ისმი-კიდი 10მლ ფლ
10მლ

ჩვენება:პირ-ხახის მიდამოში გამღიზიანებლის გავრცელების შეზღუდვისათვის.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
გამოყენების ინსტრუქცია
ისმი-კიდი

შემადგენლობა
ერთი მილილიტრი შეიცავს:
Lactobacillus Rhamnosus LB21 - 1,8 მილიარდი CFU;
Streptococcus Oralis 89A - 0,2 მილიარდი CFU;
Vitamin D3 - 2,5 მკგ (100 UI);
Folic acid - 100 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი, მზესუმზირის ზეთი, ტოკოფეროლის აცეტატი.
მოქმედების მექანიზმი
ცნობილია, რომ სხვადასხვა ტიპის პრობიოტიკულ ბაქტერიებს ახასიათებთ ანტაგონისტური მოქმედემა იმ პათოგენური ბაქტერიების მიმართ, რომლებიც კოლონიზდებიან ჩვენი ორგანიზმის გარკვეულ უბნებში. კერძოდ დადგინდა, რომ ორო-ფარინგეალურ (პირ-ხახის) მიდამოში გაჩენილი პრობლემები და მათთან დაკავშირებული ჩივილები, როგორიცაა ოტიტი, ფარინგიტი ან ლარინგო-ტონზილიტი, ვითარდება სხეულის ამ უბანში განსხვავებული პათოგენური შემადგენლობის მიკროფლორის მიმართ ბაქტერიების მნიშვნელოვანი დისბალანსის შედეგად.
ჩვენება
ისმი-კიდის შემადგენლებაში შერჩეულია პრობიოტიკული ბაქტერიების, კერძოდ კი Lactobacillus Rhamnosus LB21 და Streptococcus Oralis 89A-ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია პირ-ხახის მიდამოში გამღიზიანებლის გავრცელების შეზღუდვისათვის.
აღნიშნული ორი შტამის მოქმედების დადებითი ეფექტი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით, რის შედეგად ორო-ფარინგეალურ მიდამოში მცირდება პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა ოტიტითა და ტონზილიტით დაავადებულ პაციენტებში. ნებისმიერი პათოგენური ბაქტერიების მიმართ ბარიერული მოქმედების გარდა, ისმი-კიდი აძლიერებს პირ-ხახის იმუნურ სისტემას, რაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების ინდუცირებასა და პათოგენების უარყოფითი მოქმედების შემცირებას.
დოზირება
16 წვეთი (1 მლ) დღეში განაწილებული ორ მიღებაზე: 8 წვეთი 0,5 მლ) დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.
ისმი-კიდი ინიშნება 10 დღის მანძილზე უწყვეტად, მომდევნო 20 დღიანი ინტერვალის დაცვით. ისმი-კიდის კურსი მოიცავს სულ 3 თვეს.
უკუჩვენება
არ გამოიყენოთ ისმი-კიდი, თუ აღინიშნება რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა. ისმი-კიდის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
შენახვის პირობები
შეინახეთ სიცხისგან, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ფლაკონი შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 15 დღის მანძილზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
24 თვე. გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 15 დღის მანძილზე.
შეფუთვა
10 მლ ფლაკონში. ფლაკონთან ერთად მოთავსებულია წვეთების დოზატორი.
გახსნის წესები
აიღეთ ფლაკონი, ხრახნიანი თავსახური დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. გამოყენებამდე შიგთავსი კარგად აურიეთ.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა ვრცელდება კარგად შენახულ და დაუზიანებელ პროდუქტზე.
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ყველა პროდუქტიონლაინ შეკვეთის ხელმისაწვდომობა მოწმდება აპლიკაციაში. ფასი და მარაგი საჭიროებს გადამოწმებას.