხსნარების გამოყენებების დროს. პრეპარატ გლუკოზას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტონური ეფექტი ორგანიზმში გლუკოზის მეტაბოლიზმის გამო (იხ. ნაწილები „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“).
ნახშირწყლოვანი ხსნარი ინტრავენური ინფუზიური თერაპიისთვის
დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასაზე, პაციენტის კლინიკურ და ფიზიოლოგიურ (მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის) მდგომარეობაზე. თანმხლები მკურნალობა უნდა დანიშნოს მკურნალმა ექიმმა.
შეთავსებადი სამკურნალო საშუალებების გახსნა
ხსნარის რაოდენობა, რომელიც საჭიროა სხვა სამკურნალო საშუალებების გასახსნელად, დამოკიდებულია მომზადებული ხსნარის სასურველ კონცენტრაციაზე ქვემოთ მითითებული მაქსიმალური დოზების გათვალისწინებით.
გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ სითხის მთლიანი სადღეღამისო მოთხოვნილების უზრუნველყოფა მხოლოდ ამ ხსნარით უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“, „გამოყენების თავისებურებები“).
ზრდასრულები
ამ ხსნარის გამოყენების დროს აუცილებელია იქნას გათვალისწინებული სითხის საერთო სადღეღამისო მოთხოვნილება.
მაქსიმალური დოზა
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სითხის სადღეღამისო მოთხოვნილებაზე და არ უნდა აღემატებოდეს 40 მლ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში (ეკვივალენტურია დღე-ღამეში გლუკოზის 2 გ-სა სხეულის მასის კილოგრამზე).
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არის ამის კლინიკური აუცილებლობა, დოზა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არ შეიძლება გადააჭარბოს გლუკოზის დაჟანგვის მაქსიმალურ სიჩქარეს: ზრდასრულებში ის შეადგენს 5 მგ/კგ სხეულის წონაზე წუთში, ხოლო ჩვილებისა და ბავშვებისთვის - ასაკიდან და სხეულის საერთო მასიდან გამომდინარე -10-18 მგ/კგ სხეულის წონაზე წუთში.
ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 5 მლ-მდე/კგ სხეულის წონაზე საათში (საათში სხეულის მასის კილოგრამზე 0,25 გ გლუკოზის ეკვივალენტურია).
ბავშვები
ჩვეულებრივ დოზირება დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასაზე, პაციენტის კლინიკურ-ფიზიოლოგიურ (მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის) მდგომარეობაზე. თანმხლები მკურნალობა უნდა დაინიშნოს მკურნალი ექიმის მიერ.
გაუწყლოვანების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზები:
. სხეულის მასა 0-10 კგ: 100 მლ/კგ/ 24 სთ;
. სხეულის მასა 10-20 კგ: 1000 მლ + 50 მლ ყოველ კგ-ზე > 10 კგ / 24 სთ;
. სხეულის მასა >20 კგ-ზე: 1500 მლ + 20 მლ ყოველ კგ-ზე > 20კგ / 24 სთ.
აუცილებელია გლუკოზის ხსნარის დოზირების მაქსიმალური შეზღუდვა, და ასევე ერთდროულად ელექტროლიტების საკმარისი რაოდენობის შეყვანა (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებები“).
გამოყენების წესი
შეიყვანება ინტრავენურად.
ინფუზიის პერიფერიულ ვენებში შეყვანის შესაძლებლობა დამოკიდებულია მომზადებული ხსნარის ოსმოლარობაზე.
დოზის გადაჭარბება.
გლუკოზის დოზის გადაჭარბების სიმპტომები
ზედმეტი გლუკოზის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპეროსმოსური დეჰიდრატაცია, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიური-ჰიპეროსმოსური კომა.
სითხის ოდენობის გადაჭარბების სიმპტომები
სითხის რაოდენობის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია კანის ტურგორის მომატებით, ვენური შეგუბება, შეშუპება (ასევე შესაძლებელია ფილტვების ან ტვინის შეშუპება), სისხლში ელექტროლიტების გათხევადება, ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით ჰიპონატრიემია და ჰიპოკალიემია (იხ. პუნქტები „გამოყენების თავისებურებები“) და მჟავა-ტუტოვანი დისბალანსი.
შეიძლება წარმოიშვას წყლით ინტოქსიკაციის კლინიკური სიმპტომები, ისეთები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები.
თანმხლები სამკურნალო საშუალებებიდან გამომდინარე შეიძლება წარმოიშვას ჭარბი დოზირების სხვა სიმპტომები.
მკურნალობა
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მდგომარეობის ხასიათსა და სიმძიმეზე. აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ინფუზია, აუცილებლობის შემთხვევაში შეყვანილ იქნას ელექტროლიტები, დიურეტიკები ან ინსულინი.
ჰიპონატრიემიის კორექციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ფორმულა:
Na+-ის აუცილებელი რაოდენობა (მმოლ)= (Na+(1)-ის სამიზნე რაოდენობა) - Na+-ის ფაქტიური რაოდენობა) X წსმ(2)
(1) არ უნდა იყოს 130 მმოლ/ლ ნაკლები.
(2) წსმ - წყლის საერთო მოცულობა, ორგანიზმში წყლის შემცველობა სხეულის მასასთან მიმართებაში: 0,6-ბავშვებისთვის, 0,6 და 0,5 - ახალგაზრდა ასაკის მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, შესაბამისად, 0,5 და 0,45 - ხანდაზმული მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, შესაბამისად.
მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის კონტროლი.
იმ სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც შეიყვანება გლუკოზის ხსნართან ერთდროულად, მკურნალობა უნდა განხორციელდეს ამ სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად ( ≥ 1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად ( <1/10000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები*, ჰიპერმგრძნობელობა*.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
სიხშირე უცნობია: გამონაყარი.
სისხლძარღვოვანი დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ვენოზური თრომბოზი, ფლებიტი.
ზოგადი დარღვევები:
სიხშირე უცნობია: შემცივნება*, ციებ-ცხლება*, ინფუზიის ადგილის ინფიცირება, გაღიზიანება ინფუზიის ადგილზე, მაგალითად, ერითერმის სახით, ექსტრავაზაცია, რეაქციები ინფუზიის ადგილზე, ლოკალიზებული ტკივილი.
ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ელქტროლიტური დისბალანსი, მაგალითად ჰიპონატრიემია და ჰიპოკალიემია, სტაციონარშიდა ჰიპონატრიემია**.
ნევროლოგიური დარღვევები:
სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემიული ენცეფალოპათია**.
* სიმინდზე ალერგიის მქონე პაციენებში პოტენციური გამოვლინება (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).
** სტაციონარშიდა ჰიპონატრიემიამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანებები და სიკვდილი მწვავე ჰიპონატრიემული ენცეფალოპათიის შედეგად (იხ. პუნქტები „გამოყენების თავისებურებები“ და „გამოყენების წესი და დოზები“) .
ვარგისობის ვადა. 3 წელი
შენახვის პირობები.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებლობა.
მჟავე pH-ის გამო შესაძლებელია სამკურნალო საშუალება გლუკოზას შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სისხლთან შერევის დროს.
ინფორმაცია შეთავსებადობის შესახებ შეიძლება მიიღოთ დასამატებელი სამკურნალო საშუალების მწარმოებელთან.
სამკურნალო საშუალება გლუკოზა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ერითროციტების კონცენტრატის გასახსნელად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსევდოაგლუტინაცია (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).
შეფუთვა. 500 მლ პოლიმერულ ფლაკონებში.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.